წალკის 35-ე საარჩევნო უბანზე საარჩევნო ყუთის გატეხის მიუხედავად არჩევნები გაგრძელდა. როგორც ცენტრალური საარჩევნო კომისიის პრესსპიკერმა ჯული გიორგაძემ განმარტა, წაკლის აღნიშნულ უბანზე საარჩევნო ყუთი გატყდა, თუმცა საუბნო კომისიის გადაწყვეტილებით, მეორე საარჩევნო ყუთის საშუალებით არჩვენები ჩვეულ რეჟიმში გაგრძლედა.
"აღნიშნულ ინცედენტს ცენტრალური საარჩევნო კომისია უკვე სწავლობს. ჯერჯერობით უცნობია, რა ვითარებაში მოხდა ყუთის დაზიანება", - აღნიშნა ცესკოს პრესსპიკერმა.
შეგახსენებთ, რომ საქართველოში მიმდინარე თვითმმართველობის არჩევნებზე კენჭისყრა მთელი ქვეყნის მასშტაბით 08:00 საათზე დაიწყო. კენჭისყრა ტარდება 3694 საარჩევნო უბანზე, რომელიც საქართველოს მასშტაბით 73 ოლქის ტერიტორიაზეა განლაგებული.
ამომრჩევლები მონაწილეობას მიიღებენ ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოების - საკრებულოების, ასევე ქალაქ თბილისის მერის არჩევნებში. ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებთან ერთად საქართველოს 3 საარჩევნო ოლქში (№7 ჩუღურეთის, №12 გურჯაანისა და №60 ოზურგეთის) აირჩევენ საქართველოს პარლამენტის მაჟორიტარ კანდიდატებს.
თბილისის მერის არჩევნებში 9 კანდიდატი მონაწილეობს, თითოეულ საოლქო საარჩევნო კომისიაში კი - პოლიტიკური პარტიები და მათი მაჟორიტარი კანდიდატები. არჩევნებში მონაწილეობს 3 საარჩევნო ბლოკი და 14 პოლიტიკური სუბიექტი. კენჭისყრა გაგრძელდება 20:00 საათამდე. 24-საათიან რეჟიმში მუშაობს ცესკოს ცხელი ხაზი 51-00-51.