დღეს, 23 აპრილს, საქართველო-აფხაზეთის ადმინისტრაციული საზღვრის ოკუპირებულ სასაზღვრო ზოლზე ფართომასშტაბიანი წვრთნები იწყება. წვრთნებში ჩართულია როგორც მძიმე ტექნიკა ისე ავიაცია და სამხედრო ვერტმფრენები.
წვრთნების ძირითადი მიზანი ადმინისტრაციულ საზღვარზე გადამსვლელთა მოძიება და ასევე სასაზღვრო ზოლის ჩაკეტვა და მტრის მოგერიებაა.
აფხაზი სეპარატისტების განმარტებით, ეს არის მოსახლეობის გაფრთხილება რათა შეწყდეს საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე მიმოსვლა.
წვრთნებში ასევე ჩართული იქნებიან ქვეითი მესაზღვრეები.
შეგახსენებთ, რომ 30 მაისს ერთი წელი ხდება მას შემდეგ რაც ოკუპირებული ტერიტორიის საზღვარზე ოკუპანტები სრულად განლაგდნენ. სწავლების შეფასება სწორედ ამ დროისათვის იგეგმება.