საგარეჯოს რაიონის სოფელ იორმუღანლოს მაცხოვრებლებმა, პროტესტის ნიშნად, 30 ლარიანი ვაუჩერების მიღებაზე უარი თქვეს. მოსახლეობა სოფლის სახნავ - სათესი და საძოვარი მიწების გასხვისებას აპროტესტებს. მათ წერილით საქართველოს პრეზიდენტს მიმართეს, სადაც პროტესტის უკიდურესი ზომების მიღებით იმუქრებიან. „...
ჩინური წარმოშობის ამერიკელმა მწერალმა გელინ იანმა გადაწყვიტა სასამართლოში კომპანია Apple -ს ედავოს. მწერლის უკმაყოფილება გამოიწვია ჩინური მაღაზიის App Store განყოფილებიდან გავრცელებული რამოდენიმე დანართი, რომელიც მისი ნაწარმოების არალიცენზირებულ ასლს შეიცავს. როგორც იუწყებიან, მწერლის ქმარმა, ლოურენს უიკერმა, 16 ...
თურქულმა მედიამ ძალიან მძაფრად, თუ არა ისტერიულად მოახდინა რეაგირება საფრანგეთის სენატის მიერ სომხების გენოციდის კრიმინალიზაციის კანონპროექტის მხარდაჭერის გამო. თურქული მედია ამტკიცებს, რომ სომხური მსხვერპლის რაოდენობა "გაზვიადებულია" და რომ "დაიღუპა მხოლოდ 400 -500 ათასი ადამიანი" და ...
ურთას მთაზე, რადიო „ათინათის"ანძა გაძარცვეს. მოპარულია სადენები, რამაც დასავლეთ საქართველოში რადიოს მაუწყებლობა შეწყვიტა. რადიოს მოსმენა შესაძლებელია მხოლოდ ზუგდიდის ცენტრში და ისიც დაბალი ხარისხით. ინციდენტი 25 იანვარს, დაახლოებით 19:30 საათისთვის მოხდა. მომხდართან დაკავშირებით რადიო „ათ...
გარემოსდაცვით ზოგიერთ ნორმასთან დაკავშირებით სისხლის სამართლის კოდექსის ლიბერალიზაცია მოხდა. არსებული რეგულაციით, წიაღისეულის გამოყენების ან დაცვის წესის დარღვევა - ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ორ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე; ასევე წიაღით უკ...
ხვალ, 27 იანვარს, თსუ-ს ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკის საკონფერენციო დარბაზში ნიკო მუსხელიშვილის ბიობიბლიოგრაფიის წიგნის პრეზენტაცია გაიმართება. წიგნი ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკის ბიობიბლიოგრაფიული სერია "ქართველი მეცნიერები" ფარგლებში გამოიცა. დიდი ქართველი მათემატიკოსის, აკადემიკოს ნიკოლოზ ...
რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობის აღდგენა მოხდება მხოლოდ მაშინ როდესაც დაიხურება უკანონოდ განხსნილი ე.წ. საელჩოები სოხუმსა და ცხინვალში, - ამის შესახებ დღეს გამართულ ბრიფინგზე პრეზიდენტის პრეს-სპიკერმა მანანა მანჯგალაძემ განაცხადა. ის გამოეხმაურა რუსეთის პრეზიდენტის დიმიტრი მედვედევის გუშინდელ განაცხადებას, რ...
პერუელმა მწერალმა, ნობელის პრემიის ლაურეატმა ლიტერატურის დარგში მარიო ვარგას ლოსამ, უარი განაცხადა სათავეში ჩაუდგეს სერვანტესის ინსტიტუტს. ვარგას ლოსა უკვე მეორედ ამბობს უარს აღნიშნულ შემოთავაზებაზე. 18 იანვარს ვარგას ლოსამ ესპანეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, ხოსე მანუელ გარსია-მარგალოსგან მიიღო ანალოგიური წი...
ინტერნეტგვერდი, რომელზეც ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე არსებული ქართული ეკლესია-მონასტრების მდგომარეობის შესახებ ანგარიშები ქვეყნდებოდა "icom.org.ru" აღარ არსებობს. "საიტი ასეთი სახელწოდებით არ არსებობს. დომენის რეგისტრაციის ვადა ამოიწურა", _ ნათქვამია აღნიშულ ინტერრნეთ გვერდ...
წყლით სარგებლობის წესის დარღვევისას ზიანის ოდენობა და მნიშვნელობა მთავრობის ნორმატიული აქტით განისაზღვრება. აღნიშნულთან დაკავშირებით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილება უკვე შევიდა. არსებული რეგულაციით, წყლის თვითნებური მიტაცება ან ჰიდროტექნიკურ სამუშაოთა თვითნებური წარმოება საერთო სარგებლობის ქსელზე, აგრეთვე წყლი...
"ბანკი ქართუს" გენერალური დირექტორი ნოდარ ჯავახიშვილი „რუსთავი 2-ის" პირდაპირ ეთერს ითხოვს. როგორც "ბანკი ქართუს" მიერ დღეს გავრცელებულ განცხადებაში ნოდარ ჯავახიშვილი მის წინააღმდეგ წამოწყებულ კამპანიასა და მის მიზეზებზე საუბრობს. "ჩემ წინაამდეგ წამოწყებულ კამპ...
ქუთაისში შიდსით დაავადებული ქალი გარდაიცვალა. ლამზირა ჩალაძეს 10 წლის მშობიარობისას დაინფიცირებული სისხლი გადაუსხეს. იმუნოდეფიციტის მატარებელი დედასთან ერთად გახდა ჩვილიც. ინფექციის დადგენა მხოლოდ 5 წლის შემდეგ გახდა შესაძლებელი. დაზარალებულმა ოჯახმა საჩივარი სისხლის ბანკის წინააღმდეგ სასამართლოშიც შეიტანა. მოს...
აფხაზეთის ოკუპირებულ რეგიონში, ახალ ათონში უკანონო არქეოლოგიური გათხრები მიმდინარეობს. ამის შესახებ "ჯი-ეიჩ-ენს" საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს უძრავ ძეგლთა ატრიბუციის სამსახურის უფროსმა გიორგი გაგოშიძემ განუცხადა. გაგოშიძე აღნიშნულ დასკვნას რუსული "იკომის" მის...
გუშინ ესპანეთის თასის განმეორებითი მატჩი გაიმართა „ბარსელონასა" და მადრიდის „რეალს" შორის. პირველი შეხვედრა კატალონიელებს 2:1 ჰქონდათ მოგებული და შედარებით მშვიდად შეხვდნენ მატჩს. საწყის წუთებში მადრიდული კლუბი მასპინძლებზე უკეთ გამოიყურებოდა და არაერთი სახიფათო მომენტი შექმნა. ამის ...
ზუგდიდის რაიონის სოფელ დარჩელის პოლიციის განყოფილებასთან, პოლიციის თანამშრომლებმა დააკავეს უცნობი კაცი, რომელსაც თან აღმოაჩნდა ასაფეთქებელი ნივთიერება. როგორც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო იუწყება, საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე ასაფეთქებელი ნივთიერება სავარაუდოდ გადმოტანილი იქნება რუსეთის...