გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა ბეირუთში სირიიდან დევნილები მოინახულა. ბავშვებს სპორტული მაისურები აჩუქა გერმანიის ნაკრების გამოსახულებით და მათთან ბურთი ითამაშა. იუწყება სააგენტო „Associated Press“.
სააგენტოს ცნობით, ის გამოელაპარაკა სკოლის მოსწავლეებს, სადაც ლიბანელი ბავშვები სირიიდან დევნილ ბავშვებთან ერთად სწავლობენ. მან ინგლისურად მიმართა ერთ-ერთ მოსწავლეს და განაცხადა, რომ გერმანია ყველანაირ ძალას ხმარობს, რათა მისცეს ლიბანიდან დევნილებს საშუალება მიიღონ განათლება.
ამას გარდა, კანცლერმა ბავშვებს საფეხბურთო მაისურები აჩუქა გერმანიის ნაკრების გამოსახულებით და მათთან ერთად ბურთიც ითამაშა.
ამ დროისთვის, ლიბანში მილიონზე მეტი სირიელი დევნილი ცხოვრობს, რაც საშუალოდ ქვეყნის მოსახლეობის მესამედს შეადგენს. 2017 წელს გერმანიამ ლიბანს დახმარება აღმოუჩინა, რათა მიეღო სირიიდან დევნილები და ამისთვის 370 მილიონი ევრო გამოყო. იუწყება სააგენტო.
გერმანული გაზეთის „Rheinische Post“-ის ცნობით, მერკელი ლიბანში ხუთშაბათს ჩავიდა და იქამდე იორდანია მოინახულა. ის ლიბანში შეხვდა ქვეყნის პრემიერ მინისტრს და მასთან მიგრაციის პრობლემები განიხილა.