ხვალ, 10 დეკემბერს, პარლამენტში სახალხო დამცველის 2009 წლის პირველი ნახევრის ანგარიშის განხილვის პროცესი იწყება. ანგარიშზე ადამიანის უფლებათა დაცვის საპარლამენტო კომიტეტი იმსჯელებს. ანგარიშს დეპუტატებს სახალხო დამცველი გიორგი ტუღუში წარუდგენს. ადამიანის უფლებების შესახებ სახალხო დამცველის 2009 წლის პირველი ნახევრის ...
ხვალ, 10 დეკემბერს, თბილისში საქართველო-თურქეთის ბიზნესფორუმი გაიმართება. როგორც მთავრობის კანცელარიის პრესსამსახურსი აცხადებენ, ბიზნესფორუმში თურქეთიდან ჩამოსულ ბიზნესმენთა დელეგაცია მიიღებს მონაწილეობას. ფორუმზე სიტყვით გამოვა საქართველოს პრემიერ-მინისტრი ნიკოლოზ გილაური. თურქეთის დელეგაციაში შედიან ბიზნესმ...
რუსეთის ფედერაციის საბჭო პრეზიდენტს ქვეყნის ფარგლებს გარეთ რუსეთის შეიარაღებული ძალების გამოყენების უფლებას 16 დეკემბერს მისცემს. ეს განცხადება დღეს რუსეთის ფედერაციის ზედა პალატის სპიკერმა სერგეი მირონოვმა გააკეთა. "16 დეკემბერს რუსეთის ფედერაციის ზედა პალატა სახელმწიფოს მეთაურის მიმართ...
ჯანდაცვის მინისტრი სანდრო კვიტაშვილი აცხადებს, რომ საგარეჯოში ქალის გარდაცვალების მიზეზი ღორის გრიპი არ ყოფილა. მისი თქმით, პაციენტი ორმხრივი პნევმონიით გარდაიცვალა. "ეს ლეტალური შეტხვევა არ არის დაკავშირებული გრიპთან. ავადმყოფს ჰქონდა ორმხრივი პნევმონია და ამის შედეგად გარდაი...
წარჩინებული კურსდამთავრებულთათვის ოქროსა და ვერცხლის მედლების გადაცემა გრძელდება. ამჯერად საკრებულოს თავმჯდომარე ზაალ სამადაშვილი ამ მიზნით თბილისის 116-ე საჯარო სკოლას ეწვია. მოსწავლეების დაჯილდოების შემდეგ სამადაშვილი მედალოსნების პედაგოგებსა და მშობლებს შეხვდა და საგანმანათლებლო სფეროში არსებულ პრობლე...
ექსპერტ სოსო ცისკარიშვილს დიმიტრი მედვედევის დღევანდელი გამოსვლიდან შთაბეჭდილება დარჩა, რომ რუსეთის პრეზიდენტმა ქართულ მხარეს ლარსის საბაჟო-გამშვები პუნქტისა და საჰაერო მიმოსვლის აღდგენის საკითხის ერთ პაკეტში განხილვა შესთავაზა. "მედვედევს შეკითხვა საჰაერო მიმოსვლის აღდგენასთან დაკავშირებით დაუსვეს, ...
რუსეთის ფედერაციის ტრანსპორტის სამინისტრო მზადაა, საქართველოსთან საჰაერო მიმოსვლის საკითხი განიხილოს, იმ შემთხვევაში, თუკი ქართული მხარე ამ უწყებას მიმართავს. ამ ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს. "საქართველოსთან საჰაერო მიმოსვლის აღდგენის შესაძლოა განვიხილოთ იმ შემთხვევაში, თუკი საქართველო რუსეთის ფედერაცი...
საქართველოს პარლამენტმა რუსეთის მხრიდან უკანონო ქმედებების გახშირებასთან დაკავშირებით 6-პუნქტიანი განცხადება შეიმუშავა, რომელსაც, სავარაუდოდ, მიმდინარე კვირის პარასკევის რიგგარეშე სხდომაზე მიიღებენ. განცხადება საგარეო ურთიერთობათა კომიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის დროებითი საპარლამენტო ...
საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გიგა ბოკერია რუსეთის პრეზიდენტ დიმიტრი მედვედევის განცხადებებს ეხმაურება. ბოკერიას თქმით, მედვედევის განცხადებები ვერ შეფასდება გარღვევად რუსულ-ქართულ ურთიერთობებში, რადგან რუსეთის მხრიდან ფუნდამენტური პრობლემა ქართული სახელმწიფოებრიობის წინააღმდეგ ბრძოლაა. ...
საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გიგა ბოკერია რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, გრიგოლ კარასინის მიერ ლარსის გამშვებ პუნქტთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებას ეხმაურება. ბოკერიას განცხადებით, ლარსის გამშვები პუნქტის გახსნის საკითხი გადაწყვეტილია და უახლოეს მომავალში გაიხსენებ...
საქართველოს მთავარი პროკურორი მურთაზ ზოდელავა აცხადებს, რომ ხელისუფლებამ სამართლებრივი პოლიტიკის ლიბერალიზაციის გადაწყვეტილება მიიღო. როგორც მთავრობის სხდომის დაწყების წინ ზოდელავამ ჟურნალისტებს განუცხადა, აღიშნული გადაწყვეტილება დანაშაულის კლების ტენდენციას უკავშირდება. მისი თქმით, სისხლისსამართლებრი...
მთავრობის სხდომაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ნიკოლოზ გილაურმა დიმიტრი შაშკინს განათლების მინისტრის პოსტზე დანიშვნა მიულოცა და აღნიშნა, რომ განათლების სფერო საქართველოს მთავრობისთვის სტრატეგიული მიმართულებაა. გილაურმა მინისტრებს დაავალა, წარმოადგინონ მიმდინარე წლის საქმიანობის შემაჯამებელი ა...
2011 წლის ბოლოსთვის აფხაზეთიდან დევნილი ყველა მოქალაქე საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფილი იქნება. ამის შესახებ მთავრობის სხდომის დაწყების წინ ლტოლვილთა და განსახლების მინისტრმა კობა სუბელიანმა განაცხადა. მისი თქმით, დაიწყო აფხაზეთიდან დევნილებისთვის ფართების დაკანონება და ამ დროისათვის 15 ათასამე აფხაზეთიდან დევნ...
ხვალ, 10 დეკემბერს, 18:00 საათზე, პარნასის პუშკინის ფილიალში (მის.: პუშკინის #10) გაიმართება ახალი აუდიოწიგნების პრეზენტაცია. სტუდია "ჩემი ბიბლიოთეკა" მსმენელს სთავაზობს ცნობილი ქართველი მსახიობების მიერ გახმოვანებულ ცნობილ ნაწარმოებებს. Pპრეზენტაციაზე წარმოდგენილი იქნება ხუთი აუდიოწიგნი: ქართული...
გაეროს გენერალურმა მდივანმა პან გი მუნმა დაგმო ბაღდადში მომხდარი აფეთქებების სერია, რომელმაც 120 ადამიანის სიცოცხლე წაიღო. აღნიშნული აფეთქებების შედეგად დაიჭრა 500-მდე ადამიანი. მუნმა ამ ფაქტს მშვიდობიანი მოსახლეობის მიმართ საშინელი და დაუშვებელი აქტი უწოდა. "ვერავითარი მიზეზი ვარ გაამართლებს მ...