დაღესტნის ხასავიურტის რაიონში სამართალდამცავი მოკლეს. შს სამინისტროს დაღესტნის მიმართულების პრესსამსახურის ინფორმაციით, უცნობმა პირებმა რაიონის ოპერრწმუნებული მოკლეს.
მათივე ინფორმაციით, სამართალდამცავის ავტომობილი ამ დილით აღმოაჩინეს. მანქანა დაცხრილულია. სავარაუდოდ, სამართალდამცავი მიღებული ცეცხლსასროლი ჭრილობებისაგან ადგილზე გარდაიცვალა. ამჟამად ბოროტმოქმედთა ძებნა მიმდინარეობს.