2010 წლის 1 აპრილს გაიმართა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი ახალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის - მონაცემთა გაცვლის სააგენტოს პრეზენტაცია. მონაცემთა გაცვლის სააგენტო 2010 წლის იანვარში შეიქმნა. სააგენტოს მიზანს წარმოადგენს საქართველოში ელექტრონული მმართველობის გან...
ხობის რაიონის სოფელ ქვალონში 10 დღის წინ დაფიქსირებული ბრუცელოზის შემთხვევის ფაქტზე სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის სამსახურს ამ დრომდე რეაგირება არ მოუხდენია. როგორც ხობის რაიონის გამგებელმა იგორ ტყებუჩავამ "ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში განაცხადა, ბრუცელოზის შემთხვევა ათი დღის წინ სოფელ ქვ...
დიდუბე-ჩუღურეთის გამგეობის ინიციატივით, რაიონში რეგისტრირებული სოციალურად დაუცველი ოჯახები სააღდგომო ნობათს მიიღებს. პასკა და სხვა სახის პროდუქტები დღეს 400-მდე ადამიანს უკვე დაურიგდა. ტკბილეული რაიონში მდებარე კიდევ 4 უფასო სასადილოში დარეგისტრირებულ 1 500-მდე სოციალურად დაუცველს გადაეცემა. ...
საქართველოს საპატრიარქოს მთავრობამ მიწები დაუბრუნა. ქონებრივი საკითხების განმხილველი სამთავრობო კომისიის მიერ გუშინ მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე შესაბამისი შეთანხმება მხარეებს შორის სახელმწიფო კანცელარიაში დღეს გაფორმდა. შეთანხმების მიხედვით, საქართველოს საპატრიარქო თბილისში, ფოთში, ბორჯო...
დაღესტანში, ხასავიურტის რაიონში გუშინ ღამით მორიგი ტერორისტული აქტი განხორციელდა. ამის შესახებ "ინტერფაქსი" რუსეთის ფედერაციის შინაგან საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით იუწყება. რუსეთის ფედერაციის შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის განცხადებით, ხელნაკეთი ბომბი ავტომანქანა "ВАЗ...
მსჯავრდებულთა პირობით ვადაზე ადრე გათავისუფლების, ე. წ. უდოს კომისია პატიმართა საქმეების განხილვას ხვალ ისევ მიუბრუნდება. გუშინ კომისიამ 100-მდე მსჯავრდებულის საქმე განიხილა, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილება არც ერთ მათგანთან დაკავშირებით არ მიუღია. კომისიაში სულ 350-ზე მეტი პატიმრის საქმეა შესული. იმ მსჯავრდებულთა საქმეები, რომელზეც კომისი...
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი დღეს ქუთაისს ეწვევა. როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" პრეზიდენტის პრესსამსახურიდან აცნობეს, ქვეყნის პირველი პირი ქალაქის ახალი წყლის სისტემის პროექტის პრეზენტაციას დაესწრება. შეგახსენებთ, რომ ქუთაისში წყლის სისტემის მთლიანად გამოცვლა იგეგმება. მიხეილ სააკაშვილს ...
"ალიანსი საქართველოსთვის" "ტყუილის დღეს" გიგი უგულავას მიულოცავს. როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" "ალიანსის" ახალგაზრდული ფრთის ერთ-ერთმა ლიდერმა რეზი სოხაძემ განუცხადა, 1-ელი აპრილის სიმბოლურად აღსანიშნავად, "ალიანსის" შემადგენლობაში შემავალი პარტიების ახალგაზრდული ორგანიზაციების წარმო...
არჩევნებში მონაწილეობის მიღებასთან დაკავშირებით ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში შესაბამისი განაცხადი ამ დროისთვის 15 პოლიტიკურს პარტიას აქვს წარდგენილი. როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" ცესკოში განუცხადეს, 30 მაისის არჩევნებში მონაწილეობის სურვილი უკვე ოფიციალურად დააფიქსირეს "ქრისტიან-დემოკრატებმა",...
"ალიანსი საქართველოსთვის" ერთ-ერთი ლიდერი სოზარ სუბარი თბილისის საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატობას ლევან გაჩეჩილაძეს სთავაზობს. "იყოს ლევან გაჩეჩილაძე... თუკი ოპოზიცია შეთანხმდება იმაზე, რომ თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის პოსტზე ყველაზე კარგი კანდიდატურა გაჩეჩილაძე იქნება, ცხადია, მ...
სოფლის მეურნეობის მინისტრი ბაკურ კვეზერელი მარნეულში იმყოფება. როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" სოფლის მეურნეობის სამინისტროდან აცნობეს, კვეზერელი ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდება. მინისტრი მარნეულის რაიონში საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკის, თვითმმართველობისა და მაღალმთიანი რეგიონების კომიტეტის თავმჯდომარე ...
თბილისის საკრებულოს თავმჯდომარეობის "ქრისტიან-დემოკრატების" კანდიდატი ინგა გრიგოლია საარჩევნო კამპანიას მომავალი კვირიდან დაიწყებს. გრიგოლია ლონდონიდან თბილისში წუხელ, ღამით დაბრუნდა. როგორც გრიგოლიამ ჟურნალისტებს განუცხადა, ის მოსახლეობას აქტიურად შეხვდება და საკუთარ საარჩევნო პროგრამას გააცნობს. "...
მე-7 სართულიდან გადმოვარდნილი 4 წლის ნინი კვიციანის სიცოცხლეს საფრთხე აღარ ემუქრება. ბავშვი ამ დრომდე იაშვილის სახელობის კლინიკაში რჩება. ექიმების განცხადებით, მას ტვინის შერყევა აღენიშნება. ასევე მოტეხილი აქვს მარჯვენა ხელი. მოსკოვის გამზირზე მდებარე კორპუსის მე-7 სართულიდან კვიციანი წუ...
მოსკოვის მეტროსადგურებში, 29 მარტს მომხდარ აფეთქებებზე პასუხისმგებლობას დაჯგუფება "ემირატ კავკაზას" ლიდერი დოკუ უმაროვი იღებს. უმაროვის მიმართვა ინტერნეტით გავრცელდა. ის ამბობს, რომ აფეთქებების ბრძანება უშუალოდ მან გასცა და მომხდარი საპასუხო რეაქცია იყო პუტინის აგრესიულ ქმედებებზე. "ემი...
დღეს, 1-ელ აპრილს, 13:00 საათზე, ამერიკის მეგობართა კლუბი აგვისტოს ომში დაღუპული ჯარისკაცების შვილებისთვის საქველმოქმედო აქციას მოაწყობს. ამის შესახებ "ჯი-ეიჩ-ენს" ამერიკის მეგობართა კლუბიდან აცნობეს. მათი ინფორმაციით, 2008 წლის ომის დროს დაღუპული მეომრის შვილებს თბილისის ზოოპარკში უმასპინძლებენ დ...