მნიშვნელოვანია, რომ დასავლეთს ის გამოწვევები ესმოდეს, რაც საქართველოს წინაშე დგას, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა სალომე სამადაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, ერთ-ერთი გამოწვევა, რომელიც საქართველოს წინაშე დგას ეს დემოკრატია, არაფორმალური მმართველობა და ის ოლიგარქიული პოლიტიკური სისტემაა, რომელიც მისივე თქმით, ჩვენი ქვეყნის განვითარებას ხელს უშლის.
„ჩვენ დღეს საუბარი სწორედ ამაზე გვქონდა, რადგან გლობალურ სამყაროში, რომელშიც დღეს ვცხოვრობთ, გამოწვევის წინაშე დგას. ამ თვალსაზრისით ძალინ მნიშვნელოვანია, რომ დასავლეთს ის გამოწვევები ესმოდეს, რაც საქართველოს წინაშე დგას, რადგან მათ მიერ გატარებულმა პოლიტიკამ ერთი მხრივ, ხელი შეუწყოს ქვეყნის ნატო-ში და ევროკავშირში გაწევრიანებას, მაგრამ მეორე მხრივ, ქართველი ხალხის უფლება დაიცვას, დემოკრატიულ სახელმწიფოში იცხოვროს”, – განაცხადა სამადაშვილმა.