დღეს, 23 აპრილს, სანკტ-პეტერბურგში მსოფლიოს ქართული დიასპორების წარმომადგენელთა კონგრესი გაიხსნება.
ფორუმს საქართველოს ხალხთა მსოფლიო კონგრესის დამფუძნებელი რუსეთში მოღვაწე ქართველი ბიზნესმენი ალექსანდრე ებრალიძე გახსნის.
საქართველოდან ფორუმზე დასასწრებად პეტერბურგში უკვე გაემგზავრნენ "ეროვნული საბჭოს" ლიდერები კობა დავითაშვილი და კახა კუკავა, ასევე გუგე ცანავა,"ნეიტრალური საქართველოს" ლიდერი ვალერი კვარაცხელია და პოლიტოლოგი რამაზ კლიმიაშვილი და სხვა მიწვეული სტუმრები.
აღნიშნულმა ფორუმმა საქართველოს პოლიტიკურ სპექტრში არაერთგვაროვანი რეაქცია გამოიწვია.
ქართველ პოლიტიკოსთა ნაწილი კონგრესს რუსეთის გეგმებთან აიგივებს.
ოპოზიციის ზოგოერთი წარმომადგენლის შეფასებით, მათთვის მისაღებია მსგავსი ფორუმი იმ შემთხვევაში თუ ის არ ეწინააღმდეგება საქართველოს ინტერესებს.
წინაწარი ინფორმაციით ფორუმზე რამდენიმე საკითხზე იმსჯელებენ, მათ შორის რუსეთ-საქართველოს ურთიერთოებებზედასაქართველოს ნეიტრალიტეტზე.
კონგრესი მუშაობას ხვალ, 24 აპრილს დაასრულებს.