ექვსდღიანი იძულებითი შეფერხებების შემდეგ ევროპაში ავიამიმოსვლა თითქმის 100 პროცენტით აღდგა.
ევროპის ავიასადისპეჩერო სააგენტოს მონაცემებით ოთხშაბათს დაგაგმილი 28 ათასი რეისიდან 22,5 ათასი რეისი შესრულდა, მათ Aშორის 338 ტრანსატლანტიკური.
Air France და British Airways ყველა რეისს გეგმიურად ასრულებენ ისევე როგგორც ავსტრალიული Qantas Airways და ჩინური Air China
ყველა მიმართულებით ავიამიმოსვლას დღეს აღადგენს Lufthansa, საერთაშორისო რეისებს ასრულებს ასევე რუსეთის უმსხვილესი ავიაკომპანია "აეროფლოტიც".
წინასწარი მონაცემებით, ისლანდიაში ამოფრქვეული ვულკანის მიერ ავიაკოპანიებისთვის მიყენებული ზარალი 1,5 მილიარდ ევროს აღემატება.