შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის, თბილისის, აჭარის, შიდა ქართლის, კახეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის, სამეგრელო-ზემო სვანეთის, იმერეთის და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტების თანამშრომლებმა, ბოლო პერიოდში ინტენსიურ რეჟიმში ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედ...
მყინვარწვერის მიმდებარე ტერიტორიაზე დაკარგული მთამსვლელი გარდაცვლილი იპოვეს, ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს. „ყაზბეგის მუნიციპალიტეტში, გერგეთის მყინვარწვერის მიმდებარე ტერიტორიაზე, სამთო ექსპედიციის დროს დაკარგული მოქალაქე, რომელსაც შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებ...
აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმის ე.წ. პარლამენტის მიერ რუსეთის ფედერაციისთვის ბიჭვინთის აგარაკის გადაცემის შესახებ ე.წ. შეთანხმების რატიფიკაცია წარმოადგენს მორიგ უკანონო ქმედებას და რუსეთის მიერ საქართველოს განუყოფელი რეგიონების ოკუპაციის პოლიტიკის გაგრძელებას, რაც უხეშად არღვევს საერთაშორისო სამართლის ფუნდ...
„თეგეტა ჰოლდინგში“ შემავალი ავტოგაქირავების კომპანია Europcar Georgia საზღვრებს აფართოებს და უზბეკეთში ახალი წარმომადგენლობით იწყებს ოპერირებას. Europcar Georgia საქართველოს ბაზარზე 2020 წლიდან გამოჩნდა. ამ დროიდან ის საერთაშორისო ბრენდის Europcar Mobility Group-ის ექსკლუზიური წარმომადგენელია საქართველოში, ხოლო 2023...
შეურიგებელნი ვართ და ყველა ნაბიჯს ვგმობთ, რომელიც არ არის შესაბამისობაში საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის პრინციპთან, – ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა. სარჯველაძეს კითხვა დაუსვეს. ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტის მიერ ბიჭვინთის აგარაკის რუ...
აფხაზეთის დე ფაქტო პარლამენტმა გვიან ღამით ბიჭვინთის ტერიტორიის რუსეთისთვის გადაცემის რატიფიცირება მოახდინა. ჩვენ მკაცრად ვგმობთ ამ უკანონო ქმედებას, – ამის შესახებ პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე სოციალურ ქსელში წერს. „აფხაზეთის დე ფაქტო პარლა...
ორთაჭალაში, გორგასლის ქუჩაზე, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 11 ადამიანი დაშავდა. გავრცელებული ინფორმაციით, დღეს დილით ერთმანეთს მიკროავტობუსი და მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა. ადგილზე სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადები და პოლიციის თანამშრომლები იყვნენ მობილიზებულნი. დაშავებ...
ანექსირებულ ყირიმში, ფეოდოსიის პორტთან რუსულ სადესანტო ხომალდ „ნოვოჩერკასკიზე“ იერიშის შედგად დაჭრილია სულ მცირე 19 რუსი სამხედრო, 33 კი უგზოუკვლოდ არის დაკარგული. ამის შესახებ რუსული გამოცემები „ასტრა“ და „აგენტსტვო“ იუწყებიან. „ასტრას“ ინფორმაციით, ...
ახალი წლის მოახლოებასთან ერთად, SOLO საკუთარ მომხმარებელზე მორგებული შეთავაზებებისა და ინიციატივების განხორციელებას განაგრძობს. სწორედ ამ მიზნით, 27 დეკემბერს, SOLO Visa ბარათის მფლობელებს შესაძლებლობა ექნებათ, City Mall-ში არსებულ პარტნიორ მაღაზიებში სასურველი ნივთის შეძენისას 30%-იანი ულიმიტო ქეშბექით ისარგ...
გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 27 დეკემბერს საქართველოში შედარებით გამოიდარებს და დათბება. 28 დეკემბერს კვლავ მოსალოდნელია ძლიერი ქარი, მთიან და მაღალმთიან რეგიონებში ზოგან ძლიერი თოვა, ნისლი და ქარბუქი. 29-31 დეკემბერს და ახალი წლის დღეებში საქართველოში უნალექო ამინდი იქნება. თბილისში 2...
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1984 წელს დაბადებული ხ.ვ. განზრახ მკვლელობის და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით დააკავეს. უწყების ცნო...
ბელარუსის პრეზიდენტი ალექსანდრ ლუკაშენკა აცხადებს, რომ რუსული ბირთვული იარაღი ბელარუსში უკვე განთავსდა. „დიდი ხანია, მე უკვე ვთქვი, რომ მიწოდება დასრულებულია. ჯერ კიდევ სექტემბერში თუ ოქტომბერში. ოქტომბრის ბოლოს იყო ბოლო განთავსება. ყველაფერი თავის ადგილზეა და კარგ მდგომარეობაშია“, – ...
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ეროვნული სატყეო სააგენტოს თანამშრომლების მიერ, 2023 წელს, ქვეყნის მასშტაბით, ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების 1105 ფაქტია გამოვლენილი. ჯამურად, ჩამორთმეულია უკანონოდ მოპოვებული 1500 კუბურ მეტრამდე მერქნული რესურსი. კანონდარღევე...
რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტმა დღეს დილით დაამტკიცა ბიჭვინთის სახელმწიფო აგარაკის რუსეთისთვის გადაცემის შესახებ შეთანხმება. ინფორმაციას გამოცემა "ეხო კავკაზა" ავრცელებს. გადაწყვეტილებას ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტის 25 წევრმა დაუჭირა მხარი. ოკუპი...
მიუსაფარი ძაღლი, რომელსაც ბაღდათში ბლაგვი საგნით დაზიანება თავის არეში მიაყენეს, მოკვდა. ამის შესახებ ინფორმაციას ცხოველთა უფლებადამცველი მიხეილ კაჭკაჭიშვილი ავრცელებს. 24 დეკემბერს გვიან ღამით მოქალაქემ სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა ვიდეო, რომელზეც ჩანს სავარაუდო ძალადობის მსხვერპლი მიუსაფარი ცხოვე...