9 მარტს, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი, ივანე მერაბიშვილი ერთდღიანი ოფიციალური ვიზიტით ბაჰრეინის სამეფოში იმყოფებოდა. ამის შესახებ შს სამინისტროს ოფიციალური ვებგვერდი იუწყება.
შს სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, მერაბიშვილმა შეხვედრები გამართა ბაჰრეინის შინაგან საქმეთა მინისტრთან შეიჰ რაშიდ ბინ აბდულა ალ ხალიფასთან და ამავე უწყების უსაფრთხოების სპეციალური ძალების დირექტორატის ხელმძღვანელობასთან.
მხარეებმა ბაჰრეინსა და საქართველოს შორის სამართალდამცავ სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებზე ისაუბრეს და ამ მიმართულებით სამომავლო გეგმები დასახეს. მოგვიანებით, მინისტრის საპატივსაცემოდ ბაჰრეინის სამეფო კლუბში საზეიმო ვახშამი გაიმართა.