თბილისში გამათბობლიდან გაჟონილი გაზით ორი მცირეწლოვანი ბავშვი მოიწამლა. ზაჰესში, მშვიდობის ქუჩაზე ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსის მესამე სართულზე წყლის გამათბობლიდან გაჟონილი ბუნებრივი აირით მოწალული ბავშვები წუხელ იაშვილის სახელობის კლინიკაში გადაიყვანეს. ექიმების თქმით, ისინი მსუბუქად იყვნენ მოწამლულები. ცნობის...
პირდაპირი ჩართვის და მიმართვის ფორმატს იშვიათად მივმართავ, პრესკონფერენციისა და რაიმე კონკრეტული ღონისძიების გარეშე, მაგრამ არ შემიძლია არ გამოვეხმაურო, მართლაც, ისტორიულ რეზოლუციას - რეზოლუციას საქართველოს შესახებ, რომელიც დღეს ევროპის პარლამენტმა მიიღო. ეს რეზოლუცია ჩვენთვის რამდენიმე ასპექტით არ...
ევროპარლამენტის მიერ მიღებული საქართველოს მხარდამჭერი რეზოლუციის ერთ-ერთი ავტორი პოლონელი დეპუტატი კრჟიშტოფ ლისეკი საქართველოში ჩამოვიდა. ლისეკი პირველ შეხვედრებს პარელამენტში გამართავს. შეხვდება პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი მინაშვილს და ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე დავ...
სიღნაღში, გზირიშვილის ქუჩაზე საცხოვრებელ სახლში გაჩენილ ხანძარს 70 წლის დოდო ბ-შვილის სიცოცხლე ემსხვერპლა. როგორც შემთხვევის ერთადერთმა თვითმხილველმა, გარდაცვლილის რძალმა კახეთის საინფორმაციო ცენტრს განუცხადა, ის და მისი დედამთლი სახლში ერთად შევიდნენ, ნათურა აანთეს, რასაც ძლიერი აფეთქება და ცეცხლი მოჰ...
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე დღეს მოსკოვში მიემგზავრება . როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" საპატრიარქოდან აცნობეს, უწმინდესი მონაწილეობას მიიღებს რუსეთის პატრიარქის, კირილის 65 წლის იუბილესადმი მიძღვნილ ღონისძიებებში. ილია მეორე რუსეთში მღვდელმთავრებთან და ...
18-19 ნოემბერს ბათუმში საქართველო-სომხეთის ეკონომიკური სამთავრობო კომისიის სხდომა გაიმართება, სადაც მხარეები მთელ რიგ ეკონომიკურ საკითხებს შეაჯერებენ. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ვერა ქობალია სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდა სომხეთის რესპუბლიკაში. ვიზიტის ფარგლებში მან შეხვედ...
დღეს, 18 ნოემბერს, 10:00 საათზე, საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფი ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი, ტრანსპორტის საკითხებში პასუხისმგებელი, სიიმ კალასი წაიკითხავს საჯარო ლექციას თემაზე: "Using Transport to Link the EU and its Eastern Neighbours". ლექცია ჩატარდება ინგლისურ ენაზე საჯარო ბიბლიოთეკის III კორპუსში ...
დღეს, 18 ნოემბერს, კლუბ "ტრიუმფში" საქველმოქმედო კონცერტი გაიმართება. 2 წლის ცოტნე მიქუტიშვილის მხარდასაჭერად გამართულ კონცერტში ნიაზ დიასამიძე, 33ა, ზუმბა, ჩვენებურები, ეგარი, გორდელა, რეგიონი, ფრანი, მგზავრები, ხიდი და ნიკოლშოუ მიიღებენ მონაწილეობას. როგორც "ჯი-ეიჩ-ენისთვის" გახდა ცნობილი, საქვე...
სარემონტო სამუშაოს გამო, დღეს, 18 ნოემბერს, 10:00-იდან 16:00 საათამდე, კრწანისის და ისნის რაიონების ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება. ელექტომომარაგება შეეზღუდება ჩოლოყაშვილის, გორგასლის, დიდი ხეივნის, გულიას, კრწანისის და მიმდებარე ქუჩების მცხოვრებლებს. სარემონტო სამუშაოს დასრულების შემდეგ...
დღეს, 18 ნოემბერს, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში საჯარო ლექციებს წაიკითხავენ საზღვარგარეთ მოღვაწე ქართველი მეცნიერები, ფიზიკოსები - ზურაბ ბერეჟიანი და ზვიად წამალაიძე. ზურაბ ბერეჟიანი წლებია იტალიაში მოღვაწეობს. 1999 წელს მან იტალიის ნაციონალურ კონკურსში გაიმარჯვა და ამჟამად აკვილას უნივერსიტეტ...
დღეს, 18 ნოემბერს, 13:00 საათზე, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მაღლივ კორპუსში გაიმართება თსუ-ის სტუდენტური თვითმართველობის, თბილისის საკრებულოსა და საინიციატივო ჯგუფის "თბილისის ტრამვაის" მიერ ორგანიზებული პრეზენტაცია თემაზე: თანამედროვე ტრამვაის წარმოება და თბილისი. კონფერენციაში მონაწილეობას მიიღებენ თბილისის საკ...
დღეს, 18 ნოემბერს, 12:00 საათზე, სასტუმრო "რადისონ ბლუს" საკონფერენციო დარბაზში პოლიტიკური გაერთიანება "ახალი მემარჯვენეების" V ყრილობა გაიმართება. ყრილობა საიუბილეოა, რადგან წელს "ახალ მემარჯვენეებს" დაფუძნებიდან 10 წელი შეუსრულდათ. ყრილობაზე დოკუმენტური ფილმის პრეზენტაცია გაიმართება, რომელიც "ახალი მ...
"ერისიონი" დღეს, 18 ნოემბერს, 20:00 საათზე, თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზში კონცერტს გამართავს. როგორც ანსამბლის ხელმძღვანელმა ჯემალ ჭკუასელმა "ჯი-ეიჩ-ენს" განუცხადა, მაყურებლის წინაშე ისინი ძველი რეპერტუარით წარდგებიან. "ჩვენს ძველ რეპერტუარს წარვადგენთ. როგორც ყველა კოცნერტზე, ამჯერადაც იქნება რაღაც სიახლ...
დღეს, 18 ნოემბერს, სეპარატისტულ აფხაზეთში რუსეთის ფედერაციის ე.წ. საელჩოს ახალი შენობის გახსნის ცერემონიალი გაიმართება. ინფორმაციას ამის შესახებ აფხაზური მედია ავრცელებს. მათი ინფორმაციით, ე.წ. საელჩოს შენობის გახსნა სპეციალურად დაამთხვიეს აფხაზეთში მიმდინარე ე.წ. აფხაზურ-რუსულ III საქმიან ფორუმს, რომელშიც მონაწ...
ქართველ მწერალს, ჭაბუა ამირეჯიბს, დღეს, 18 ნოემბერს 90 წელი შეუსრულდა. ჭაბუა (მზეჭაბუკ) ამირეჯიბი 1921 წლის 18 ნოემბერს თბილისში დაიბადა. მისი ცნობილი რომანების "დათა თუთაშხია", "გორა მბორგალი", "გიორგი ბრწყინვალე". "დათა თუთაშხიას" მოტივებზე გიგა ლორთქიფანიძემ ამავე სახელწოდებ...