ბათუმში, მწვანე ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე მაშველები, ტურისტებს ეძებენ. მათ უამინდობის და ცუდი ხილვადობის გამო გზა აებნათ. საზოგადოებრივის ინფორმაციით, ადგილზე სამაშველო ბრიგადები მუშაობენ.
შეერთებული შტატები კიბერუსაფრთხოების საკითხში რუსეთს არასდროს ენდობა. ამის შესახებ გაეროში ამერიკის მუდმივმა ელჩმა ნიკი ჰეილიმ განაცხადა. „რა თქმა უნდა, კიბერუსაფრთხოების საკითხში რუსეთთან უნდა ვითანამშრომლოთ, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ რუსეთს უნდა ვენდოთ,“-აღნიშნა დიპლომატმა. კიბერ...
ჰამბურგში ანტიგლობალისტებსა და სამართალდამცველებს შორის შეტაკებისას 500-მდე პოლიციელი დაშავდა. ამის შესახებ ქალაქის პოლიციის ოპერატიული სამსახურის უფროსმა ჰარტმუტ დუდემ განაცხადა. ანტიგლობალისტებმა დიდი ოცეულის სამიტი გააპროტესტეს, რომელიც ჰამბურგში 7-8 ივლისს გაიმართა. აქციები პოლიციასთან შეტაკებაში გადაიზარდა....
კრასნოდარის კუბანის სარაგბო კლუბის მთავარ მწვრთნელს, ალექსანდრ ალექსეენკოს სტადიოზნე მეხი დაეცა. ინციდენტი ნოვოკუზნეცკის მეტალურგთან შეხვედრისას მოხდა. ალექსეენკომ მცირე ტრავმა მიიღო. ამჟამად მისი მდგომარეობა სტაბილურია. მატჩი კუბანის გამარჯვებით, 38:12 დასრულდა.
ავტოსაგზაო შემთხვევა ბათუმში - თამარის დასახლებაში არასრულწლოვანს ცენტრალურ საავტომობილო გზაზე გადასვლისას მსუბუქი ავტომობილი დაეჯახა. ის საავადმყოფოშია გადაყვანილი. ფაქტზე გამოძიება 276-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გუ...
უეინ რუნი მანჩესტერ იუნაიტედიდან ევერტონში გადავიდა. ამის შესახებ ლივერპულული კლუბი იტყობინება. ფეხბურთელმა კლუბთან ორწლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი. კონტრაქტის პირობები ჯერჯერობით არ ხმაურდება. იუნაიტედში რუნიმ 13 წელი გაატარა. ამ დროის განმავლობაში მან 5 საჩემპიონო ტიტული მოიგო. 2017 წლის იანვარში ის მანჩესტერ...
დროა რუსეთთან კონსტრუქციული ურთიერთობა დავიწყოთ. ამის შესახებ აშშ პრეზიდენტი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ წერს. „ჩვენ მოვილაპარაკეთ სირიის რამდენიმე რაიონში სამშვიდობო პროცესის დაწყებაზე, რაც სიცოცხლეებს გადაარჩენს. დადგა დრო, რუსეთთან კონსტრუქციული ურთიერთობის გაღრმავების,“-წერს ტრამპი. თეთრი სახლი...
”ევროპულმა საქართველომ” ზუგდიდის მერობის კანდიდატად ლელა ქებურია წარადგინა. პარტიის თავმჯდომარის, დავით ბაქრაძის განცხადებით, ეს წინგადადგმული ნაბიჯი იქნება, რათა საქართველოში უფრო თანამედროვე საზოგადოება იყოს. „საქართველოს ერთ-ერთ ყველაზე მნიშნელოვან ქალაქში, ჩვენთვის უდიდესი პოლიტიკური და სიმბოლუ...
აშშ რუსეთს სანქციებს მანამდე არ მოუხსნის, სანამ ყირიმი უკრაინას არ დაუბრუნდება და აღმოსავლეთ უკრაინის ტერიტორიები არ გათავისუფლდება. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ ამერიკის სახელმწიფო მდივანთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. რექს ტილერსონი უკრაინის ლიდერს დღეს კიევში შეხვდა. მხარეებმა დონბას...
ერაყის პრემიერ-მინისტრმა ჰაიდერ ალ-აბადიმ არმიას მოსულის გათავისუფლება მიულოცა. ისლამისტებისგან გაწმენდილ ქალაქში მთავრობის მეთაური თავად ჩავიდა. მოსულის გათავისუფლების ოპერაცია გასული წლის ოქტომბერს დაიწყო. მასში არმიის შენაერთებთან ერთად ქურთული რაზმები და ავიაციის კოალიციაც იყო ჩართული. ...
კანადის დასავლეთ ნაწილში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადეს. ამის მიზეზი ტყეში გაჩენილი ხანძარია. საგანგებო სიტუაციების სამსახურის ცნობით, რეგიონში 180-ზე მეტი ცეცხლის აქტიური კერა დააფიქსირეს. მომხდარის გამო, დაკეტილია ადგილობრივი აეროპორტი. სტიქიური უბედურების ზონიდან გაიყვანეს 7000 ...
"ევროპულმა საქართველომ" ქალთა ორგანიზაცია დააფუძნა. თავმჯდომარედ ხათუნა გოგორიშვილი აირჩიეს. ორგანიზაციის მიზანია ქართულ პოლიტიკაში ქალთა როლის გაძლიერება. "ჩემი მერობა უნდა იყოს მაგალითი, რომ არ არსებობს კარი, რომელსაც ქალები ვერ შევაღებთ, არ არსებობს სირთულე, რომელსაც ქალები ვერ გადავლახავთ, არ არსებობს საქ...
მინსკში, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეამ მუშაობა დაასრულა. 5 დღის განმავლობაში 50-მდე ქვეყნის 300 პარლამენტის წევრი საკომიტეტო და პლენარული სხდომების ფორმატში მსოფლიოში მიმდინარე მნიშვნელოვან და აქტუალურ საკიტხებს განიხილავდნენ. საპარლამენტო ასამბლეის ბოლო დღეს ღონისძიების მონაწილეებმა მინსკის დეკლარაცია მიიღეს და ვიცე-პრეზი...
ქობულეთში ქვეითად მოსიარულე 16 წლის გოგონას აავტომანქანა დაეჯახა. ის ქობულეთის სამედიცინო ცენტრში მოათავსეს, მოგვიანებით კი, ბათუმის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. ექიმების განცხადებით, გოგონას ქალა ტვინის დახურული ტრავმა დაუდგინდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მძღოლი დაკავებული არ არის. გამოძიება 276-ე მუხლის პ...
„თუ რომელიმე საპარლამენტო პოლიტიკური პარტია გაურიგდა „ქართულ ოცნებას“, ეს პროცესი ჩამოიშლება", - ამის შესახებ სამოქალაქო პლატფორმა ”ახალი საქართველოს” თავმჯდომარემ, გიორგი ვაშაძემ საკონსტიტუციო ცვლილებებზე პრეზიდენტთან ერთობლივ მსჯელობასთან დაკავშირებით განაცხადა. მისივე თქ...