თბილისის საქალაქო სასამართლომ დაასრულა სისხლის სამართლის საქმის განხილვა, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის-ნიკო ფიროსმანის აბრაზე შესრულებული ნახატის, საქართველოს ეკონომიკურ საზღვარზე წესის დარღვევით გადატანის მომზადების ფაქტზე, ბრალდებულების გელა სანიკიძის, გაიოზ ჯავახიშვილის, დავით ზირაქა...
ქვესადგურში „დიღომი-1" სარემონტო პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 20 ოქტომბერს 10 საათიდან 17 საათამდე დიდუბისა და საბურთალოს რაიონების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდება. შეზღუდვა შეეხება: აღმაშენებლის ხეივნის ნაწილს, დიღმის მასივის III, IV, V, VI კვარტლების, ახმეტელის, ლუ...
თბილისის პოლიციის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიების შედეგად დააკავეს 1992 წ.დ დავით რუსიშვილი, რომელიც მონაწილეობას იღებდა რამდენიმე დღის წინ რუსთაველის გამზირზე მომხდარ, ზურაბ ტარყაშვილის მკვლელობაში. შსს-ს ინფორმაციით, დაკავებული აღიარებს ჩადენილ...
საქართველოში ეუთოს მისია უნდა აღდგეს, თუმცა ამის წინაპირობა ჯერ არ არსებობს. ამის შესახებ დღესსაქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში გამართულ ბრიფინზე ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ურმას პაეტმა განაცხადა. მისი თქმით, ასევე აუცილებელია გაგრძელდეს ევროკავშირის მისია საქართველოში და მანდატი კიდევ უფრო...
"თავისუფალი დემოკრატების" ლიდერ ირაკლი ალასანიას განცხადებით, მას და მის პარტნიორებს არ სურთ ხელისუფლებაში რევანშით და შურისძიებით მოსვლა. "ჩემთვის, ისევე როგორც ივანიშვილისთვის, ყველა ჩვენი პარტნიორისთვის მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ხელისუფლებაში არ მოვიდეთ რევანშით და შურისძიებით. მე ღრმად ვარ დარწმუნებუ...
"თავისუფალი დემოკრატების" ლიდერ ირაკლი ალასანიას განცხადებით, რუსეთთან დიალოგი აუცილებელია. "ჩვენი ტერიტორიების 20 % რუსეთს აქვს ოკუპირებული. ჩვენი მთავარი საგარეო პოლიტიკური ძალისხმევა უნდა იყოს გადატანილი, რომ მოხდეს რუსეთის შეიარაღებული ძალების გაყვანა საქართველოდან და ჩვენ სრულ ინტეგრაციაზე ევროპაშ...
ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში რუსეთის გაწევრიანების საკითხზე მიმდინარე ყველა არაოფიციალური დისკუსია 27 ოქტომბრისათვის დასრულდება. ეს განცხადება მოლაპარაკებებზე რუსული დელეგაციის ხელმძღვანელმა მაქსიმ მედვედკოვმა გააკეთა. ინფორმაციას ამის შესახებ რუსული მედია ავრცელებს. "ჩვენ მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ და უკვე პრაქ...
კონტროლის პალატამ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა, ხანდაზმულთა და ოჯახურ მზრუნველობას მოკლებულ ბავშვთა სოციალური რეაბილიტაციის ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამაში დარღვევები აღმოაჩინა. როგორც პალატაში განმარტავენ, უწყებამ სახელმწიფო პროგრამის 2007-2009 წლების აუდიტი განახორციელა, რომლის მიხედვით...
19 ოქტომბერს, ეროვნული ბანკის 182-დღიან N42, სადეპოზიტო სერტიფიკატების აუქციონზე 25 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების ფასიანი ქაღალდები გაიყიდა. ფასიანი ქაღალდები შეიძინა ორმა კომერციულმა ბანკმა. მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 8.78%-ით, მაქსიმალური 8.85%-ით, ხოლო საშუალო შეწონილი 8.84%-ით განისაზღვრა. ...
საფრანგეთისა და გერმანიის მთავრობები შეთანხმდნენ, რომ ევროზონის სტაბილიზაციის ფონდი 2 ტრილიონ ევრომდე უნდა გაიზარდოს. აღნიშნულმა გადაწყვეტილებამ უკვე იქონია გავლენა აშშ აქციების კურსზე და ევროზე. გაზეთი Guardian-ი იტყობინება, რომ ევროზონა დახმარების ფონდის მოცულობას 5-ჯერ აფართოებს, რადგანაც ამ დროისათვის ფონდი 44...
საქართველო არ აპირებს შეუერთდეს ევრაზიის ახალ კავშირს და ერთიან საბაჟო სივრცეს, - განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა გრიგოლ ვაშაძემ ესტონელ კოლეგასთან ურმას პაეტთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთბლივ პრესკონფერენციაზე. მისი თქმით, ყველა ქვეყანას აქვს უფლება, თავად აირჩიოს, როგორც პოლ...
ირაკლი ალასანიამ ბიზნესმენ ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ გუშინ განხორციელებული ფაქტი, სახელისუფლებო ექსტრემიზმად შეაფასა. ასეთი შეფასება გააკეთა "თავისუფალი დემოკრატების" ლიდერმა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილესთან უილიამ ბერნსთან გამართული შეხვედრის შემდეგ, რომელიც სასტუმრო "თბილისი მარიოტში&qu...
19-20 ოქტომბერს, საქართველოს ეროვნული ბანკი და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი (EBRD) "რისკის მართვის" საკითხებზე ერთობლივ კონფერენციას მართავენ. კონფერენციას "თბილისი მარიოტში" მიმდინარეობს. კონფერენციის ორგანიზატორები აღნიშნავენ, რომ ფინანსურ სექტორში რისკების სწორ...
წმინდა ანდრიას ჯვრის სახელობის მე-6 საერთაშორისო ფესტივალი ბათუმში გუშინ გაიხსნა. მართლმადიდებლური ფილმების ფესტივალში 5 ქვეყნის 35 ფილმი მონაწილეობს. ბათუმის დრამატულ თეატრში ნაჩვენები იყო ქართველი რეჟისორების სამი არასაკონკურსო ფილმიც. ასევე, წარმოდგენილი იყო მართლმადიდებულ თემატიკაზე შექმნილი ფოტო გამოფენა. ფე...
თურქეთის 20-მდე სამხედრო მოსამსახურეა დაღუპული ქვეყნის სამხრეთ აღმოსავლეთში ქურთების შეიარაღებული დაჯგუფების თავდასხმის შედეგად, იტყობინება ბი-ბი-სი. თურქეთის მედიის ინფორმაციით, აღნიშნულ ფაქტზე ამ დროისთვის ოფიციალური კომენტარი არ გაკეთებულა. ტელეარხ NTV-ის ინფორმაციით, სამხედროებზე თავდასხმა მოხდა ერაყის მოსაზღვრე პ...