რუმინეთში ქართული ენისა და კულტურის კათედრა დაარსდება.
ამის შესახებ რუმინეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ გრიგოლ ვაშაძესთან შეხვედრის დასრულების შემდეგ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
"გრიგოლ ვაშაძესთან ნაყოფიერი შეხვედრა გვქონდა, სადაც გადავწყვიტეთ, რომ თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში რუმინული ენის კათედრა დაარსდება. ამასთან, რუმინეთში ჩვენც ანალოგიურად ქართული ენისა და კულტურის კათედრას დავარსებთ", - აღნიშნა რუმინეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.
მასალის გამოყენების პირობები