მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მხარდაჭერით, 10 ოქტომბერს ფსიქიკური ჯანმრთელობის საერთაშორისო დღე აღინიშნება, რომელიც ყოველწლიურად ერთ გლობალურ პრობლემას ეძღვნება. 2017 წლის თემაა ფსიქიკური ჯანმრთელობა სამუშაო ადგილზე. 10 ოქტომბერს ქუთაისი პირველად მასპინძლობს ფსიქიკური ჯანმრთელობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებებს: ...
თელავში, ერეკლე მეორეს ქუჩაზე, ერთ-ერთ კაფეში 27 წლამდე მამაკაცის ცხედარი იპოვეს. თვითმხილველების განცხადებით, მამაკაცმა, სავარაუდოდ, სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია და კრიმინალისტთა ჯგუფი. მომხდარზე სხვა დეტალები ჯერჯერობით უცნობია.
10 ოქტომბერს აჭარაში ისტორიული მნიშვნელობის პროექტის - მაღალმთიანი აჭარის გაზიფიცირების სამუშაოები იწყება. სამუშაოების დაწყების ცერემონია 12 საათზე შუახევის მუნიციპალიტეტში, ხიჭაურში გაიმართება. ბათუმი-ქედის მონაკვეთის (ხიჭაურის დასახლებამდე) გაზსადენი მილის მშენებლობის სამონტაჟო სამუშაოების დაწყების ღონისძიებას აჭარის ...
თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის უწყებათაშორისმა კომისიამ 2017 წლის 9 ოქტომბრის სხდომაზე რეკომენდაცია გამოსცა. სამართლიანი და კონკურენტული წინასაარჩევნო გარემოს უზრუნველსაყოფად კომისია რეკომენდაციით მიმართავს საგანმანათლებლო რესურსცენტრების ხელმძღვანელებს, საჯარო სკოლებისა და ბაგა-ბაღების თანამშრომლებს: რესურსცენტრების ხელმძღვანელ...
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის შავი ზღვის დაცვის კონვენციური სამმართველოს თანამშრომლებმა, სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებთან ერთად, გემის მიერ საქართველოს ტერიტორიული წყლების დაბინძურების 3 ფაქტი გამოავლინეს. მალტისა და მარშალის კუნძულების დროშის ქვეშ მცურავმა გემებმა - ფოთის, ხოლო ხორვატიის დროში ქვეშ ...
შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი მღებრიშვილი იაპონიის ელჩს საქართველოში, ტადაჰარუ უეჰარას შეხვდა. შეხვედრაზე საქართველოსა და იაპონიის სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. საქართველოს შს მინისტრმა იაპონიის ელჩს უწყებაში მიმდინარე და დაგეგმილი რეფორმები გააცნო. გიორგი მღებრიშვილმა ტადაჰარუ უეჰარას სა...
ახმეტაში 86 წლის ქალს ეძებენ. არსებული ინფორმაციით, ოლია კაცელაშვილს ჯანმრთელობის პრობლემა ჰქონდა. ის სახლიდან 5 ოქტომბერს გავიდა და მას შემდეგ მისი კვალი არავის უნახავს. საქარველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სამართალდამცველებმა მოხუცი უგზო-უკვლოდ დაკარგულად ოფიციალურად გამოაცხადეს და მის ძებნას მთელი ქვეყნი...
პრეზიდენტი მზად არის, სესიამდე და სესიის განმავლობაში შეხვედრები გამართოს უმრავლესობასთან, - ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველმა პოლიტიკურ საკითხებში, ფიქრია ჩიხრაძემ განუცხადა. მისი თქმით, შანსი, რომელზეც ლაპარაკობს საპარლამენტო უმრავლესობა, სწორედ მათ ხელშია იმიტომ, რომ ბევრი დათმობის საპასუხოდ, მათ მცირე დათმობა მაი...
მიხეილ სააკაშვილი ოპონენტად არა „ქართულ ოცნებას“, არამედ „ევროპულ საქართველოს“ აღიქვამს - გიგა ბოკერია, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა, ლიდერმა გიგა ბოკერიამ განაცხადა.მისი თქმით, სააკაშვილს უნდა, რომ ოპოზიციის ლიდერი უკრაინაშიც და საქართველოშიც ი...
დედოფლისწყაროში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.საზოგადოებრივი მაუწყებლის ინფორმაციით, თბილისი-დედოფლისწყაროს საავტომობილო მაგისტრალზე მდგომ სატვირთო ავტომობილს „ფორდ ტრანზიტის“ მარკის სამარშუტო ტაქსი შეეჯახა. შემთხვევის შედეგად მიკროავტობუსში მყოფი ორი მგზავრი გარდაიცვალა, მძღოლი კი საავადმყოფოშია მოთავსე...
ხობის რაიონის სოფელ ხიბულაში 7 თვის ბავშვმა აზიური ფაროსანა გადაყლაპა. არსებული ინფორმაციით, ჩვილი სასწრაფო დახმარების ბრიგადამ ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში მოათავსა, სადაც მას შესაბამისი პროცედურები ჩაუტარდა.ამ დროისთვის, ბავშვი საავადმყოფოდან უკვე გაწერილია და მის ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება....
თბილისში, 7 წლის გოგონაზე სექსუალური ძალადობის ბრალდებით 25 წლის მამაკაცი დააკავეს, - ამის შესახებ ინფორმაციას "რუსთავი 2" ავრცელებს. 7 წლის გოგონას ოჯახის ინფორმაციით, ბავშვი კერძო მასწავლებელთან დადიოდა და მასზე სექსუალურად რეპეტიტორის ქმარმა იძალადა. მათივე ცნობით, პედაგოგის მეუღლე 7 წლის გოგონას მიმართ გარ...
საგარეჯოს რაიონის სოფელ მანავში ავტომანქანა ქვეითად მოსიარულეს დაეჯახა. შემთხვევის შედეგად, ქვეითი ადგილზე გარდაიცვალა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, მომხდარზე გამოძიება 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის გარდაცვალება გამოიწვია....
„თქვენ გაქვთ უფლება, წინასაარჩევნო პერიოდში დაესწროთ შეხვედრებს, მოისმინოთ კანდიდატების მიერ გაჟღერებული პროგრამები, თუ რა გეგმები აქვთ და როგორ აპირებენ მათ განხორციელებას, შესაბამისად, თქვენ უნდა გააკეთოთ სწორი ანალიზი და თქვენვე უნდა მიიღოთ გადაწყვეტილება, თუ ვის დაუჭიროთ მხარი არჩევნებზე, ვის ანდოთ ქალაქის ბედი&l...
აქ არიან პროფესიონალი, კეთილსინდისიერი და კვალიფიციური ადამიანები, რომლებსაც თავიანთ სფეროში აქვთ ძალიან მაღალი რეპუტაცია დამსახურებული, - ამის შესახებ დედაქალაქის მერობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა, ალეკო ელისაშვილმა საარჩევნო გუნდის ნაწილის წარდგენაზე განაცხადა. მისი თქმით, მან წარადგინა გუნდი, რომელთა...