მოსკოვის მეტროსადგურებში, 29 მარტს მომხდარ აფეთქებებზე პასუხისმგებლობას დაჯგუფება "ემირატ კავკაზას" ლიდერი დოკუ უმაროვი იღებს.
უმაროვის მიმართვა ინტერნეტით გავრცელდა. ის ამბობს, რომ აფეთქებების ბრძანება უშუალოდ მან გასცა და მომხდარი საპასუხო რეაქცია იყო პუტინის აგრესიულ ქმედებებზე.
"ემირატ კავკაზას" ლიდერი იმასაც ამტკიცებს, რომ მოსკოვისთვის მომხდარი უკანასკნელი სპეცოპერაცია არ იქნება.
"როგორც იცით, 29 მარტს, მოსკოვში ურჯულოების გასანადგურებლად და "ეფ-ეს-ბესთვის" მოკითხვის შესათვლელად ორი ოპერაცია განხორციელდა. ორივე ოპერაცია ჩემი ბრძანებით შესრულდა და ეს ბოლო არ იქნება. მე მეცინება ყველა იმ ადამიანზე, ვინც გამაკრიტიკებს და ტერორიზმში დამდებს ბრალს, რადგან არ მახსოვს ვინმეს ტერორიზმსა და მშვიდობიანი მოსახლეობის მკვლელობაში პუტინი დაედანაშაულებინოს. ვპირდები ყველა რუსს, რომ ოპერაციები რუსეთში გაგრძელდება. ომი თქვენს ქუჩებში გადმოინაცვლებს და თქვენ მას საკუთარ სიცოცხლეზე გამოცდით", - აცხადებს უმაროვი ვიდეომიმართვაში.
შეგახსენებთ, რომ მოსკოვის მეტროსადგურებში "ლუბიანკასა" და "პარკ კულტურიზე" 29 მარტს აფეთქებები მოხდა, რამაც დაახლოებით 40-მდე ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა.