შუა ხნის მამაკაცი, რომელმაც ლოს ანჯელესში ჩინეთის საელჩოს გაუხსნა ცეცხლი, ჩინეთის მოქალაქეა. ამის შესახებ პოლიციის ოფიციალურმა წარმომადგენელმა მაიკლ ლოპესმა განაცხადა. მისივე თქმით, თავდამსხმელმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. სროლის შედეგად არავინ დაშავებულა. თავდასხმის მოტივი ამ დრომდე უცნობია.
ავღანეთში ტერაქტის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა გაიზარდა. ბოლო მონაცემებით, ქალაქ გერათის მეჩეთში მომხდარი აფეთქების შედეგად 29 ადამიანი დაიღუპა, 60-მდე კი დაშავდა. ინციდენტი საღამოს ლოცვაზე მოხდა. შეიარაღებული ტერორისტი მეჩეთში შეიჭრა და ცეცხლი გახსნა, შემდეგ კი თავი აიფეთქა.
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურს აუდიტის დამოუკიდებელ საზედამხედველო ორგანოთა საერთაშორისო ფორუმის (IFIAR) სრულუფლებიანი წევრის სტატუსი მიენიჭა, რაც იძლევა გადაწყვეტილებების მიღებისას ხმის და სამუშაო ჯგუფებში მონაწილეობის უფლებებს. აუდიტის დამ...
ცენტრალური საარჩევნო კომისია (ცესკო) მიმართავს ამომრჩევლებს, რომლებიც საცხოვრებელი ადგილის მიხედვით რეგისტრაციიდან არიან მოხსნილები, ასევე ამომრჩევლებს, რომელთა რეგისტრაციაც ძალადაკარგულად გამოცხადდა იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ და მისამართის მითითების გარეშე რეგისტრირებულ...
დიღმის გასხვისებული ტყე-პარკის ნაწილიდან სარეკრეაციო სივრცის სახით დედაქალაქს კიდევ 1,5 ჰა-ზე მიწის ნაკვეთი დაუბრუნდა. აღნიშნული საკითხი დღევანდელ მთავრობის სხდომაზე განიხილეს. როგორც მთავრობის სხდომაზე თბილისის მერმა დავით ნარმანიამ განაცხადა, ჯამში, დიღმის გასხვისებული ტყე-პარკიდან ამ დროისათვის, ქალაქს 2,5 ჰა-ზ...
შეგახსენებთ, რომ კორპორატიული ობლიგაციები არ არის უზრუნველყოფილი არც სახელმწიფოს და არც ეროვნული ბანკის გარანტიით. ინვესტირებული თანხის ძირისა და პროცენტის გადახდა დამოკიდებულია კომპანიის გადახდისუნარიანობაზე. გარდა ამისა, ფინანსურმა ინსტრუმენტმა შესაძლოა ნაწილობრივ, ან სრულად დაკარგოს საბაზრო ღირებულება. ამიტო...
თბილისის მერმა დავით ნარმანიამ მთავრობის სხდომაზე პეკინის ქუჩაზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოები შეაჯამა. თბილისის მერის თქმით, დასრულებულია პირველი ეტაპის სამუშაოების 90%-ზე მეტი. 4 გზაჯვარედინიდან მოწყობილია საფუძვლის ფენები და საფარის ქვედა ფენა სამზე, დარჩენილია მიცკევიჩის ქუჩის გზაჯვარედინი, რომელიც დასრულდება რამდენი...
სასიამოვნო სიახლე ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში, მგზავრებისთვის Sleep Art-ის (სლიფ არტი) პროდუქცია უკვე ხელმისაწვდომია. Sleep Art-მა ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ქართული წარმოების საძილე ნიღბებისა და კისრის ბალიშების სტენდითაა წარმოდგენილი, სადაც საძილე ნიღბების ფასი 13 ლარიდან იწყება, ხოლო კისრის ბალიშები ფ...
თბილისში, ვაჟა ფშაველას პირველ ჩიხში მდებარე საცხოვრებელ კორპუსში, მე-7 სართულზე 50 კვ.მ. საცხოვრებელი ფართო დაიწვა. დაზიანდა ასევე კორპუსის მე-8 სართული. ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ. კორპუსის მცხოვრებთა განცხადებით, ხანძრის გამომწვევი მიზეზი გაზის გაჟონვაა. მათი თქმით, დილის 7 საათზე აფე...
შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის დირექტორმა, პოლიციის გენერალ-მაიორმა მინდია ლორთქიფანიძემ აშშ-ს ჯორჯიის შტატის 78-ე საჯარისო დანაყოფის მეთაურს, გენერალ ტომას ბლექსტოკსა და აშშ-ს ევროპული სარდლობის დელეგაციას განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის საბრძოლო მომზადებისა და გადამზადების ბაზაზე უმასპინძლა. ვიზ...
თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქციის „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოსთვის“ თავმჯდომარე, ჩუღურეთის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი რიმა ბერაძე რაიონის გამგებლის მოადგილეებთან ვლადიმერ გოგსაძესა და ავთანდილ ნარიმანიძესთან ერთად ართვინის ქუჩა N53-ში კომპაქტურად ჩასახლებულ დევნი...
Great job! - ასე გამოეხმაურა სენატორი ჯონ მაკკეინი აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის მაიკ პენსის საქართველოში ვიზიტს და მის მიერ გაკეთებული განცხადებების გამო შეაქო. სენატორი მაკკეინი Twitter-ზე Bloomberg-ის სტატიას აზიარებს სახელწოდებით -„პენსის განცხადებით, შეერთებული შტატები მხარს უჭერს საქართველოს გზას ნატო-ში რუსეთის წინააღმდ...
ეს ჯდება ერთიან სურათში - ეს არის განგრძობადი პროვოკაცია, - ასე აფასებს შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის ოკუპირებულ აფხაზეთში ჩასვლას.მინისტრის შეფასებით, მთავარი ამოცანა მშვიდობის შენარჩუნებაა, რომელიც ქვეყნისთვის სასიცოცხლოდ მ...
ბათუმში, კლუბ „სექტორ 26-ში“ მამაკაცი ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრეს.არსებული ინფორმაციით, შემთხვევის ადგილიდან დაჭრილი სასწრაფო-დახმარების ბრიგადამ ბათუმის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანა. როგორც ბათუმის რეფერალურ საავადმყოფოში განმარტავენ, მამაკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დრო...
საქართველოში მიმდინარე ნატოს სამხედრო წვრთნებს ოკუპირებულ ცხინვალში ეხმაურებიან. საგანგებო განცხადებას სამხრეთ ოსეთის არაღიარებული რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. „სამწუხაროა, რომ ეს ღონისძიება სამხრეთ ოსეთის წინააღმდეგ საქართველოს მიერ განხორციელებული აგრესიის მე-9 წლისთავზე ტარდებ...