"ქრისტიან-დემოკრატები" მრავალშვილიანი ოჯახებისათვის შეღავათების დაწესებას ითხოვენ და აღნიშნულთან დაკავშირეებით საკანონმდებლო ინიციატოივით გამოდიან. ამის შესახებ განცხადება "ქრისტიან-დემოკატების" წარმომადგენელმა მაგდა ანიკაშვილმა პარლამენტში საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე გამართა.
როგორც ანიკაშვილი აცხადებს, ოჯახებს, რომლებსაც ჰყავთ ოთხი და მეტი შვილი სახელმწიფოსგან გარკვეული შეღავათებით უნდა სარგებლობდნენ. სწორედ ამიტომ მათ მომზადებული აქვთ კანონპროექტი, რომელიც “სოციალური დახმარების შესახებ” კანონში ცვლილებების შეტანას ითვალისწინებს.
ანიკაშვილის განმარტებით, კანონპროექტის თანახმად, ოჯახებს, რომელთაც ჰყავთ ოთხი და მეტი შვილი ოფიციალურად მიენიჭებათ მრავალშვილიანის სტატუსი, რაც ავტომატურად გაითვალისწინებს შესაბამის შეღავათებს განათლების, ჯანდაცვის და ბინათმოწოყობის საკითხებში.
“კანონმდებლობა იცნობს მხოლოდ ერთ სამარცხვინო ჩანაწერს, რომლის მიხედვითაც ოჯახს თვეში 35 ლარი ეძლევა მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ ჰყავს 7 არასრულწლოვანი ბავშვი. ამასთან, ეს ნორმაც მხოლოდ 2007 წლამდე მოქმედებდა და დღეს უფუნქციოა. დედები არჩევანის წინაშე დგანან შეუძინონ ბავშვს სახელმძღვანელო თუ ფეხსაცმელი ან პური”, – აცხადებს ანიკაშვილი.
ანიკაშვილი მისი პოლიტიკური ძალის საკანონმდებლო ინიციატივის პარალელურად, აუცილებლად მიიჩნევს, რომ სახელმწიფოში ჩამოყალიბდეს მრავალშვილიანი ოჯახების მხარდაჭერის გრძელვადიანი სახეწლმწიფო პოლიტიკა, რომელიც “უზრუნველყოფს ამ ოჯახებში ჯანსაღი და განათლებული ადამიანების აღზრდას”.
მასალის გამოყენების პირობები