შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით, 1993 წელს დაბადებული თ.გ. დააკავა. მის მიერ ჩადენილი დანაშაული 3-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვ...
აჭარისა და გურიის რეგიონს გაზმომარაგების შეწყვეტის საფრთხე აღარ ემუქრება. საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციამ მაგისტრალური გაზსადენის “ქუთაისი- სოხუმის”, ქობულეთის განშტოების 700 მეტრიანი მონაკვეთი ახალ დერეფანში გადაიტანა, რითაც ორი რეგიონის გაზმომარაგების შეწყვეტის საშიშროება მოიხსნა. 2017 წლის დე...
„საქართველოს პარლამენტის სახელით მინდა აღვნიშნო, რომ ყველაფერს გავაკეთებთ ჩვენი კავშირების კიდევ უფრო გაძლიერებისა და მეგობრობის გაღრმავებისთვის“,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ აშშ-ს კონგრესში, მის საპატივცემულოდ გამართულ მიღებაზე განაცხადა. ირაკლი კობახიძემ დამსწ...
პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიას შეხვდა, რომელსაც ვერა მერსედეს მარტინი ხელმძღვანელობდა. შეხვედრას ასევე დაესწრნენ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილეები ეკატერინე მიქაბაძე და გენადი არველაძე...
ბათუმის მერიაში იუსტიციის სახლის მსგავსი მომსახურების მოდელის დანერგვა და მოქალაქეთა მიღების სივრცეების შექმნა იგეგმება. პროექტის განხორციელების შემდეგ, მოქალაქეებს მერიის შენობაში გადაადგილება საშვების გარეშე შეეძლებათ. მანამდე კი, მერიის შენობაში გადასაადგილებლად საჭიროა საშვის აღება, რომელსაც მოქალაქეთ...
„საქართველო იყო და არის ყველაზე ძლიერი დემოკრატია რეგიონში და პუტინს სწამს, რომ იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს დაამარცხებს, მოერევა დანარჩენ ყოფილ საბჭოთა ქვეყნებსაც“,- ამის შესახებ აშშ-ს კონგრესში საქართველოს მეგობართა ჯგუფის თავმჯდომარემ, ტედ პომ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სა...
რიკოთის უღელტეხილზე სამგზავრო ავტობუსს ცეცხლი გაუჩნდა. შემთხვევის დროს არავინ დაშავებულა. ინციდენტი გვიან ღამით მოხდა. ავტობუსი, სავარაუდოდ, სარფის გამშვები პუნქტიდან თბილისის მიმართულებით გადაადგილდებოდა. 20-ზე მეტმა მგზავრებმა გადმოსვლა მოასწრო, თუმცა ავტობუსი სრულად დაიწვა.
„ჩვენ არასოდეს გვქონია იმაზე ნაყოფიერი ურთიერთობა სხვა ქვეყნებთან, ვიდრე ეს საქართველოსთან გვაქვს“,- ამის შესახებ აშშ-ს წარმომადგენელთა პალატასთან არსებული კონგრესის დემოკრატიული პარტნიორობის თანათავმჯდომარემ, დევიდ პრაისმა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის საპატივცემულოდ გამართულ მიღებაზე განაცხადა...
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაქვემდებარებული ლაბორატორიის სპეციალისტები მოლდოველ კოლეგებს საკუთარ გამოცდილებას უზიარებენ. გერმანიის ფიზიკურ-ტექნიკური ფედერალური სამსახურის (PTB) პროექტის ფარგლებში, ქართული მხარე მოლდოველებს ცოფის კვლევის ახალებური მეთოდის დანერგვაში უწევს დახმარებას...
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია დღეს წმინდა კეთილმსახური მეფის, დავით აღმაშენებლის ხსენების დღეს აღნიშნავს. დღესასწაულთან დაკავშირებით, ქუთაისსა და გელათში დაგეგმილია ღონისძიებები. გელათის სამონასტრო კომპლექსში მოხდება აღმაშენებლის საფლავის პატივგება და საზეიმო წირვის აღევლინა. დღესვე ქუთაისში გაიხსნება რამდენიმე გამოფენა და საგალობლების ფეს...
ფოთში, დუმბაძის ქუჩაზე, ორსართულიან საცხოვრებელ სახლს ცეცხლი გაუჩნდა. ხანძრის შედეგად დაღუპულია ხანდაზმული მამაკაცი. ადგილზე მისულ სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადას ის უკვე გარდაცვლილი დახვდა. ამ დროისთვის, ხანძრის გამომწვევი მიზეზები უცნობია.
8 თებერვალს, 10:30 საათზე, თბილისში, სასტუმრო „რუმსში“ 8 სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციას შორის მემორანდუმი გაფორმდება. დოკუმენტი 2018 წლის 8 მარტს, ბათუმში დაგეგმილი მეწარმე ქალთა ეროვნული ბიზნესფორუმის მხარდაჭერას ემსახურება. საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატისა ...
საქართველოს ბიზნესომბუდსმენი კომპანია „ბადაგონში“ ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის შესვლის ფაქტს ეხმაურება. როგორც ირაკლი ლექვინაძე აცხადებს, გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, საგამოძიებო მოქმედებებს „ბადაგონში“ მიმდინარე საწარმოო პროცესი არ შეუჩერებია და მნ...
პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი ჩინეთის ერთ-ერთი უმსხვილესი კომპანიის „China Railway International Group“-ის დელეგაციას შეხვდა. შეხვედრაზე ჩინური მხარის წარმომადგენლებმა ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტში ინვესტიციის განხორციელების დიდი ინტერე...
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე კომპანია ,,ბადაგონის“ საქმესთან დაკავშირებით, დამატებით განმარტებას აკეთებს. უწყების ინფორმაციით, საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლების მიერ, საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს შპს ,,ბადაგონის“ სათაო ოფისში დ...