ტურისტული კომპანია Vanilla Sky-ს , ავიაკომპანია Service Air -ის და ფრანგი მოყვარული პილოტის Jean Michel COLLINEAU -ს ორგანიზებით, საქართველოში დაიგეგმა ავიატური - RALLYE AERO FRANCE 2018. ნატახტრის აეროდრომის მფლობელმა ამირან მანჯავიძემ, დანერგა საქართველოში ტრადიცია, უმასპინძლოს მსოფლიოს სხვა და სხვა ქვეყნიდან საკუთარი თვითმფრინავებით ჩამოფრენილ სტუმრებს.
23 ივნისს საფრანგეთიდან საქართველოში ჩამოფრინდება RALLYE AERO FRANCE-ის 18 თვითმფრინავი. მოყვარული პილოტები საკუთარი თვითმფრინავებით, თანმხლებ მგზავრებთან ერთად ,დაეშვებიან ქ. ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში.
24 ივნისს, თვითმფრინავები გადაფრინდებიან ნატახტრის აეროდრომზე, საიდანაც ტურისტული კომპანია Vanilla Sky-ის მიერ დაგეგმილი ტურის მიხედვით გააგრძელებენ მოგზაურობას საქართველოს სხვა და სხვა კუთხეში.
ავიარალს მხარდაჭერა გამოუცხადა: აჭარის მთავრობის ხელმძღვანელობამ, საქართველოს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ, საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ და საქართვეელოს ნავიგაციის დეპარტამენტმა.