სამმა შეირაღებულმა პირმა გალის რაიონის სოფელ ჭუბურხინჯში ამავე სოფლის მცხოვრები 35 წლის ქართლოს გაგუა დაჭრა. მას მძიმე დაზიანებები მუცლის არეში აქვს მიყენებული. 35 წლის ქართლოს გაგუას ზუგდიდში გადმოყვანა მხოლოდ შემოვლითი გზით მოხერხდა. ამ დროისთვის ის წმინდა ლუკას სახელობის ჰოსპიტალშია მოთავსებ...
"ქრისტიან-დემოკრატები" პოლიტიკური ძალების მიერ დასავლური ფასეულობის ერთგულების კონსტიტუციურ გარანტიას ითხოვენ. ამის შესახებ განცხადება "ქრისტიან-დემოკრატების" წარმომადგენელმა ნიკა ლალიაშვილმა დღეს პარლამენტში საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე გააკეთა. ლალიაშვილის თქმით, რუსეთის პოლიტიკურ ...
ყველა ექიმს, რომელიც სამოქალაქო რეესტრს პაციენტის გარდაცვალების შესახებ არ შეატყობინებს, ამიერიდან 500-ლარიანი ჯარიმა დაეკისრება. "სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის შესახებ" კანონში შეტანილი ცვილილების თანახმად, სხვადასხვა დაწესებულებებსა და პასუხისმგებელი თანამდებობის პირებს სამოქალაქო რეესტრში დ...
დღეს, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვანო მერაბიშვილმა და თბილისის მერმა, გიგი უგულავამ ვაკე-საბურთალოს რაიონში პოლიციის ახლადაშენებული შენობა გახსნეს. კოსტავას ქუჩაზე მდებარე პოლიციის სამმართველოს შენობა აღჭურვილია უახლესი ტექნიკით, თანამედროვე საოფისე ავეჯით და ინვენტარით. შ...
გურჯაანის რაიონის სოფელ ველისციხის მოსახლეობა საქმის გარკვევას ითხოვს. როგორც ადგილობრივებმა კახეთის საინფორმაციო ცენტრს აცნობეს, უცნობი ადამიანი გზაზე მიმავალ ქალებს პირზე ხელს აფარებს და ფიზიკურად ძალადობს. ადგილობრივების ვარაუდით, უცნობი, შესაძლოა, მანიაკი იყოს. მოსახლეობის ნაწილი პანიკაშია და ვითარები...
"ქრისტიან-დემოკრატები" კონსტიტუციაში ცვლილებას ითხოვენ. როგორც საპარლამენტო ფრაქციის წარმომადგენელმა ნიკა ლალიაშვილმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, საქართველო ისეთი ქვეყნების გაერთიანებაში არ უნდა გაწევრიანდეს, რომლებიც ჩვენს ტერიტორიულ მთლიანობას არ ცნობენ. "ქრისტიან-დ...
"სახალხო ფრონტის" ლიდერის ნოდარ ნათაძის მტკიცებით, პანკისის ხეობაში რუსეთი სამხედრო ოპერაციას გეგმავს. როგორც ნათაძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, მოსკოვს ტერიტორიის ოკუპაციის მიზნით დაგეგმილი ომისთვის ყველაფერი მზად აქვს. არგუმენტად ნათაძე ბოლო პერიოდში ქართულ სატელევიზიო სი...
მმართველმა გუნდმა ახალი საარჩევნო კოდექსის შეთანხმებულ მუხლებს ხელი მოაწერა. ამ მიზნით NDI-ის ოფისში რამდენიმე წუთის წინ უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი პალიკო კუბლაშვილი მივიდა. როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, დოკუმენტზე ხელმოწერის შემდეგ "პროცესი საკანონმდებლო მიმართულებით წავა"...
საქართველოს საგარეო სამინისტრო რუსი მილიციელების მიერ ედუარდ ღურცკაიას მოკვლის ფაქტს ოფიციალური განცხადებით ეხმაურება. "ასეთი ქმედება გასაკვირი არ უნდა იყოს იმ ქვეყნის "სამართალდამცავების" მხრიდან, რომელიც, გასული საუკუნის 90-იანი წლების დასაწყისიდან აწარმოებს გამოუცხადებელ ომს საქართველოს წინააღმდეგ, 2006 წელს განახორციელა ეთნიკური ...
"ქართული დასის" ლიდერმა ჯონდი ბაღათურიამ ხელი მხოლოდ საარჩევნო კოდექსის შეთანხმებული მუხლების ნაწილს მოაწერა. როგორც NDI-ის ოფისში მისულმა ბაღათურიამ ჟურნალისტებს განუცხადა, ის ადმინისტრაციის დაკომპლექტების შესახებ საკითხს არ ეთანმება, კერძოდ ფიქრობს, რომ საარჩენო ადმინისტრაციაში ოპოზიცია და ხელისუფლება თანაბარი რა...
საქართველოს პრემიერ-მინისტრ ნიკა გილაურის დიდ ბრიტანეთსა და აშშ-ში ვიზიტის დეტალები უკვე ცნობილია. ვიზიტის პროგრამა მთავრობის პრესსამსახურმა დღეს გამოაქვეყნა. ოფიციალური ინფორმაციით, დიდ ბრიტანეთში ვიზიტის ფარგლებში საქართველოს პრემიერ-მინისტრი საგარეო პოლიტიკის საკითხებში ლიბერალ დემოკრატების წარმომადგენელ...
აზოვის ზღვის აკვატორიაში პორტ "კავკაზსა" და ეისკის შორის არსებულ ფარბატერში გემების შეჯახების შედეგად ქართული გემი "ბერილი" ჩაიძირა. "გემებს შორის შეჯახება ამ დილით, 08:00 საათზე დაფიქსირდა. ერთმანეთს თურქული გემი "სანტა ვიქტორია" და ქართული "ბერილი" შე...
"ალიანსი საქართველოსთვის" მზადაა თბილისის მერის არჩევნებში საარჩევნო ბარიერთან დაკავშირებით დათმობაზე კიდევ წავიდეს. როგორც ჟურნალისტებს ალიანსის ერთ-ერთმა ლიდერმა დავით უსუფაშვილმა განაცხადა, თუ ხელისუფლება მოლაპარაკებათა მაგიდას დაუბრუნდება და NDI-ის ფორმატში კონსულტაციები გაგრძელდება, შეთან...
"მრავალეროვანი საქართველო" კულტურის, ძეგლთა დაცვისა დასპორტის სამინისტროს ისტორიულ ძეგლთა მდგომარეობის მიმართ მიზანმიმართული უყურადღებო დამოკიდებულებაში ადანაშაულებს. როგორც კულტურის სამინისტროს მიმართ "მრავალეროვანი საქართველოს" ღია წერილშია აღნიშნული, საერთო სამოქალაქო მოძრაობა &...
რუსეთის ფედრაცია მის მიერ ოკუპირებული ქართული რეგიონების საზღვრების დაცვას თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით დაიცავს. დსთ-ს სასაღვრო ჯარების მეთაურთა საბჭოს საკოორდინაციო სამსახურის თავმჯდომარის გენერელა-პოლკოვნიკის ალექსანდრ მანილოვის განცხადბით, რუსი მესაღვრეები უზრუნველყოფენ სამხრეთ ოსეთისა და აფ...