ტურისტული კომპანია mytours-ის დამფუძნებელი სიკო გეგიაძე სააგენტო "ჯი-ეიჩ-ენთან" საუბრისას აცხადებს, რომ ტურისტული ფაქტორის გათვალისწინებით, ეგვიპტეში ტურისტების მიმართ შარიათის კანონის ამოქმედება მოსალოდნელი არ არის. გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, ეგვიპტე შარიათის კანონების დამკვიდრ...
დიდი ბრიტანეთის სასამართლომ გადაწყვეტილება მიიღო, რომლის მიხედვითც მსუქანი მგზავრები, თვითმფრინავით მგზავრობისას, ერთი ადგილის ღირებულების ნაცვლად, 2 ადგილის ღირებულებას გადაიხდიან და ეს დისკრიმინაციად არ ჩაითვლება. ბრიტანული მედიის ინფორმაციით, იურისტებმა ასეთი განცხადება მას შემდეგ გააკეთეს, რაც გაერთიანებუ...
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძე ლატვიის რესპუბლიკის სეიმის თავმჯდომარეს სოლვიტა აბოლტინას შეხვდა. ლატვიის რესპუბლიკის ახლად არჩეული სეიმი და საქართველოს პარლამენტი თანამშრომლობას მომავალშიც აქტიურად გააგრძელებენ. საქართველოსა და ლატვიის რესპუბლიკას შორის ორმხრივი ურთიერთობების კიდე...
საპარლამენტო უმრავლესობის სხდომაზე საგაზაფხულო სესიის ფარგლებში განსახილველი პრიორიტეტული საკითხები განიხილეს. როგორც უმრავლესობის ლიდერმა პეტრე ცისკარიშვილმა აღნიშნა, საგაზაფხულო სესიის დაწყების წინ მმართველი ძალა სავალდებულო რეჟიმში განიხილავს ყველა იმ საკითხს, რაც მნიშვნელოვანია საპარლამენტო ცხოვრებისთვის....
საპარლამენტო უმცირესობა აღარ დაიშლება. როგორც ბიუროს სხდომაზე უმცირესობის წევრმა, ვიცე-სპიკერმა ლევან ვეფხვაძემ აღნიშნა, კასპის მაჟორიტარი დეპუტატის, კობა კურდღელაშვილის უმცირესობაში გადასვლასთან დაკავშირებით განცხადება კანცელარიაში უკვე გატარებულია. თუმცა აღნიშნული განცხადება დღეს ბიუროზე არ ყოფილა ...
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ გრიგოლ ვაშაძის განცხადებით, ლატვიის სეიმის თავმჯდომარესთან, სოლვიტა აბოლტინასთან შეხვედრისას, გარდა ორმხრივი ურთიერთობებისა, საუბარი შეეხო რუსეთის მიერ დაგეგმილ სამხედრო წვრთნებს - "კავკასია 2012"-საც. "შეხვედრაზე ყურადღება გავამახვილეთ ე.წ. რუსულ სტრატეგიულ სამხედრო...
"ლეიბორისტი" დეპუტატები პარლამენტისგან სამივლინებო თანხის გამოყოფას ითხოვენ. ამის შესახებ ნათქვამია "ლეიბორისტული პარტიის" დეპუტატების - შალვა ნათელაშვილის, გიორგი გუგავას, კახაბერ ძაგანიას და იოსებ შატბერაშვილის პარლამენტის თავმჯდომარის სახელზე გაკეთებულ მიმართვაში, რომელიც მათი მხრიდან ბოიკოტის გაგრძელე...
საქართველოს პრეზიდენტმა ახალციხის რაიონში არაგოვას სამთო-სათხილამურო სკოლა გახსნა. მიხეილ სააკაშვილი მოთხილამურეებს შეხვდა და საჩუქრები გადასცა. სპორტული სკოლის მოსწავლეებმა ქვეყნის პირველი პირისგან სათხილამურო აღჭურვილობის რამდენიმე ათეული სრული კომპლექტი მიიღეს. არაგოვას სამთო-სათხილამურო სკოლის მშენებლობა პრეზიდე...
ახალციხის მე-5 საჯარო სკოლაში ულტრათანამედროვე ტექნიკით აღჭურვილი საკლასო ოთახი გაიხსნა. საკლასო ოთახი დღეს პრეზიდენტმა დაათვალიერა. კლასში დამონტაჟებულია ინტერაქტიული დაფა და სენსორული მონიტორები. "მომავლის კლასში" მასწავლებლებს საშუალება აქვთ, თანამედროვე ტექნიკის მეშვეობით ადევნონ თვალყური მოსწავლეებს. ეს უკვე ...
მიმდინარე წელს, ფუტსალის ასოციაციის ნაცვლად, საქართველოს ჩემპიონატს ფუტსალში საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია ჩაატარებს. ასეთი გადაწყვეტილება ფეხბურთის ფედერაციის აღმასკომმა ორშაბათს გამართულ სხდომაზე მიიღო, რომელსაც 18 წევრიდან 14 დაესწრო. ფუტსალის ასოაციაციაში პრეზიდენტისა და გამგეობის წევრების...
11-12 თებერვალს ევროპის ექვსი ერის თასზე არასრული ტური გაიმართა. პარიზში საფრანგეთსა და ირლანდიას შორის გასამართი შეხვედრა უამინდომის გამო გადაიდო. ჩაშლის პირას იყო რომში იტალიასა და ინგლისს შორის მატჩი, რომელიც მოედნის გადათოვლის შემდეგ მაინც შედგა. აუტსაიდერი იტალია 15:6 იგებდა, მაგრამ საბოლოოდ ინგლისმა 19:15 იმარჯვა. კა...
აჭარის ონკოლოგიის ცენტრს მყიდველი არ გამოუჩნდა. დღეს გამართულ ელექტრონულ აუქციონში მონაწილეობა არავის მიუღია. შესაბამისად, სამედიცინო დაწესებულება სახელმწიფოს საკუთრებაში რჩება. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ონკოლოგიის ცენტრის საწყისი ღირებულება 1 მლნ. 500 ათასი ლარად იყო განსაზღვრული, ხოლო საპრივატიზაციო პირობების თანახმად, ინ...
ბავშვები, რომელთაც ფიზიკურად სჯიან, ზრდასრულ ცხოვრებაში, შესაძლოა, ნამდვილ ოჯახურ ტირანებად იქცნენ, - ამ დასკვნამდე მივიდნენ ამერიკელი მეცნიერები. ფიზიკური შეხება აფუჭებს ხასიათს და აგრესიისკენ უბიძგებს. ჩრდილოეთ კაროლინას სპეციალისტებმა გააანალიზეს კვლევის შედეგები, რომელიც გაკეთდა ბოლო 20 წლის განმავლ...
ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრი თბილისსა და ინდოეთში ისრაელის საელჩოებთან ტერორისტული აქტების ჩატარების მცდელობის კომენტირებისას აცხადებს, რომ მათ კარგად იციან იმ ადამიანების ვინაობა, ვინც ყოველივე ამის უკან დგას. "ჩვენ ვიცით იმ ადამიანების ვინაობა, ვინც ამ აფეთქებების უკან დგას. ისრაელის წარმომადგენლობების წ...
ეგვიპტე შარიათის კანონების დამკვიდრებისკენ მიდის. ქვეყნის ცნობილი პოლიტიკური და რელიგიური მოღვაწეები მსჯელობენ იმაზე, თუ როდის გავრცელდება უცხოელ ტურისტებზე ისლამის კანონები. ქვეყნის პარლამენტში უმრავლესობის წევრი აზა ალ-ჯაფარი აცხადებს, რომ ტურისტებმა, რომლებიც ისლამურ ქვეყანაში დასასვენებლად ჩადიან, ...