აშშ-ის სამხრეთ შტატებში ტორნადოს შედეგად მსხვერპლთა რაოდენობა 300-მდე გაიზარდა. სი-ენ-ენის ინფორმაციით, ტორნადოს შედეგად წარმოქმნილი ქარბორბალები აშშ-ის ისტორიაში ყველაზე უფრო ძლიერი იყო. ბოლო მონაცმებით, დაღუპულია 288 ადამიანი. მილიონზე მეტ ადამიანს არ მიეწოდება ელექტროენერგია. აშშ-...
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ შემოქმედში ბუჩქნარს ცეცხლი 20 ჰექტრის ტერიტორიაზე წუხელ წაეკიდა. დამწვარია რამდენიმე ჰექტარი ტყე და თხილის პლანტაციაც. ხანძრის ლოკალიზება რამდენიმე საათში მოხერხდა. ცეცხლს მოსახლეობისათვის საფრთხე არ შეუქმნია. მისი გამომწვევი მიზეზი ჯერ-ჯერობით უცნობია.
პოლონეთში სარკინიგზო ავარიის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა და 32 დაშავდა. პოლონეთში სარკინიგზო ავარიის შედეგად. მატარებელი სატვირთო მანქანას შეეჯახა, რის შედეგადაც ოთხი ვაგონი რელსებიდან გადავიდა. მატარებლით სულ 60 მდე მგზავრი გადაადგილდებოდა. ადგილზე სამაშველო ჯგუფები მუშაობენ. დაშავებულებ...
წუხელ მტკვარში ორი ახალგაზრდა გადახტა. თვითმხილველების განცხადებით, ისინი ნასვამები იყვნენ და მტკვარში კორტების მიმდებარე ტერიტორიიდან გადახტნენ. მაშველებმა და საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა მათი წყლიდან ამოყვანა რამდენიმე წუთში მოახერხეს. ადგილზე იმყოფებოდა სასწრაფო დახმარების ბრიგადაც. ე...
სამეფო ქორწილს დიდ ბრიტანეთში საქართველოს ელჩი გიორგი ბადრიძე და მისი მეუღლეც დაესწრებიან. ბრიტანეთის წლის მთავარ მოვლენას ქვეყანაში აკრედიტებული თითქმის ყველა დიპლომატი დაესწრება. დიპლომატები უშუალოდ ჯვრისწერის ცერემონიალს დაესწრებიან, ხოლო მათი მეუღლეები საქორწილო მიღებაზე მოხვდებიან, რომელსაც ბრიტან...
საქართველოს მთავრობამ დაამტკიცა საქართველოს მთავრობისა და საქართველოს საპატრიარქოს შორის ქონებრივი საკითხების განმხილველი სამთავრობო კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები, რის საფუძველზედაც საქართველოს საპატრიარქოს გადაეცემა ქარელის მუნიციპალიტეტში, სოფელ ელბაქიანთკარში საეპისკოპოსო რეზიდენციის განთავსებ...
დღეს, 29 აპრილს, 12.00 საათზე, ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი უნივერსიტეტის დამაარსებლის ივ. ჯავახიშვილის 135 წლისთავთან დაკავშირებით სამეცნიერო კონფერენციას გამართავს. სამეცნიერო კონფერენცია `ივანე ჯავახიშვილი და სოციალური მეცნიერების საკითხები~ კასპის რაიონის სოფელ ხოვლ...
დღეს 29 აპრილს, "დევნილთა სამოქალაქო მოძრაობის" ერთ-ერთ ლიდერს გენადი კეკელიას, რომელიც 4 აპრილს უზენაეს სასამართლოსთან მომხდარი ინციდენტის დროს დააკავეს პოლიციის დროებითი მოთავსების იზოლატორიდან გაათავისუფლებენ. "კონსერვატიული პარტიის" ერთ-ერთი ლიდერის, ლაშა ჩხარტიშვილის ინფორმაციით, კეკელიას გათ...
დღეს, 29 აპრილს, 10:00 საათიდან 17:00 საათამდე, "თელასის" ქვესადგურში "ნავთლუღი-2" პროფილაქტიკური სარემონტო სამუშაოს ჩატარების გამო, ელექტრომომარაგება შეეზღუდება ვარკეთილი-III-ის I, II, III, IIIა და IV მიკრორაიონების (ნაწილობრივ), ვარკეთილის მზემო პლატოს II მიკრორაიონის (ნაწილობრივ...
დღეს, 29 აპრილს, 12:00 საათზე, ყაზბეგის #24-ში მდებარე "ელიტ ელექტრონიქსის" მაღაზიაში "ელიტ ელექტრონიქსის" გაყიდვების დეპარტამენტის უფროსი განცხადებას გააკეთებს. 2010 წელთან შედარებით, "ელიტ ელექტრონიქსში" საოჯახო ტექნიკა 15-20%-ით უფრო დაბალ ფასად გაიყიდება. "მწა...
დღეს, 29 აპრილს, 16:00 საათზე „ფონდი ღია საზოგადოება საქართველოს" ოფისში სტუდია "მონიტორის" მორიგი ჟურნალისტური გამოძიების პრეზენტაცია გაიმართება. როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" ორგანიზატორებმა აცნობეს, ჟურნალისტური გამოძიება ეხება ლევან გოგიჩაიშვილის დაკავებას და გასამართლებას...
დღეს, 29 აპრილს, 13:00 საათზე, გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორი მაია მიმინოშვილი ქუთაისის პირველი საჯარო სკოლაში გამოცდების იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სკოლების დირექტორებს შეხვდება . გამოცდების ეროვნული ცენტრი გამოსაშვები გამოცდებისთვის მზადების ბოლო ეტაპზეა. ამასთან დაკავშირები...
დღეს, 29 აპრილს, 19:00 საათზე, რუსთაველის თეატრის ფოიეში ერთდღიანი გამოფენა-გაყიდვა მოეწყობა. ექსპოზიცია გამოჩენილი ქართველი მხატვრების, მოქანდაკეების, თექისა და გობელენის ოსტატების ნამუშევრებს უმასპინძლებს. ნაჩვენები იქნება დოკუმენტური ფილმი, რომელშიც ჯაბა მურცხვალაძის ცხოვრება იქნება წარმოდგენილი. რუსთაველის თატრში...
დღეს, 29 აპრილს, 20:00 საათზე თბილისში ახალი ჯაზ-კლუბი (ჭავჭავაძის 62) გაიხსნება. კლუბის გახსნის საღამოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები და მუსიკოსები დაესწრებიან. "ჯაზი საზღვრებს გარეშე"- ასე ჰქვია კლუბს, რომელიც ყოველ საღამოს ჯაზის მოყვარულებს ცოცხალ მუსი...
დღეს, 29 აპრილს, დიდ ბრიტანეთში სამეფო ქორწილი გაიმართება. სამეფო ქორწილში მსოფლიოს 46 სამეფო ოჯახია მიპატიჟებული. სტუმართა შორის მსოფლიოს 50 სახელმწიფოს პირველი პირიცაა. საქორწლინო ცერემონიალის პირველ რიგს უილიამისა და ქეითის ნათესავები დაიკავებენ. უკვე ცნობილია, კონკრეტული ადგილებიც კი, ვინ სად განთავსდება - პირველ ...