ვფიქრობ, რომ დღეს ყველამ სრულიად ახალ რეალობაში გავიღვიძეთ. ჩვენ ვიხილეთ ბატონი კობახიძის გუშინდელი განცხადება, სადაც მან თქვა, რომ საქართველო არ არის დაინტერესებული მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში ევროინტეგრაციის გაგრძელებით. რა თქმა უნდა, ეს ძალიან სამწუხაროა. ჩემთვის ეს ნამდვილად გულსატკენია, &nda...
სპეცრაზმელების მხრიდან აქციის მონაწილეებზე ძალადობასა საქართველოს პრეზიდენტი სოციალურ ქსელში კიდევ ერთხელ ეხმიანება. "საქართველოში უსაფრთხო ადგილი არ არის: ეკლესიების ეზოები, აფთიაქები, რობოკოპები აქციის მონაწილეებს ყველგან მისდევენ, რათა ფიზიკურად გაუსწორდნენ და დააკავონ ისინი... რუსული მთავრობა, რუსული მეთოდები" - წერს სალომე ზურაბიშვილი....
შსს-ს ინფორმაციით, აქციის მიმდინარეობისას 43 პირია დაკავებული. მათ პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობასა და წვრილმან ხულიგნობას ედავებიან. "აქციის მიმდინარეობისას სამართალდამცველთა მიერ პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობისა და წვრილმანი ხულიგნობისთვის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ...
გვსურს საზოგადოებას მივაწოდოთ ინფორმაცია, რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობასთან განვითარებული მოვლენების შესახებ. აქციის მონაწილეების მხრიდან განხორციელებული კანონსაწინააღმდეგო და ძალადობრივი ქმედებების შედეგად დაშავებულია შინაგან საქმეთა სამინისტროს 32 თანამშრომელი, - ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინი...
28-29 ნოემბერს, პარლამენტთან პოლიციის მიერ საპროტესტო აქციის დარბევისას არაერთი ჟურნალისტი დაშავდა. ჟურნალისტი თაზო კუპრეიშვილი დაშავებული ჟურნალისტების მედიის იმ წარმომადგენლების სიას აქვეყნებს. "გასული ღამის განმავლობაში ნიღბიანი სპეცრაზმელები და პოლიციელები რუსთაველზე მიზანმიმართულად გა...
ნანა მალაშხიას ცხვირი აქვს მოტეხილი, ელენე ხოშტარიას ხელი - ამის შესახებ "კოალიცია ცვლილებებისთვის" პრესსპიკერი, მირანდა ბაღათურია სოციალურ ქსელში წერს. "ნანა მალაშხიას ცხვირი აქვს მოტეხილი,ელენე ხოშტარიას ხელი. ვანო წერეთელს ოფისამდე შემოყვნენ და თავში გამეტებით ურტყეს. ანა ჭარხალაშვილი...
საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს ცნობით, ამ ეტაპზე ქართული არასამთავრობო ორგანიზაციების სამართლებრივი დახმარების ცხელ ხაზზე ინფორმაცია 16 დაკავებულის შესახებ შევიდა. "აქედან 4 საავადმყოფოშია და 12 ჯერ კიდევ არ ჰყავთ შეყვანილი იზოლატორებში" - წერს TI. ამასთან, ორგანიზაციის შეფასე...
ქართულმა ჯარმა ხალხი, საკუთარი სამშობლო უნდა დაიცვას, - აცხადებს საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი თინა ხიდაშელი. ხიდაშელის თქმით, ახლა კეკლუცობის დრო არ არის, "ან ვიბრძოლებთ ჩვენი ხვალინდელი დღისთვის ან ამ თაობის ქართველებისთვის თავისუფლების კარი ჩაირაზება". "მოქმედების დროა დღეს! საქართველოს უახლესი ისტორია იწერებ...
პარლამენტის შენობაში უსაფრთხოების წითელი დონე ამოქმედდა. მათი ინფორმაციით, შეზღუდვა დღეიდან, 29 ნოემბრიდან "მის გაუქმებამდე" იმოქმედებს. "წითელი დონის დროს საქართველოს პარლამენტში არ დაიშვება არცერთი პირი, გარდა პარლამენტის აპარატის უფროსის მიერ საფრთხის სპეციფიკისა და მისი თავიდან აცილების საჭიროების შესაბამისად განსაზღვრ...
საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი საპროტესტო აქციის ძალადობრივად დაშლას ეხმიანება და ევროპის ქვეყნებს ძლიერი რეაქციისკენ მოუწოდებს. „6:30 პროტესტი და რეპრესია თბილისის ცენტრში გრძელდება. სამიზნეები არიან ჟურნალისტები და პოლიტიკური ლიდერები. ევროპული დედაქალაქებიდან ძლიერ რეაქციას ველი&rd...
29 ნოემბრის, 07:00 საათისთვის, სამართალდამცველებმა რუსთაველის გამზირი გადაკეტეს, მანამდე კი ტერიტორია მომიტინგეებისგან ძალადობრივად გაათავისუფლეს. სპეცრაზმმა რუსთაველის გამზირის ტერიტორია აქციის მონაწილეებისგან ეტაპობრივად გაათავისუფლა წყლის ჭავლისა და სხვა სპეციალური საშუალებების გამოყენებით. მიუხედავად ამი...
დღეს რუსთაველზე მოქმედებს რეჟიმი, რომელიც საქართველოს ხელისუფლება არაა. მათ ძალაუფლება უზურპაციის შედეგად ჩაიგდეს ხელში - წერს კონსტიტუციონალისტი ვახუშტი მენაბდე სოციალურ ქსელში. მენაბდე განმარტავს, რატომ აქვს "ქართულ ოცნებას" ხელისუფლება უზურპირებული. "დღეს რუსთაველზე მოქმედებს რეჟიმი, რო...
საქართველოს სახალხო დამცველი თვალს ადევნებს თბილისში მიმდინარე აქციას, – ამის შესახებ სახალხო დამცველის განცხადებაშია ნათქვამი. აღნიშნულია, რომ პირველადი შეფასებით, 29 ნოემბრის 02:00 საათზე თბილისში რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციას ჰქონდა მშვიდობიანი ხასიათი და სამართალდამცავი ორგანოების მიერ სპეციალური საშუალებე...
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ეხმიანება რუსთაველის გამზირზე პოლიციის მიერ აქციის მონაწილეთა დარბევას. საია-ს განცხადებით, პროტესტის დარბევა კვლავ ჩვეული უკანონო და არაპროპორციული ძალის გამოყენებით მიმდინარეობს. "რუსთაველის გამზირზე მიმდინარე პროტესტის დარბევა კვლავ ჩვეული უკანონო და არაპროპ...
ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, მარგუს ცაჰკნა ეხმიანება საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებას ევროკავშირთან მოლაპარაკებების შეჩერებაზე და თბილისში მიმდინარე მოვლენებს. ცაჰნკას განცხადებით, "ოცნებამ" მოატყუა მთელი საქართველო და მათივე ამომრჩეველი. "ქართული ოცნების" ლიდერების ბოლო გ...