დღეს, 3 მაისს, ცნობილი ქართველი მოჭადრაკის, მსოფლიოს ხუთგზის ჩემპიონის, საერთშორისო დიდოსტატის, საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პირველი პრეზიდენტის, ნონა გაფრინდაშვილის დაბადების დღეა.
ნონა გაფრინდაშვილი 1941 წლის 3 მაისს ზუგდიდში დაიბადა. ჭადრაკით ადრეულ ასაკში 5 წლის დაინტერესდა და პირველ წარმატებებსაც მიაღწია. მისი მწვრთნელები იყვნენ ვახტანგ ქარსელაძე და მიხეილ შიშოვი.
15 წლის ასაკში პირველად გახდა საქართველოს ჩემპიონი.
იგი ხუთჯერ (1964,1974,1981,1983 და 1985) გახდა საბჭოთა კავშირის ჩემპიონი.
ნონა გაფრინდაშვილი 1976 წელს გახდა საერთშორისო დიდოსტატი ქალთა, ხოლო 1978 წელს ვაჟთა შორის.
1964 წელს მიენიჭა სპორტის დამსახურებული ოსტატის წოდება.
სახელოვანი ქართველი მოჭადრაკე 1982 წელს საჭადრაკო ოსკარის მფლობელი გახდა.
1980-1986 წლებში იყო ფიდეს ქალთა კომისიის თვმჯდომარე.
1989 წელს არეულ იქნა საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პირველი პრეზიდენტად, ხოლო 1996 წლიდან მისი საპატიო პრეზიდენტია.
მის სახელს უკავშირდება არაერთი წარმატება და თითქმის სამი ათეული წლის განმავლობაში მსოფლიო საჭადრაკო სამყაროში ქართველი მოჭადრაკე ქალების უპირობო ჰეგემონია.
აღსანიშნავია, რომ მსოფლიო საჭადრაკო სამყარო დღესაც გამორჩეული პატივიცემითაა გამსჭვალული ნონა გაფრინდაშვილის მიმართ. საჭადრაკო ოლიმპიადებზე თამაშდება ნონა გაფრინდაშვილის სახელობის თასი, რომელიც გადაეცემა ქვეყნის ვაჟთა და ქალთა გუნდებს საუკეთესო ჯამური შედეგისათვის