საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილი პარლამენტში მივიდა. მიხეილ სააკაშვილი დეპუტატებს გასული წლის ანგარიშს ჩააბრებს, ასევე სამომავლო გეგმებზე ისაუბრებს. პრეზიდენტის გამოსვლას საქართველოში აკრედიტებული დიპლომატები, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, რელიგიური და ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებიც ...
დღეს, 20:00 საათზე კამპანიის - "ეს შენ გეხება" - მონაწილეები საქართველოს პრეზიდენტს კითხვებს ფეისბუქის მეშვეობით დაუსვამენ. მიხეილ სააკაშვილის პარლამენტში გამოსვლა ფეისბუქზე, პრეზიდენტის ოფიციალურ გვერდზე პირდაპირ გადაიცემა. კამპანიის მონაწილეები სწორედ ამ დროისთვის გეგმავენ, დაუსვან პრეზიდენტს შეკითხვები და გააკეთ...
სამოქალაქო მოძრაობა "სოლიდარობა უკანონო პატიმრებს" საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავჯდომარეს, კონსტანტინე კუბლაშვილს მიმართავს. სამოქალაქო მოძრაობის განცხადებით, მოძრაობის ადვოკატს მოსამართლე დიმიტრი გვრიტიშვილმა დაცვის უფლება შეუზღუდა და მის უკანონო ქმედებაზე დისციპლინარული დევნა უნდა დაიწყოს. "...
ჯვრის მონასტერთან დაკავშირებით საქართველოს საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს. განცხადებას გთავაზობთ უცვლელად: "როგორც საინფორმაციო საშუალებებიდან ჩვენთვის გახდა ცნობილი, საქართველოს ხელისუფლებამ გარკვეული ნაბიჯები გადადგა ჯვრის მონასტრის დაბრუნებასთან მიმართებაში.საზოგადოება ამ ფაქტს წმიდა მიწაზე კათოლიკოს-პატრიარქის ვიზიტს...
გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ აბიტურიენტებისა და მაგისტრანტობის კანდიდატებისთვის გარკვეული მომსახურება ფასიანი გახდება. აღნიშნულთან დაკავშირებით "უმაღლესი განათლების შესახებ" კანონში ცვლილებები პარლამენტმა დღეს მესამე მოსმენაზე დაამტკიცა. მიღებული გადაწყვეტილებით, გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ გაწეუ...
საერთო სამაგისტრო გამოცდაში მოპოვებული ქულების გამოყენება მხოლოდ საერთო სამაგისტრო გამოცდის ჩაბარების წელს იქნება შესაძლებელი. აღნიშნულთან დაკავშირებით პარლამენტმა "უმაღლესი განათლების შესახებ" კანონში ცვლილებები დღეს მესამე მოსმენით დაამტკიცა. მიღებული გადაწყვეტილების თანახმად, მაგისტრანტობის კანდ...
უკანონო სამედიცინო საქმიანობასთან დაკავშირებულ ჯარიმებზე ზედა ზღვარი დაწესდა. აღნიშნულთან დაკავშირებით პარლამენტმა "საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში" ცვლილებები პლენარულ სხდომაზე დაამტკიცა. დღემდე მოქმედი რეგულაციით, სამედიცინო საქმიანობა სახელმწიფო ნებართვის/ლიცენზიის გარეშე იწვევს...
სეპარატისტული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტი საერთაშორისო დამკვირვებლებს მოსაწვევებს უგზავნის და აფხაზეთში 10 მარტს დაგეგმილ ე.წ. საპარლამენტო არჩევმნებზე ეპატიჟება. ინფორმაციას ამის შესაცხებ აფხაზური მედია ავრცელებს. მათი ინფორმაციით, მოსაწვევები უკვე გაგზავნილია: რუსეთის ფედერაციის საბჭოში, რუსეთის...
აფხაზი სეპარატისტები აცხადებენ, რომ მათთან ე.წ. საპარლამენტო არჩევნების ჩასატარებლად ყველაფერი მზადაა. ე.წ. აფხაზური ცესკოს თავმჯდომარე ბათალ ტაბაღუა აცხადებს, რომ საოლქო და საუბნო კომისიებმა ამომრჩეველთა ელექტრონული ბაზა უკვე დაამუშავეს და ხმის მიცემუს პროცედურამდე 10 დღით ადრე ამომრჩეველთა სიები საარჩევნო უბა...
სარემონტო სამუშაოების გამო 29 თებერვალს 10 საათიდან 16 საათამდე ჩუღურეთის რაიონის ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდება. შეზღუდვა შეეხება: აღმაშენებლის გამზირის (ნაწილობრივ), წინამძღვრიშვილის, კლდიაშვილის, თვალჭრელიძის, ჯავახიშვილის, ნინოშვილის, ჩუბინაშვილის და მიმდებარე ქუჩების მაც...
1-ელ მარტს, 19:00 საათზე საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის მე-3 კორპუში "ხელოვნების საღამო გაიმართება. ღონისძიებაზე წარმოდგენილი იქნება დიზაინერების ანა ჩანგიანის და ირინა ბარბაქაძის თექის იმპროვიზირებული ნამუშევრები. გამოფენა "გამოყენებითი ხელოვნების სკოლის" ბავშვებისთვის შექმნილი ზამთრის კოლექციის ჩვენებ...
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ვიდეომიმართვას ავრცელებს, სადაც ის დღეს გასამართი ყოველწლიური მოხსენების შესახებ საუბრობს. პრეზიდენტის თქმით, მოხსენებაში საზოგადოებისთვის ბევრი მნიშვნელოვანი ფაქტია ასახული. პრეზიდენტი მოსახლეობას მოუწოდებს, რომ თუ დრო ექნებათ აღნიშნულ ანგარიში ნახონ "ფეისბუკისა"...
იტალიის ქალაქ მილანში ერთ-ერთ ქუჩას ანა პოლიტკოვსკაიას სახელი მიენიჭება. "მილანის საქალაქო საბჭომ მოიწონა იდეა იმის შესახებ, რომ ქალაქის ერთ-ერთი ქუჩას ანა პოლიტკოვსკაიას სახელი მიენიჭოს. სავარაუდოდ ეს უკვე ამ ზაფხულისთვის გაკეთდება", _ აცხადებს "ნოვაია გაზეტას" პრესმდივანი ნადეჟდა...
საპარლამენტო ფრაქცია „ერთობა სამართლიანობისთვის" პარლამენტის თავმჯდომარეს დავით ბაქრაძეს თბილისის ლოგოპედური სკოლის დახურვის საკითხზე დაინტერესებას ურჩევს. როგორც დღეს, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ფრაქციის თავმჯდომარემ დიმიტრი ლორთქიფანიძემ განაცხადა, თბილისში ლაღიძის #7-ში 45 წლის განმავლობაში ...
სირიის სამთავრობო ძალებმა ქალაქ ჰეფაიას საარტილერიო დაცხრილვა განახორციელეს, ეს ქალაქი ჰამას პროვონციაში მდებარეობს. დაღუპულია 20 ადამიანი. ინფორმაციას ამის შესახებ "როიტერი" ადგილობრივ უფლებების დამცველებზე ავრცელებს. სააგენტო ასევე იუწყება, რომ ეს ინფორმაცია დამოუკიდებელ წყაროებს ჯერ არ დაუდასტურებიათ. ...