ისლანდიაში ამოფრქვეული ვულკანის გამო შეფერხებული ფერენების შედეგად, საავიაციო საწვავის მოხმარება დღეში 1 მლნ ბარელით შემცირდა, რაც ნავთობის მსოფლიო მოხმარების 1 პროცენტზე მეტს შეადგენს. ამის შესახებ საქართველოს ნავთობპროდუქტების მწამროებელთა, მომხმარებელთა და იმპორტიორთა კავშირის თავმჯდომარემ ვანო მთვრალაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, ეს ბოლო დღეების განმავლობაში ნავთობზე ფასების შემცირების ერთ-ერთი მიზეზია.
მთვრალაშვილის განმარტებით, ბოლო დღეებში, ნავთობის მსოფლიო ფასი სხვადასხვა მიმართულებით იცვლებოდა. კერძოდ, 2010 წლის 19 აპრილის ვაჭრობის შედეგებით, მსოფლიოს წამყვან სანავთობო ბირჟებზე იგი 3 კვირის მანძილზე დაფიქსირებულ ყველაზე დაბალ მაჩვენებელზე დაეცა. ლონდონში InterContinental Exchange Futures -ზე - IPE Brent Crude ტიპის ნავთობის ფასმა ბარელზე 84,23 აშშ დოლარი შეადგინა; ნიუ-იორკში New York Mercantile Exchange -ზე - Light Sweet Crude Oil ტიპის ნავთობის ფასმა კი, ბარელზე 81,45 აშშ დოლარზე.
ფასის შემცირების მეორე მიზეზად კი, მთვრალაშვილი ეკონომიკურ საკითხს ასახელებს, კერძოდ, აშშ-ში ფასიანი ქაღალდებისა და ბირჟების კომისიამ Goldman Sach Groul -ს თაღლითობის ბრალდება წაუყენა, იგი მსგავს ბრალდებას აპირებს უოლტერ-სტრიტის სხვა საფინანსო ორგანიზაციების მიმართაც.
~თუმცა მას შემდეგ, რაც საჰაერო მიმოსვლის აღდგენა დაიწყო, ნავთობის ფასი კვლავინდებურად ძველ პოზიციებს უბრუნდება. 21 აპრილის ვაჭრობის შედეგებით, ლონდონში Brent ტიპის ნავთობის ფასმა ბარელზე 85,7 აშშ დოლარი შეადგინა; ხოლო ნიუ-იორკში WTI ტიპის ნავთობის ფასმა - ბარელზე 83,68 აშშ დოლარი~, - აღნიშნა მთვრალაშვილმა.
ამასთან, მისი თქმით, ხშირია შემთხვევა, როცა სანავთობო ბაზარზე ფასები რამდენიმე, მაქსიმუმ 10-დღით ეცემა, თუმცა ეს დროებითია.
~ამის დასტურია ის, რომ ბოლო 15 თვის განმავლობაში ნავთობზე ფასი ძირითადად იზრდება - ბარელზე 35-40 აშშ დოლარიდან 84-85 აშშ დოლარამდე გაიზარდა ~, - აღნიშნა მთვარალშვილმა.
რაც შეეხება საერთაშორისო ფასებს ნავთობპროდუქტებზე PLATT'S -ის მიხედვით, რომლითაც საქართველოში ნავთობპროდუქტების იმპორტი ხორციელდება, რყევა მანაც განიცადა, თუმცა შემდეგ ძველ პოზიციებს დაუბრუნდა - 20 აპრილის მდგომარეობით, ტონა ბენზინის (A-92) ფასი 774,00 აშშ დოლარია; ტონა დიზელის (L-62) კი - 698,25 აშშ დოლარი.