საქართველოს პარლამენტის თავმჯომარე დავით ბაქრაძემ დღეს სამეგრელოში ადგილოვი თვითმმართველობის არჩევნებში "ნაციონალური მოძრობის" კანდიდატურები წარადგინა.
~ნაციონალური მოძრაობის~ ზუგდიდის, მარტვილის, აბაშის, წალენჯიხისა და ჩხოროწყუს რაიონის მაჟორიტარების წარდგენა ზუგდიდში მოხდა.
ბაქრაძის განცხადებით, თითოეული კანდიდატი პროფესიონალია და მათ კარგად იციან არსებული პრობლემები და მათი მოგვარების გზები.
~ისევე როგორც მთელს დანარჩენ საქართველოში, სამეგრელოშიც ბევრი პროექტია დაწყებული და მათ დასრულება სჭირდება. ესენია ინფრასტურქტურული პროექტები - გაზიფიკაცია, წყალმომარაგება, გზები. მთავარია ყველაფერი ბოლომდე მივიდეს და წარმატებით დასრულდეს~, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.
~ნაციონალური მოძრაობის~ კანდიდატებს ადგილობრივი თვითმმართბელობის არჩევნებში ბაქრაძე ფოთშიც წარადგენს.