რუსეთის დუმის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ვლადიმერ ვასილიევი მოსკოვში მეტროში ამ დილით მომხდარ ორ აფეთქებას ჩრდილო კავკასიაში ბოლო დროს ჩატარებულ რამდენიმე სპეცოპერაციას უკავშირებს, თუმცა ასევე აცხადებს, რომ ჯერ ჯერობით ადრეა, რუსეთის პარლამენტის ქვედა პალატაში სპეციალური საგამოძიებო ჯგუფის შექმნა, რომელიც ამ დანაშაულებებს გამოიძიებს.
"ვინ დგას ამ აფეთქებების უკან ეჭვგარეშეა, იმიტომ რომ მცირე ხნის წინ ჩრდილო კავკასიაში რამდენიმე ანტიტერორისტული ოპერაცია ჩატარდა, რომელთა დროსაც ლიკვიდირებული იქნა ბანდფორმირებების რამდენიმე მეთაური და აქტიური წევრი", _ აცხადებს ვასილიევი და დასძენს, რომ ეს დანაშაულებები რაც შეიძლება მალე უნდა იყოს გამოძიებული.
"სისხლის სამართლის საქმეები უკვე აღძრულია და ნაციონალური ანტიტერორისტული კომიტეტის ხელმძღვანელმა ბორტნიკოვმა პრეზიდენტი მედვედევი საქმის კურსში უკვე ჩააყენა. ჩვენ ყველაფერს ძალიან დიდი ყურადღებით ვადივნებთ თვალს", _ განაცხადა ვასილიევმა.