მთავრობაა მზადაა კერძო საპენსიო სისტემის ჩამოყალიბების საკითხი განიხილოს. ამის შესახებ ~ჯო-ეიჩ-ენს~ ფინანსთა მინისტრმა კახა ბაინდურაშვილმა განუცხადა.
~ჩვენ მზად ვართ ვისაუბროთ ამ საკითხზე სასაუბროდ ბიზნესთან, პენსიის მიმღებებთან და ასევე პოტენციურ მიმღებებთან. პრაქტიკულად ეს მთელი საზოგადოებაა~, - განაცხადა ფინანსტა მინისტრმა.
მისი თქმით,აქედან გამომდინარე აღნიშნული საკითხი ფართო დისკუსიის საგანი უნდა გახდეს.
~ამ საკითხთან მიმართებაში ჩვენ არც გადასახადების კუთხით მსჯელობას მოვედირებით, რადგან ეს ჩვენი პრიორტეტული მიმართთულებაა. თუ იქნება კარგი ინიციატივა, მზად ვართ განვიხილოთ~, - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა.
საქართველოში კერძო საპენსიო სისტემის ჩამოყალიბებაზე მუშაობას ახლადშექმნილი ბიზნეს ასოციაციის საფინანსო კომიტეტი იწყებს.
როგორც საფინანსო კომიტეტში აღნიშნავენ, აღნიშნული სისტემის ჩამოყალიბება საქართველოში შესაძლებელია, თუმცა მას მთავრობის ნებაც დასჭირდება.
კომიტეტის წარმომადგენელთა განცხადებით, კერძო საპენსიო სისტემის ჩამოყალიბება პოლიტიკურად არამომგებიანია, რადგან მთავრობამ გადასახადის შემცირების სახით შემოსავლები უნდა შეიმციროს, თუმცა გძრელვადიან პერსპექტივაში იგი ბიუჯეტს სერიოზულ თანხას დაუზოგავს.