ლარის კურსი აშშ დოლართან და ევროსთან მიმართებაში მცირედით დაეცა. ეროვნული ბანკის ინფორმაციით, ხვალ 1 აშშ დოლარი 1.7521 ლარი ეღირება, ხოლო 1 ევრო - 2.3338 ლარი. 24 აპრილის კურსით კი, 1 აშშ დოლარი 1.7519 ლარი ღირდა, ხოლო 1 ევრო _ 2.3318 ლარი.
აშშ-ის დაზვერვამ დაადასტურა, რომ სამხრეთ კორეული გემი ჩრდ. კორეული წყალქვეშა ნავის ტორპედომ ჩაძირა. ამის შესახებ "სი-ენ-ენი" ამერიკელ ოფიციალურ სამხედრო პირებზე დაყრდნობით იუწყება. როგორც ცნობილია, 26 მარტს სამხრეთ კორეული გემი "ყვითელ ზღვაში" სამხრეთ და ჩრდილოეთ კორეის საზღ...
ევროსაბჭოს მომიტორინგის წევრი მათიას ეორში დევიდ უოლშერის ე. წ. სამხრეთ ოსეთის საელჩოში მისვლას შეცდომად აფასებს. ~მას სერიოზული შეცდომა მოუვიდა. დე-ფაქტო ქვეყნის ოფისში მისვლა საქართველოსა და ევროსაბჭოს წინააღმდეგ პროვოკაცია იყო. დასანანია, რომ ტექსტებზე ვერ შევთანხმდით, რადგან წინა რეზოლუციებზე ს...
"მიუღებელია ევროსაბჭოს მანდატით მოქმედი პირი თავად მოქმედებდეს ევროსაბჭოს მიერ აღიარებული ნორმების საწინააღმდეგოდ", - ამის შესახებ განცხადება საქართველოს პარლამეტის თავმჯდომარემ დავით ბაქრაძემ ბირუოს სხდომაზე, ევროსაბჭოში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით გააკეთა. ბაქრაძის თქმით, ევროსაბჭოში მიმდინარეობს მწვ...
პარლამენტში ხვალ, 27 აპრილს, რიგგარეშე სესია გაიმართება. სესიაზე კი გადაწყდება რა ფორმატით გააგრძელებს პარლამენტი მუშაობას არჩევნებამდე. ამის შესახებ განცხადება პარალმენტის თავმჯდომარემ დავით ბაქრაძემ, დღე,ს ბიუროს სხდომაზე გააკეთა. როგორც ბაქრაძემ აღნიშნა, ხვალინდელ სესიაზე განიხილება ის საკითხები...
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის მოვლუდ ჩავუშ ოღლუს განაცხადებით, დევიდ უოლშირის მოსკოვში მდებარე ე.წ სამხრეთ ოსეთის ე.წ საელჩოში ვიზიტი უოლშირის პირადი გადაწყვეტილება იყო. ამის შესახებ განცხადება ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა დღეს გააკეთა. ~ჩვენ პატივს ვცემთ ჩვენი წ...
სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორი ირაკლი კობიძე დღეს საქართველოს უნივერსიტეტის სამართლის სკოლის სტუნდეტებს შეხვდა. ღონისძიების მიზანი იყო მომავალი იურისტების ინფორმირება სტუდენტური ნაშრომების კონკურსის შესახებ, რომელიც გაეროს განვითარების პრ...
დღეს, 26 აპრილს იუსტიციის სამინისტროში კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს მორიგი სხდომა გაიმართა. მის მუშაობაში მონაწილეობდნენ იუსტიციისა და შინაგან საქმეთა სამინისტროების, უზენაესი სასამართლოს, კონტროლის პალატის, პარლამენტის იურიდიული კომიტეტის ხელმძღვანელი პირები, აგრეთ...
ხვალ, 27 აპრილს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივის წარმომადგენლები შვეიცარიაში გაემგზავრებიან, სადაც ციფრულ არქივაციასთან დაკავშირებით ჟენევის მე-8 ევროპულ კონფერენციაში მონაწილეობას მიიღებენ. კონფერენცია ჟენევაში, შვეიცარიის ფედერალურ არქივში, 28-30 აპრილს გაიმართება, რომლზე მხარეები...
"არ არის სასიამოვნო, როცა საქართველოს საკითხი იხილება და რეზოლუციის მიღება იბლოკება, თუმცა უფრო უსიამოვნო იქნებოდა, თუ ამ ფაქტზე თვალს დავხუჭავდით", - ამის შესახებ "ჯი-ეიჩ-ენს" ექსპერტმა ირაკლი სესიაშვილმა განუცხადა. "ევროსაბჭოს მონიტორინგის კომიტეტის თანამომხსენებელის დევიდ უილშირმა გ...
ექსპერტ სოსო ცინცაძის შეფასებით, ევროსაბჭოს საპარლამენტო ანსამბლეაზე რუსეთ-საქართველოს ომის შემდგომი ვითარების შესახებ რეზოლუციის მიღება რუსეთმა დაბლოკა. "ის, რომ ევროსაბჭოს საპარლამენტო ანსამბლეამ საქართველოს შესახებ რეზოლუციის მიღებაზე უარი განაცხადა, ეს რუსეთის გავლენაა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის...
საბანკო სექტორში კრედიტების გაცემის მოცულობა გაიზრდება, ხოლო საპროცენტო განაკვეთები შედარებით შემცირდება. ამის შესახებ განცხადება პარლამენტის თავმჯდომარემ დავით ბაქრაძემ დღეს პარალმენტში საბანკო სექტორის წარმომადგენლებთან გამართული შეხვედრის შემდეგ გააკეთა. როგორც ბაქრაძემ აღნიშნა, საბანკო სექტორის ...
იმის მიუხედავად, რომ დედაქალაქის მოქმედი მერი გიგი უგულავა და საკრებულოს თავმჯდომარე ზაალ სამადაშვილი ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში კანდიდატებად არიან დასახელებულნი, მათ უფლებამოსილება არ შეუწყდებათ. ამის შესახებ განცხადება დღეს პარლამენტში ჟურნალისტებთან საუბრისას იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდო...
პარლამენტის თავმჯდომარე, დავით ბაქრაძე "ალიანსი საქართველოსთვის" მოთხოვნას პრეზიდენტის იმპიჩმენტის დაწყებასთან დაკავშირებით სერიოზულად არ მიიჩნევს და აცხადებს, რომ აღნიშნულ მოთხოვნებში ახალი არაფერია. ამის შესახებ განცხადება დავით ბაქრაძემ დღეს, პარლამენტში "ალიანსის" მიერ დღეს გაკეთებული განცხა...
საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ქართველ ძიუდოისტებს გამარჯვება მიულოცა. ~ჩვენმა გუნდმა დიდ კონკურენციაში გამარჯვა. ვიცი, რომ ამ შეჯიბრში გამარჯვება ლამის პირად, ღირსების საკითხად იქცა მათ შორის ზოგიერთი პოლიტიკოსისთვის. მე ბევრად უფრო მშვიდად ვუყურებ ამ საკითხს, თუმცა ძალიან მიხარია ქართველების გამარჯვება~,...