თბილისში, ვაკის პარკის ცენტრალურ შესასვლელთან ავარია მოხდა.
როგორც თვითმხილველმა "ჯი-ეიჩ-ენს" განუცხადა, დიდი სისწრაფით მოძრავი ვერცხლისფერი, მსუბუქი ავტომობილი ბოძს შეეჯახა.
ადგილზე იმყოფება სასწრაფო დახმარებისა და საპატრულო პოლიციის ბრიგადა.
ჯერჯერობით უცნობია მოჰყვა თუ არა ავარიას მსხვერპლი.
"ჯი-ეიჩ-ენი" ინფორმაციის გადამოწმებას შსს-ში ცდილობს.