„ქართული ოცნების“ პოლიტიკურმა საბჭომ ერთხმად მიიღო გადაწყვეტულება პარტიის თავმჯდომარედ ბიძინა ივანიშვილის წარდგენის შესახებ, – ამის შესახებ პოლიტსაბჭოს სხდომის შემდეგ, პარტიის გენერალურმა მდივანმა თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, პარტიის პოლიტსაბჭოს რამდენიმე ახალი წევრები ეყოლება.
"პოლიტსაბჭოს ახალი შემადგენლობა შემდეგნაირად გამოიყურება: ბიძინა ივანიშვილი, გიორგი კვირიკაშვილი, ირაკლი კობახიძე, თამარ ჩუგოშვილი, გია ვოლსკი, ილია ნაკაშიძე, არჩილ თალაკვაძე, მამუკა მდინარაძე, დიმიტრი სამხარაძე, ბბიძინა გეგიძე, ირაკლი ტრიპოლსკი, დავით საგანელიძე, ხოლო მთავრობის წევრებიდან მაია ცქიტიშვილი და სოზარ სუბარი", - განაცხადა კახა კალაძემ, რომელმაც საბჭოს 21-ე წევრად მისი თავი დაასახელა.