ხვალ, 20 აპრილს, თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის დიდი საგამოფენო დარბაზში რეგიონალური ფესტივალი "ხარისხი და პროფესია-თბილისი, საერთაშორისო ფესტივალი" გამოფენითYგაიხსნება.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" ფესტივალის ორგანიოზატორებმა აცნობეს, ღონისძიების ფარგლებში მთელი რიგი ღონისძიებებია დაგეგმილი, მათ შორის პაოლო დელ ბიანკოს თსსა რექტორის გია ბუღაძე საპატიო პროფესორის წოდებას მინიჭებას.
ფესტივალის ფარგლებში 20-23 აპრილს კონფერენცია "ცხოვრება ტურიზმის გზით- ქვეყნები, ისტორია, კულტურული ტურიზმი" გაიმართება.
ფესტივალი შემდეგ დარგებში ჩატარდება - არქიტექტურა- ინტერიერი, სამოქალაქო არქიტექტურა, ურბანული გეგმარება; სახვითი ხელოვნება- ფერწერა, გრაფიკა, პლასტიკა; მედია ხელოვნება- ვიდეო არტი და ანიმაცია, ფოტოგრაფია, ვიზუალური და ციფრული ხელოვნება; კულტურული მემკვიდრეობა-კონსერვაცია, რესტავრაცია; ხელოვნების ისტორია და თეორია; დიზაინი, მოდა, კულტურული ტურიზმი.
ღონისძიების თანაორგანიზატორები არიან თსუ, საქართველოს სახელმწიფო თეატრისა და კინოს უნივერსიტეტი, სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია და ტექნიკური უნივერსიტეტი.
23 აპრილს, რეგიონალური ფესტივალის "ხარისხი და პროფესია-თბილისი, საერთაშორისო ფესტივალი" მონაწილეებისთვის სერტიფიკატების გადაცემით დაიხურება.