გაეროს ეკოლოგები სოჭში ოლიმპიური ობიექტების მშენებლობას აპროტესტებენ. აღნიშნულთან დაკავშირებით მათ სპეციალური მოხსენება გამოაქვეყნეს.
დოკუმენტში ნათქვამია, რომ ოლიმპიადის მზადების არსებული რუსული პროექტი რეგიონის ბუნებას დიდ ზიანს აყენებს.
"ხელისუფლებამ ობიექტების მშნებელობისას სოჭის ეკოლოგიური ფაქტორები არ გაითვალისწინა. მშენებლობის პროცესში ზიანდება ველური ბუნება, წყალი კი მძიმე მეტალებით ბინძურდება", - აღნიშნულია მოხსენებაში.
გაეროს ეკოლოგები სპეციალური ვიზიტით სოჭში ორი თვის წინ იმყოფებოდნენ და იქ არსებული გარემო ადგილზე შეისწავლეს.