10:00 _ სასტუმრო "სიმპათიაში" საქართველოს ნოტარიუსთა პალატა ნოტარიუსებისთვის შეხვედრა-სემინარს გამართავს. თემა: "სანოტარო მოქმედებათა შესრულების წესის შესახებ" ახალი ინსტრუქცია".
მის: ვ. დარასელიას ქ.№# 4
10:00 _ თბილისში, მერაბ ბერძენიშვილის სახელობის კულტურის საერთაშორისო ცენტრ "მუზაში", გაიხსნება პირველი საერთაშორისო კონფერენცია "სოციალური მედია სოციალური ცვლილებებისთვის" და პირველი კავკასიური "სოციალური ინოვაციების ბანაკი".
11:45 _ 9 აპრილთან დაკავშირებით, დეპუტატები პარლამენტთან, 9 აპრილის მემორიალთან შეიკრიბებიან.
12:00 _ ქუთაისის ცენტრალურ ავტოსადგურთან, ჭავჭავაძის გამზირზე, საქალაქთაშორისო ავტობუსებისა და მიკროავტობუსების მძღოლების საპროტესტო აქცია გაიმართება.
12:00 _ "ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის~ ლიდერები და წევრები თავისუფლების მოედნიდან 9 აპრილის მემორიალამდე მსვლელობას გამართავენ, რის შემდეგაც ქაშუეთის ტაძარში დაღუპული გმირების პატივსაცემად პანაშვიდს გადაიხდიან.
13:00 _ წარმომადგენლობითი სახალხო კრება, შსს მინისტრის მიერ რუსულ მედიაში გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით, პრესკონფერენციას გამართავს.
მის.: ალ. ჭავჭავაძის ქ. # 11
13:00 _ ვერის ბაღის საკალათბურთო დარბაზში გაიმართება ეროვნული საბჭოს ყრილობა, რომელზედაც დასახელდებიან ეროვნული საბჭოს მერობის ერთიანი კანდიდატი და თბილისის მაჟორიტარობის კანდიდატები.
14:00 _ "პრაიმ-ტაიმის" პრესკლუბში დავით ბერძენიშვილთან შეხვედრა გაიმართება.
14:00 _ "საქართველოს მწვანეთა პარტიის" ოფისში თბილისის მერობის კანდიდატი გოირგი გაჩეჩილაძე და საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატი გიორგი შერვაშიძე ყირგიზეთში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით პრესკონფერენციას გამართავენ.
15:00 _ საქართველოს სახალხო დამცველი გალის რაიონის ქართული მოსახლეობის წარმომადგენლებს შეხვდება. თემა: "აფხაზეთში ქართული მოსახლეობის მიმართ რელიგიის თავისუფლების დარღვევის ფაქტები".
16:00 _ ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის ორგანიზებით, გუდაურში ამ კურორტის საიმიჯო კლიპის პრეზენტაცია გაიმართება.
18:00 _ "თბილისი მარიოტში" CATS კენტერბერის წარმომადგენლები საუნივერსიტეტო საბაკალავრო პროგრამებზე არაბრიტანელი სტუდენტებისთვის საღამოს გამართავენ.