6 ნოემბერს, 19:00 საათზე, სამხატვრო აკადემიის კამერული ორკესტრი სამეფო უბნის თეატრში კონცერტს გამართავს. სოლისტები იქნებიან გამოჩენილი ქართველი მუსიკოსი, საქართველოს სახალხო არტისტი მარინე იაშვილი (ვიოლინო) და ირაკლი ჯაფარიძე (ალტი). კონცერტს წარუძღვება დირიჟორი ალექსანდრე ხაინდრავა. პროგრამაშია ქართველ და ევროპე...
6 ნოემბერს, 10:00 საათზე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში (ქ. ბათუმი) გაიმართება საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის მიერ ორგანიზებული სტუდენტური ოლიმპიადა იმიტირებულ სასამართლო პროცესებში. ღონისძიებას დაესწრებიან საკონსტუტუციო სასამართლოს თავჯდომარე, აჭარის ა/რ განათლების მინისტრი, საქართველო...
საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტები მწვანე ალტერნატივას და კოალიცია "გამჭვირვალე საერთაშორისო დახმარება საქართველოსთვის" ინიცირებულ ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის დაცვის კამპანიას გამოეხმაურენ. "შავი ზღვის რეგიონული ელექტროგადაცემის პროექტის" დამფინანსებლები იზიარებენ გარემოსდამცველთა თვალსაზრისს და აღნიშნავენ, რომ ეროვ...
6 ნოემბერს, 11:30 საათზე, სასტუმრო "შერატონ-მეტეხი პალასში" ბრიტანეთის საბჭო, ევრაზიის თანამშრომლობის ფონდი და საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი გამართავს ერთობლივი პროგრამის პრეზენტაციას, რომელიც მიმართულია საქართველოში სოციალური მეწარმეობის განვითარებაზე. ...
6 ნოემბერს, 13:00 საათზე, ტელეკომპანია "საქართველო" გამართავს პროექტის "ნატო: საწყისები, რეალობა, პერსპექტივები" პრეზენტაციას. პრეზენტაციას დაესწრებიან თავდაცვის მინისტრის მოადგილე ნიკოლოზ ვაშაკიძე, ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მინისტრის მოადგილე ელენე ხოშტარია, ნატო...
ბიუჯეტის პროექტის პარლამენტში სამჯერადი შემოტანის პროცედურის შემცირებას საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი ეწინააღმდეგება. კომიტეტის ეს პოზიცია დღეს საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე "საბიუჯეტო კოდექსის" პროექტის განხილვისას დაფიქსირდა. ცვლილებები, რომელიც 2012 წლიდან ამოქმედდება პროგრამული ბიუჯეტის დანერგვას ...
თბილისის სააპელაციო სასამართლომ საქართველოს პირველი პრეზიდენტის ვაჟის ცოტნე გამსახურდიას საქმესთან დაკავშირებით ადვოკატ ქეთი ბექაურის სარჩელი არ დააკმაყოფილა. მოსამართლე მანუჩარ კაპანაძემ ცოტნე გამსახურდიასთვის აღმკვეთი ღონისძიების სახით წინასწარი 2-თვიანი პატიმრობის შეფარდების შესახებ თბილისის საქალაქო სა...
თბილისის საქალაქო სასამართლოში რამდენიმე წუთში ციხის ბუნტში ბრალდებულ ქალთა სასამართლო პროცესი განახლდება. როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" სასამართლოში განუცხადეს, პროცესზე მსჯავრდებული პატიმრების დაკითხვა გაგრძელდება. შეგახსენებთ, რომ ქალთა ციხის ბუნტი გაზაფხულზე მოხდა. მასში მონაწილეობა 38 მსჯავრდებულ ქალს ბ...
ხვალ, 6 ნოემბერს, სასტუმრო "შერატონ მეტეხი პალასში" ეკონომიკის განვითარების მინისტრი ზურაბ Pპოლოლიკაშვილი ბიზნესმენებს შეხვდება. როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" ეკონომიკური უწყებიდან აცნობეს, მინისტრი საერთაშორისო სავაჭრო პალატის წევრებთან. გამართავს შეხვედრას. შეხვედრას მინისტრის მოადგილე ზურაბ ალავიძე და ს...
"ზიანის შემცირების ქსელი" საქართველოს პარლამენტს ნარკოტიკებთან დაკავშირებული საკანონმდებლო ინიციატივის განხილვისკენ მოუწოდებს. ამ თემას მიეძღვნა დღეს, სახალხო დამცველის ოფისში გამართული პრესკონფერენცია. როგორც "ზიანის შემცირების ქსელის" დამფუძვნებელმა, ალექსი გელაშვილმა განაცხადა, 2 ნოემბერს საქართველოს...
თბილისის მერი გიგი უგულავა ევროპის ჩემპიონატში მონაწილე ქართველ მოჭადრაკეებს შეხვდა. უგულავამ ქალთა გუნდის წევრებს გამარჯვება მიულოცა და თითოეულს ფულადი პრემია - 1 500 ლარი გადასცა. საქართველოს ნაკრების წარმომადგენელებმა სერბეთის ქალაქ ნოვოსადში გამართულ ჩემპიონატზე მეორე ადგილი დაიკავეს და საერთო ჯამში ...
6 ნოემბერს, 11:00 საათზე, სასტუმრო "შერატონ მეტეხი პალასში~ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო აწყობს პრეზენატაციას თემაზე "სამედიცინო განათლების რეფორმა საქართველოში". კონფერენციას საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ალექსანდრე კვიტაშვილი და ევგ...
შსს-ის ინფორმაციით, 34 წლის თინათინ ზავრადაშვილმა თაღლითური გზით, რამდენიმე მოქალაქისაგან 3 000 აშშ დოლარი მიითვისა შემდგომში მის დროებით მფლობელობაში მქონე ბინაში შეშვებისა და ცხოვრების მიზნით. დაკავებულმა დანაშაული აღიარა. გამოძიება საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლით მიმდინარეობს. გამოძიება...
ხვალ, 6 ნოემბერს, 16:00 ილია ჭავჭავაძის უნივერსიტეტის საკონფერენციო დარბაზში კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელი (CENN) საქართველოში ევროკავშირის დელეგაციასთან (EC) თანამშრომლობით იწყებს მოხალისეობრივ ინიციატივას _ მწვანე უნივერსიტეტი. პირველ ეტაპზე ინიციატივა გულისხმობს თბილისის...
საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგნელის გიორგი გაბაშვილის შეფასებით, მოსკოვის პროვოკაციული განცხადებები მიზნად საქართველოს განვითარების შეფერხებას ისახავს. ეს შეფასება გაბაშვილმა რუსეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის სადაზვერვო სამმართველოს ხელმძღვანელის, გენერალ-ლეიტენანტ ალექსანდრე შლიახტუროვის დღევა...