ხვალ, 17 ივლისს, საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ლადო ვარძელაშვილი ანაკლიაში პატრიოტთა ბანაკებს მოინახულებს. როგორც სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში აცხადებენ, მინისტრი ახალგაზრდებთან ერთად ორ დღეს გაატარებს. შაბათ-კვირის განმავლობაში იგი სხვადასხვა ღონისძიებას დ...
საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენელი დიმიტრი ლორთქიფანიძე სახალხო დამცველს საყვედურობს, თუ რატომ არ მიმართავს პრეზიდენტს რეკომენდაცით, რათა მოხდეს ხანდაზმულების, ქალებისა და მძიმე ავადმყოფების შეწყალება. ამის შესახებ განცხადება ლორთქიფანიძემ დღეს რიგგარეშე სესიაზე სახალხო დამცველის 2009 წლის მეორე ნახევრ...
საპარლამენტო ოპოზიცია სახალხო დამცველს რელიგიურ დისკრიმინაციაში ადანაშაულებს და საყვედურობს, რატომ არ ხდება მისი მხრიდან მართლმადიდებლების ისეთივე დაცვა, როგორიც სხვა კონფესიის წარმომადგენლების. ამის შესახებ განცხადებები დღეს პარლამენტში რიგგარეშე სესიაზე სახალხო დამცველის 2009 წლის მეორე ნახევრი...
ხვალ, 17 ივლისს, დიდი ქართველი მწერლის, ვაჟა-ფშაველას გარდაცვალებიდან 95 წელი შესრულდება. ვაჟა-ფშაველა 1915 წლის 17 ივლისს, 54 წლის ასაკში გარდაიცვალა. ვაჟა-ფშაველა (ლუკა პავლეს ძე რაზიკაშვილი) 1861 წლის 14 ივლისს დუშეთის რაიონის სოფელ ჩარგალში დაიბადა. 8 წლამდე ჩარგალში იზრდებოდა მამის, სოფლის მღვდ...
რუსეთის ხელისუფლება ე. წ. სამხრეთ ოსეთის სეპარატისტული რეჟიმის ლიდერ ედუარდ კოკოითის ჩანაცვლების საკითხს განიხილავს. ამის შესახებ "რეგნუმი" რუსულ წყაროზე დაყრდნობით იუწყება. ე. წ. პრეზიდენტის პოსტზე სამი ახალი კანდიდატურა განიხილება, რომლებიც კოკოითის ადგილს დაიკავებენ. სააგენტოს წყაროს ინფორმ...
სახალხო დამცველი მართლმადიდებლურ ეკლესიასთან გაფორმებული კონკორდატისადმი ნეგატიურ დამოკიდებულებას კატეგორიულად გამორიცხავს. კონკორდატის საკითხით დღეს რიგგარეშე სესიაზე სახალდო სამცველის 2009 წლის მეორე ნახევრის ანგარიშის განხილვისას ქრისტიან-დემოკარტების წარმომადგენელი ლევან ვეფხვაძე დაინტერესდა. როგორც მან...
ხვალ, 17 ივლისს, "ეროვნული ფორუმის" თავმჯდომარე კახაბერ შარტავა ამერიკის შეერთებულ შტატებში მიემგზავრება. როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" პარტიის პრესსამსახურიდან აცნობეს, ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია შეხვედრები აშშ-ის საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებთან, ასევე, საზოგადოებრ...
სახალხო დამცველი უახლოეს პერიოდში მედიასთან დაკავშირებულ პრობლემებზე სპეცანგარიშს მოამზადებს. ამის შესახებ განცხადება გიორგი ტუღუშმა დღეს პარლამენტში სახალხო დამცველის 2009 წლის მეორე ნახევრის ანგარიშის განხილვისას ჯონდი ბაღათურიას კითხვის საპასუხოდ განაცხადა. ბაღათურიამ ტუღუშს მიმართა კითხვ...
საქართველოში მყოფი უკრაინის ვიცე-პრემიერი სერგეი ტიგიპკო დღეს ეროვნული ბანკის პრეზიდენტს გიორგი ქადაგიძეს შეხვდა. სტუმარი საქართველოს ეროვნულ ბანკში განხორციელებულ რეფორმებსა და საბანკო სექტორისათვის შეთავაზებულ ახალ ინსტრუმენტებს გაეცნო. „უკრაინის დელეგაცია საქართველოში ჩამოსულია იმ რეფორმების სანახ...
საქართველოში შემოსული ფულადი გზავნილების მოცულობა 3,3 %-ით გაიზარდა. საქრთველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, 2010 წლის ივნისში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 74.3 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც 2.4 მლნ აშშ დოლარით, ანუ 3.3 პროცენტით მეტია 2009 წლის ივნისის ანალოგიურ მაჩვენებელზე. ...
სახალხო დამცველს ანგარიში ძლიერმა წვიმამ შეაწყვეტინა. პარლამენტის სხდომათა დარბაზში სახალხო დამცველის ანგარიშის განხილვისას წვიმა ჩავიდა, განსაკუთრებით კი იმ მხარეს, სადაც ოპოზიცია ზის. წვიმამ ოპოზიციის სამუშაო ფურცელი მთლიანად დაასველა. ჩამოსული წვიმის გამო ანგარიშის განხილვა პარლამენტის თავმჯდომარემ შეა...
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო შიდა წყალსატევებში თევზჭერის ლიცენზიები გაასხვისა. აუქციონი 13 ობიექტზე იყო გამოცხადებული, სადაიდანაც გაიყიდა 3 ობიექტის ლიცენზია, დანარჩენ ობიექტებზე სამინისტროში განაცხადი არ შემოსულა. ლიცენზიები გაიცა 20 წლის ვადით. აუქციონის შედეგად შემოს...
"ჩვენი საქართველო - თავისუფალი დემოკრატების" ლიდერის ირაკლი ალასანიას განცხადებით, მის პოლიტიკურ ორგანიზაციას აქვს ნათელი მიზანი, რომ ხელისუფლება არჩევნების გზით შეცვალოს. ამის შესახებ ალასანიამ კავკასიის მედია კლუბში ჟურნალისტებთან შეხვედრის დროს განაცხადა. "ჩვენ გვაქვს ძალიან ნათელი მიზ...
საქართველოსა და უკრაინის მთავრობას შორის საგანგებო კომისია შეიქმნება, რომელსაც ორივე ქვეყნის პრემიერ-მინისტრები უხელმძღვანელებენ ქვეყნებს შორის ურთიერთობების უფრო მეტად გამყარებისათვის. ეს განცხადება უკრაინის ვიცე-პრემიერმა სერგეი ტიგიპკომ დღეს პარლამენტში პარალმენტის თავმჯდომარესთან გამართული შეხვედრი...
სახალხო დამცველის ანგარიშს 18 დეპუატი ისმენს. მათ შორის სხდომათა დარბაზში ოპოზიციიდან მხოლოდ 4 წარმომადგენელია. ამ წუთებში პარლამენტის რიგგარეშე სესიაზე მიმდინარეობს სახალხო დამცველის 2009 წლის მეორე ნახევრის ანგარიშის მოსმენა, თუმცა უნდა ითქვას, რომ ანგარიშით მხოლოდ 18 დეპუტატია დაინტერესებული. აღს...