გილოცავთ 5 წლის იუბილეს. სააგენტო "ჯი-ეიჩ-ენთან" საკმაოდ ინტენსიური ურთიერთობა მაქვს და მქონდა ჩემთვის ყველაზე მძიმე პერიოდებშიც კი.
საერთოდ, როცა სააგენტოებზე მქონდა ხოლმე საუბარი, ყოველთვის ვახსენებდი "ჯი-ეიჩ-ენს", რადგან აქ ყოველთვის სუფთა ჟურნალისტური მუშაობა ჩანდა, ყოვეგვარი იმ ტენდენციების გარეშე, რომლებიც ჩემი აზრით, სააგენტოს არ უნდა ჰქონდეს.
"ჯი-ეიჩ-ენი" ყოველთვის ძალიან ობიექტური სააგენტო იყო.
იმ პერიოდში, როცა საერთოდ აკრძალული ვიყავი და არავინ მახსენებდა, ერთადერთი სააგენტო, რომელიც ჩემთან კომენტარზე რეკავდა "ჯი-ეიჩ-ენი" იყო. ასე რომ "ჯი-ეიჩ-ენის" მუშაობას ძალიან დადებითად ვაფასებ.
ირინა სარიშვილი, პარტია "იმედის" თავმჯდომარე