38 წლის გიორგი ტრაპაიძის მკვლელობის მიზეზი ამ დროისათვის უცნობია. შემთხვევის ადგილზე, ფალ;იაშვილის 66-ში კრიმინალისტები წუხელ გვიან ღამემდე მუშაობდნენ. გიორგი ტრაპაიძეს წუხელ დაუდგენელმა პირმა ცეცხლსასროლი იარაღიდან ოთჯერ ესროლა. შემთხვევის ადგილზე სასწრაფო დახმარების ბრიგადა მივიდა, თუმცა გიორგი...
თბილისში ბაქტერიული მენინგიტის სამი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. იაშვილის სახელობის კლინიკაში ბაქტერიული მენინგიტის დიაგნოზით წუხელ ერთი წლისა და ექვსი წლის ბავშვები მიიყვანეს. ექიმების თქმით მათი მდგომარეობა ამ დროისათვის დამაკმაყოფილებელია. ჩატარდა სადეზინფექციო სამუშაოები 155-ე სკოლაში, სადაც ერთ-ერთი მათგანი ...
გუდაური-კობის მონაკვეთზე დიდთოვლობის გამო საავტომობილო მოძრაობა შეზღუდულია. აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი და 30 ნადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა. დანარჩენი ავტოტრანსპორტის მოძრაობა დასაშვებია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვებივებით. ამ დრომდე აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თბილისი-ლაგოდეხის ...
ძლიერი წვიმების შედეგად თიანეთის რაიონში ორი სოფელი რაიონულ ცენტრს მოწყდა. სამდღიანი გადაუღებელი წვიმების შედეგად თიანეთის რაიონში ადიდებულმა მდინარემ ხიდები დაანგრია რამდენიმე ხიდი და სოფლები ჩაბანო და ჭიაურა რაიონულ ცენტრს მოწყდა. ადგილზე ელოდებიან ტექნიკას, რის შემდეგაც დაიწყება სარეაბილიტაციო სამუშაო...
დღეს, 3 ნოემბერს, აფხაზეთიდან დევნილი 15 წლის პიანისტი ანა ყიფიანი (ლევან ინაშვილის კლასი) იაპონიაში ჰამამაცუს პიანისტთა მეშვიდე საერთაშორისო კორკურსში მონაწილეობის მისაღებად გაემგზავრება. იგი 100 მონაწილიდან ერთ-ერთია, რომელიც მსოფლიო მასშტაბით კონკურსში მონაწილეობის მსურველთა 250 პრეტენდენტიდან პირველ ტურში შეირჩ...
დღეს, 3 ნოემბერს, 17:00 საათზე, გალერეა "ვერნისაჟში" მოეწყობა თენგიზ მირზაშვილის გამოფენა და მისი წიგნის პრეზენტაცია. ღონისძიების ორგანიზატორთა განცხადებით, ეს არის წიგნი მხატვარზე, მის გარემოსა და იდეალებზე, რომელზესაც თენგიზ მირზაშვილი მუშაობდა წლების განმავლობაში და რომელიც გამოიცა მხატვრის ...
დღეს, 3 ნოემბერს, თაღლითური გზით ფულის გამოძალვაში ბრალდებულების, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ყოფილი თანამშრომლის, სვეტლანა მაისურაძისა და ყოფილი გამომძიებლის, ნინო ჯარიაშვილის სასამართლო პროცესი განახლდება. მათ ბრალად ედებათ თაღლითური სქემით პატიმრების ახლობლებისგან ფულის გამოძალვა. მაისურაძე და ჯარიაშვილი პა...
დღეს, 3 ნოემბერს, თბილისის სააპელაციო სასამართლოში ნინოწმინდაში ნავთობის ამოფრქვევით მომხდარ ეკოციდთან დაკავშირებით სასამართლო პროცესი გაიმართება. საჩივარი სასამართლოში "საქართველოს მწვანეთა პარტიამ" და "ეკოლოგიური სამართლის ცენტრმა" შეიტანა. სოფლების: ნინოწმინდის, გაღმაუბნისა და წყაროსთავის...
დღეს, 3 ნოემბერს, მუხროვანის სამხედრო ამბოხებისთვის განსასჯელების სასამართლო პროცესი განახლდება. საქმეს თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ჯემალ კოპალიანი იხილავს. საქმეში 28 განსასჯელია. 13 ბრალდებულთან პროკურატურამ საპროცესო შეთანხმება გააფორმა. მუხროვანის სამხედრო ამბოხება 2009 წლის 5 მაისს...
დღეს, 3 ნოემბერს, 14:00 საათზე, "თბილისი მარიოტში" ახალი ორგანიზაციის _ "სოციალ დემოკრატიული მოძრაობა საქართველოს განვითარებისთვის" _ პრეზენტაცია გაიმართება. ორგანიზაციის ქმნიან ქართველი მეცნიერები და საზოგადოების ფართო წრეების წარმომადგენლები. "პოლიტიკური ორგანიზაცია &q...
დღეს, 3 ნოემბერს, 09:00 საათიდან, "გაზმშენი 11"-ის ცენტრალურ ოფისთან, კომპანიის თანამშრომლები შიმშილობის აქციას დაიწყებენ. გზის მშენებლები კომპანია "გზა 11"- ისგან, მათი კუთვნილი ხელფასების გაცემას ითხოვენ. ამის შესახებ "ჯი-ეიჩ-ენს" საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების პრესსამს...
დღეს, 3 ნოემბერს, 11:30 საათზე, სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს სათავო ოფისში, იუსტიციის მინისტრის მოადგილე ჯაბა ებანოიძე, გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ხელმძღვანელის მოადგილე ინიტა პაულოვიჩა, სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს თავმჯდომარე გიორგი ვაშაძე, შვედეთის საერთაშორისო განვითარებისა და თანამშრომლობის ს...
დღეს, 3 ნოემბერს, კახეთში, ყვარლის რაონში, რძის გადამამუშავებელი ახალი საწარმო გაიხსება. საწარმოს მშენებლობა ათასწლეულის ფონდის აგრობიზნესის განვითარების პროექტის ფარგლებში დაფინანსდა. დღესვე თელავში, ამავე პროექტის ფარგლებში, დაფინანსებული ფერმერთა მომსახურების ახალი ცენტრი გაიხსნება. ახალი მომსახურების ცენტ...
დღეს, 3 ნოემბერს, გალში ინციდეტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში მორიგი სამუშაო ჯგუფის შეხვედრა გაიმართება. აფხაზ სეპარატისტთა ლიდერის ე. წ. რწმუნებული გალის რაიონში რუსლან ქიშმარია აცხადებს, რომ ქარული მხარის მიერ შეხვედრაზე წარმოდგენილი დოკუმენტური და ვიდეომასალა ბუნდ...
დღეს, 3 ნოემბერს, საპარლამენტო სესია გაიმართება. პარლამენტი კონსტანტინე გამსახურდიას უფლებამოსილებას ცნობს. პარლამენტის რეგლამენტის შესაბამისად, გამსახურდიას შესაბამის ფიცზე ხელმოწერა მოუწევს. ამასთან, მას ევალება საჯარო სამსახურის ბიუროში ქონებრივი დეკლარაცია წარადგინოს. დეკლარაციის წარდგენისთვის გამსახურდიას მანდატის აღდგ...