მდინარე ჭოროხში მაშველებმა თურქეთის მოქალაქის ცხედარი იპოვეს. სელემ ბაქირჯი, რომელიც კომპანია "აჭარა ენერჯის" თანამშრომელი იყო ჭოროხზე მცირე ჰესების პროექტებთან დაკავშირებით აზომვით სამუშაოებს ახორცილებდა, როდესაც მოულოდნელად წყლის დონემ მოიმატა და ბაქირჯი დინებამ წაიღო. შემთხვევა 2 აგვის...
რუსი ჟურნალისტი მაქსიმ შევჩენკო აცხადებს, რომ საქართველოს პრეზიდენტი რუსეთისათვის სამხედრო დამნაშავეა და მოსკოვი მასთან მოლაპარაკებებს არასოდეს დაიწყებს. "ჩვენ არ გვაქვს პრობლემები საქართველოსთან მიმართებაში. ჩვენ პრობლემები გვაქვს სააკაშვილთან, რომელსაც ჩვენ სამხედრო დამნაშავედ მივიჩნევთ. სწორედ მან გ...
20 სექტემბერს ე.წ. სამხრეთ ოსეთის ე.წ. დამოუკიდებლობის დღეზე ცხინვალში არგენტინის ნაკრების ყოფილ მწვრთნელს დიეგო მარადონას ელოდებიან. ამის შესახებ "რია ნოვოსტი" ე.წ. სამხრეთ ოსეთის სეპარატისტული რეჟიმის ლიდერზე ედუარდ კოკოითზე დაყრდნობით იუწყება. კოკოითის თქმით, დიეგო მარადონა მან ცხინვალში ე.წ. დამოუკიდე...
დღეს, ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის A დივიზიონის მატჩში, საქართველოს ნაკრები ბელგიის ეროვნულ გუნდს დაუპირისპირდება. მატჩი ბელგიაში, თბილისის დროით 22:15 საათზე დაიწყება. შეხვედრას ანტვერპენის არენა - "ლოტო" უმასპინძლებს. შეხვედრას საქართველოს ნაკრები უდანაკარგოდ ხვდება. ქართველ კალათბურთელთა მთავარ მწვრთნელს, ...
მოსკოველებს ექიმები მძიმე კვამლისა და სიცხის გამო ქალაქის დატოვებას და ქალაქგარეთ გასვლას ურჩევენ. "თუ შეგიძლიათ შვებულების აღება ქალიდან აუცილებლად გადით, თუნდაც მოსკოვის სიახლოვეს, მაგრამ არა იმ ტერიტორიაზე სადაც ხანძარია გაჩენილი", - ასეთი რეკომენდაცია რუსეთის დედაქალაქის მცხოვრებთ ფედერაციის მთ...
ნიკარაგუის პრეზიდენტი დანიელ ორტეგა ე.წ. სამხრეთ ოსეთს 20 სექტემბერს ეწვევა. ამის შესახებ ინფორმაციას "რია ნოვოსტი" ე.წ. სამხრეთ ოსეთის სეპარატისტული რეჟიმის ლიდერზე ედუარდ კოკოითზე დაყრდნობით ავრცელებს. კოკოითის თქმით, მან ნიკარაგუის პრეზიდენტი დანიელ ორტეგა და ვენესუელის პრეზიდენტი უგო ჩავესი ც...
თბილისში, ჯიქიას ქუჩის ბოლოში ხანძარი გაჩნდა. როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" საგანგებო სიტუაციების სამსახურში განუცხადეს, ცეცხლი 300 კვადრატულ მეტრზე ბალახს მოედო. ადგილზე მობილიზებულია სამაშველო ბრიგადები. მიმდინარეობს ხანძრის ლოკალიზება.
საქართველოს ხელისუფლება მიხვდა, რომ ძალისმიერი ოპერაციის ჩატარება აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის მიმართებაში ახლანდელ პირობებში შეუძლებელია, მაგრამ მზადება მაინც მიმდინარეობს. ეს განცხადება რუსული არმიის გენერალმა ქართველებისათვის 2008 წლის აგვისტოს მოვლენებიდან კარგად ნაცნობმა ანატოლი ნოგოვიცინმა ცხინვალში გააკეთა. მ...
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივი ეროვნულ საარქივო ფონდში დაცული მასალების საზოგადოებისათვის უკეთ გასაცნობად აგრძელებს ყოველკვირეული მიმოხილვის გამოქვეყნებას. ამჯერად ქვეყნდება ინფორმაცია კინოფოტოფონოცენტრალური არქივში დაცული ქართული მხატვრული ფილმების ფოტონეგატივების შესახებ. დოკუმ...
ახალციხის რაიონის სოფელ აწყურის ტყეში გაჩენილი ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები ამ წუთებში მიმდინარეობს. ამ დროისთვის ადგილზე გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი გოგა ხაჩიძეც იმყოფება, რომელიც სამაშველო ჯგუფს ხელმძღვანელობს. როგორც მინისტრმა "ჯი-ეიჩ-ენს" განუცხადა...
ბორჯომის ხეობაში გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია. ამის შესახებ "ჯი-ეიჩ-ენს" სატყეო დეპარტამენტის თავმჯდომარემ პაპუნა ხაჩიძემ განუცხადა. "ბორჯომის ხეობაში ხანძრის კერები ლიკვიდირებულია, მიუხედავად ამისა რეინჯერბი მუდმივ მონიტორინგს ახორცილებენ, რომ ხანძრის თავიდან გაჩენა ავიცილოთ", ...
ამერიკის შეერთებულ შტატებში მაღალი ტემპერატურის გამო გასულ კვირას 9 ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ ინფორმაციას ტელეკომპანია "სი-ენ-ენი" ავრცელებს. მათი ინფორმაციით, უკანასკნელი კვირის განმავლობაში ტემპერატურამ 30 გრადუს გადაჭარბა ქვეყნის ცენტრალურ, აღმოსავლეთ და დასავლეთ ნაწილში, რის...
კომპანია " Black Sea Ship მსურველებს შავ ზღვაში გასეირნეის საშუალებას აძლევს. როგორც სააგენტო "ჯი-ეიჩ-ენს" კომპანია " Black Sea Ship "-იდან აცნობეს, კომპოანია აწარმოებს რეგულარულ საზღვაო გასეირნებას ბათუმი-სარფი, ბათუმი-ქობულეთის მიმართულებით. სასეირნო გემი"S...
რუსეთის ფედერაციის მეტეოროლოგიური ცენტრის ინფორმაციით, დღეს ტემპერატურის 40 გრადუსამდე მატებას ელოდებიან. "დღეს, 22:00 საათამდე მოსკოვში და მის რაიონებში ძლიერი სიცხეებია მოსალოდნელი. მაქსიმალური ტემპერატურა დედაქალაქში 37-39 გრადუსი, ხოლო მის შემოგარენში 35-40 გრადუსია მოსალოდნელი", - აცხადებენ ...
ე.წ. სამხრეთ ოსეთის სეპარატისტული რეჟიმის ლიდერი ედუარდ კოკოითი რუსული ენისთვის ე.წ. სახელმწიფო ენის სტატუსის მინიჭებას გეგმავს. მისი თქმით, აუცილებელი ოსურ ენასთან ერთად ე.წ. სამხრეთ ოსეთში რუსული ენა მეორე ე.წ. სახელმწიფო ენად გამოცხადდეს, რითიც "მეგობრობა და კეთილმეზობლური ურთიერთობა რუსეთთან უფრო განმტკიც...