სამგორის რაიონში მეორად საბურავებს ცეცხლი გაუჩნდა. ცეცხლი ღია სივრცეშია. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, ადგილზე მობილიზებულია სამაშველო სამსახურები და მიმდინარეობს ცეცხლის სალოკალიზაციო სამუშაოები. მათივე ინფორმაციით, დაშავებულებზე ინფორმაცია ამ ჯერჯერობით არ შესულა.
კაცობრიობა დაიღალა, ჩვენც დავიღალეთ, მაგრამ გული არ უნდა გაგვიტყდეს. ყოვლაწმინდა ღვთისმშობელი ჩვენთან არის. გიხაროდეთ, რამეთუ ჩვენ შვილები ვართ ღვთისმშობელისა, – ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ სიონის ტაძარში მარიამობის დღესასწაულთან დაკავშირებით ქადაგებისას განაცხადა. ილია ...
შავნაბადას ტყეში ხანძარია, ცეცხლი ტყის მასივს და ბალახს უკიდია. როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში საქართველოს პირველ არხს განუცხადეს, ადგილზე მობილიზებულია სახანძრო სამაშველო ბრიგადები. ჯერ უცნობია, რამ გამოიწვია ხანძარი.
თურქეთში, ქალაქ სტამბოლში გამართულ საერთაშორისო გამოფენა-კონგრესზე APIMONDIA 2022 საქართველოს სტენდმა ოქროს მედალი მოიპოვა. ფესტივალის ფარგლებში, 10 სხვადასხვა ნომინაციაში დაჯილდოვდნენ მონაწილეები, მათ შორის სოფლის განვითარების სააგენტო საუკეთესო სტენდის ნომინაციაში ოქროს მედლით დაჯილდოვდა. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს...
ბორჯომის ხეობაში გაჩენილი ხანძრის ქრობის პროცესი დასკვნით ეტაპზე გადავიდა. ამ დროისთვის მუშავდება ცეცხლის დარჩენილი რამდენიმე მცირე მასშტაბის აქტიური და მხრჩოლავი კერა. გაყვანილია გზები მძიმე ტექნიკის დახმარებით და გრძელდება დარჩენილ კერებთან გზების მიყვანის პროცესი. დილიდან სალოკალიზაციო-სალიკვიდაციო სამუშაოებში...
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შესაბამისი უწყებები აქტიურად არიან ჩართული ბორჯომის მუნიციპალიტეტში ხანძრის ქრობის სამუშაოებში. დაცული ტერიტორიების სააგენტოს 135 რეინჯერი, ეროვნული სატყეო სააგენტოს 160 მეტყევე და გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის 120 თანამშრომელი ამ დრომდე იმყოფება შემთხვევის...
სერბეთისა და კოსოვოს ხელისუფლებებმა მიაღწიეს შეთანხმებას მოქალაქეების საზღვარზე გადაადგილების გამო დაძაბულობის მოსაგვარებლად. "ჩვენ გვაქვს შეთანხმება", - დაწერა ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ჟოზეპ ბორელმა შაბათს საღამოს, 27 აგვისტოს. ...
ტრაპიზონში რუსეთის გენერალური საკონსულოს განცხადებით, ბოლო დროს გახშირდა სარფის გამშვები პუნქტიდან საქართველოს ტერიტორიაზე რუსეთის მოქალაქეებისთვის შესვლაზე უარის თქმის შემთხვევები. "მიმდინარე წლის აგვისტოში, სარფის სასაზღვრო-გამშვებ პუნქტზე, ყოველდღიურად ვაფიქსირებთ საქართველოს ტერიტორიაზე შესვლა...
უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი, გელა გოგია დაიღუპა. დაღუპული მებრძოლის ცხედარს საქართველოში მომავალ კვირას ჩამოასვენებენ. გელა გოგია სენაკიდან იყო. ოჯახის ინფორმაციით, ქართველი მებრძოლი კრამატორსკთან მიმდინარე შეტაკებებისას მძიმედ დაიჭრა და მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. გელა გოგია წლების განმავლობა...
ისნის რაიონში, ქეთევან დედოფლის გამზირის რეაბილიტაციის მეორე ეტაპის სამუშაოები ხორციელდება. ამჟამად, ლეხ კაჩინსკის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე მიწისქვეშა კომუნიკაციები იცვლება. მეორე ეტაპის სამუშაოების ფარგლებში, წყალარინების ქსელის რეაბილიტაცია მიმდინარეობს, რის გამოც, 29 აგვისტოს 07:00 საათიდან 4 სექ...
შვეიცარიის განვითარების სააგენტოს მხარდაჭერით, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დელეგაცია შვეიცარიაში იმყოფებოდა. ვიზიტის ფარგლებში, დელეგაციის წევრები სოფლის მეურნეობაში ექსტენციის სისტემის ეფექტიანად ფუნქციონირების გამოცდილებას გაეცნენ. შეხვედრები გაიმართა ბერნის გამოყენებითი მეცნიერებების უნი...
რუსეთმა ირანისგან მიიღო ასობით უპილოტო საფრენი აპარატი, რომელიც დიდი ალბათობით გამოყენებული იქნება უკრაინის წინააღმდეგ ომში. იტყობინება Associated Press-ი დასავლეთის დაზვერვის ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით. დრონების მიწოდება განხორციელდა თეირანისადმი აშშ-ის გაფრთხილების მიუხედავად. "უცნობია, უკვე დაიწყო თუ არა რუს...
რუსული ბირთვული ენერგეტიკული გიგანტი Rosatom უახლოეს კვირებში უნგრეთში ორი ახალი ბირთვული რეაქტორის მშენებლობას დაიწყებს, განაცხადა უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა. რუსეთსა და ევროკავშირის ამ სახელმწიფოს შორის 2014 წელს მიღწეული შეთანხმება მიზნად ისახავს პაკშის ატომური ელექტრო სადგურის გაფართოებას. პაქშის ატომუ...
რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე, დმიტრი მედვედევი აცხადებს, რომ მოსკოვი არ შეწყვეტს სამხედრო კამპანიას უკრაინაში, მაშინაც კი, თუ კიევი ოფიციალურად იტყვის უარს ნატოში გაწევრიანების განზრახვაზე. ამის შესახებ მედვედევმა ფრანგულ ტელევიზიასთან ინტერვიუში განაცხადა. მედვედევის თქმით, რუსეთი მზადაა გარკვეული პი...
პაკისტანის პრემიერ-მინისტრმა შაჰბაზ შარიფმა საერთაშორისო საზოგადოებას დახმარება სთხოვა, რადგან მისი ქვეყანა დამანგრეველი წყალდიდობის შედეგად მძიმედ დაზარალდა. Associated Press-ის ცნობით, მაშველები ჯერ კიდევ ვერ მიაღწევენ ბევრ რაიონს, სადაც ხალხი ევაკუაციას ელოდება. ივნისის შუა რიცხვებიდან მოყოლებული, პაკისტანში წყალდიდობას 93...