საკითხი ეხებოდა ჩემს საჯარო განცხადებებს, ძირითადად, გუშინდელ ეთერს „პალიტრანიუსზე“, სადაც მე ვისაუბრე იმ მოსალოდნელ საფრთხეებზე, რაც შეიძლება ამ ომის ფონზე ირანის მხრიდან იქნეს რეალიზებული, - ამის შესახებ ექსპერტმა, გია ხუხაშვილმა ჟურნალისტებთან სუს-ის დატოვების შემდეგ განაცხადა.
"საკითხი ეხებოდა ჩემს საჯარო განცხადებებს, ძირითადად გუშინდელ ეთერს "პალიტრანიუსზე", სადაც მე ვისაუბრე იმ მოსალოდნელ საფრთხეებზე, რაც შეიძლება რეალიზებული იქნას ირანის მხრიდან ამ ომის ფონზე. ვისაუბრეთ. პრინციპში, ხელისუფლება ფიქრობს, რომ ის შფოთი, რაც ამ განცხადებებს მოჰყვება, რაღაც სახელმწიფო ინტერესებს აზიანებს. მე ვფიქრობ, რომ პირიქით არის საქმე, ჩვენ ჯობია ცოტა შევშფოთდეთ და სახელმწიფო უსაფრთხოება იყოს უზრუნველყოფილი, ამ თემაზე ვერ შევთანხმდით, დანარჩენი კონსტრუქციული საუბრები იყო.
რითაც გამოწვეული იყო, ასე რომ ვთქვათ, ჩემი გარკვეული გაღიზიანება, იყო ის, რომ მე როდესაც დამიკავშირდნენ უსაფრთხოების სამსახურიდან, მე ეს ინფორმაცია არ გამივრცელებია, მე მინდოდა, რომ წყნარად, ქვეყნის უსაფრთხოებას შეეხება საკითხი და წყნარად მოვსულიყავი და გამესაუბრა, მაგრამ რატომღაც ეს ინფორმაცია გავრცელდა. მე მქონდა ეს შენიშვნა მათთან, რომ მე არ გამივრცელებია ეს ინფორმაცია, არავისთვის არ მითქვამს, შესაბამისად გაჟონვა მოხდა თვითონ უსაფრთხოების სამსახურიდან, რაც მიმაჩნია, რომ არასწორია," - განაცხადა გია ხუხაშვილმა.