"ომეგა ჯგუფის" დამფუძნებელი ზაზა ოქუაშვილი დღეს პროკურატურაშია დაბარებული. "მედიაში გავრცელებულ აუდიოჩანაწერებთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, ქ.თბილისის პროკურატურამ, გამოკითხვის მიზნით, ზ.ო. 2018 წლის 4 ოქტომბერს კიდევ ერთხელ გამოიძახა, რადგან მის ჩვენებას დიდი მნიშვნელობა ა...
სამშენებლო კომპანია "სვეტის" დამფუძნებელსა და ამავე კომპანიის გენერალურ დირექტორს ბრალს ოფიციალურად დღეს წაუყენებენ. ხვალ კი სასამართლო აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე იმსჯელებს. გივი ჯიბლაძე და თორნიკე ჯანელიძე ბრალს არ აღიარებენ, ადვოკატის ინფორმაციით, კი კომპანიის ხელმძღვანელებს პრობლემები ხელოვნურად შეუქმნეს. ...
4 ოქტომბერისათვის ერთი ამერიკული დოლარის ოფიციალური კურსი 2.6159 ლარია, ევროს 3.0240 ლარი. თურქული ლირის კურსი 0.4307 ლარს შეადგენს, ხოლო ბრიტანული ფუნტის 3.3983 ლარია.
ზაზა ოქუაშვილი დღეს ქალაქის პროკურატურაში გამოკითხვაზე არ მივა. ომეგა ჯგუფის ხელმძღვანელი ლონდონში იმყოფება და საგამოძიებო ჯგუფის ჩასვლასაც იქ ითხოვს. "ის რომ დღეს ვერ ჩამოდის და საქართველოში ვერ აძლევს ის ინფორმაციას ეს არის იმ აბსურდული მდგომარეობით, რომ არათუ ბრალდებულებისთვის წარმოადგენს საშიშროე...
ჩვენი ოპონენტები ფიქრობენ ისე, როგორც შინაგანი ხედვა აქვთ და როგორც თვითონ აანალიზებენ სიტუაციას, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გია ვოლსკიმ განაცხადა. გია ვოლსკი ოპოზიციის განცხადებას გამოეხმაურა. როგორც მან აღნიშნა, არიან ადამიანები, ამ შემთხვევაში, ოპონენტები თავიან...
ლევან ყიფიანს დაესვა ყველა ის კითხვა, რაც გამოძიებას აინტერესებდა. მოწმემ ამომწურავად უპასუხა აღნიშნულ კითხვებს, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან პროკურორმა გიორგი ოსაძემ ყოფილი მინისტრის, ლევან ყიფიანის გამოკითხვის შემდეგ განაცხადა. მისივე განმარტებით, ყიფიანმა გამოძიებას მნიშვნელოვანი ინფორმაცია მიაწოდა...
ის ჩანაწერებიც კი, რომელიც ერთობლივად განვახორციელეთ, დამონტაჟებულია, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა ყოფილმა მინისტრმა, ლევან ყიფიანმა განაცხადა. როგორც ის განმარტავს, ის მიამიტურად ენდო ზაზა ოქუაშვილს და ცდილობდა ფინანსური პრობლემების მოგვარებაში დახმარებოდა. ...
სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა ყოფილი მინისტრის, ლევან ყიფიანის ადვოკატი, შალვა ხაჭაპურიძე აცხადებს, რომ უახლოეს დღეებში ისინი "ომეგა ჯგუფის" დამფუძნებელს, ზაზა ოქუაშვილს უჩივლებენ. "უახლოეს დღეებში ვაპირებთ რომ ვუჩივლოთ ზაზა ოქუაშვილს. თავდაპირველად, შევიტანთ სამოქალაქო სარჩელს პატივისა და საქმიანი რეპუტაცი...
ისეთი ადამიანი, როგორიც არის სალომე ზურაბიშვილი, არასდროს შეეგუება იმას, რომ ამ ქვეყანაში ადამიანის უფლებები ირღვეოდეს,-ამის შესახებ „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ წევრმა, დეპუტატმა გედევან ფოფხაძემ ბორჯომის მოსახლეობასთან შეხვედრისას განაცხადა. გედევან ფოფხაძის თქმით, „სალომე ზურაბიშვილი არასდროს...
დღევანდელ მოცემულობაში, ლევან ყიფიანის ქმედებაში, დანაშაულის ნიშნები არ იკვეთება, - ამის შესახებ სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა ყოფილი მინიატრის, ლევან ყიფიანის ადვოკატმა, შალვა ხაჭაპურიძემ განაცხადა. მისივე განმარტებით, ზაზა ოქუაშვილმა ბანკიდან თანხის გატანასთან დაკავშირებით, არასწორი ინფორმაცია გაავრცელა. "ოქუაშვილმა...
ზაზა ოქუაშვილი ჩემ დავალიანებას გისტუმრებდა, თუ მას დავეხმარებოდი ამ თემის ხელშეწყობაში - ლევან ყიფიანი მას გამუდმებით მივანიშნებდი იმ დავალიანებაზე, რომელიც ამ 3 წლის განმავლობაში ჩემ მიმართ დაუგროვდა, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან გამომითხვიდან გამოსულმა სპორტისა და ახლგაზრობის საქმეთა ყოფილმა მინისტრმა, ლევან ყიფიან...
ეს არის ფარსი, არ ვიცი რა დავარქვა. ამ თემაზე რომ ვილაპარაკო, ეს არის შეურაცხმყოფელი, ასეთი რამ არ ყოფილა, - ასე გამოხმაურა სპორტისა და აზალგაზრდობის საქმეთა ყოფილი მინისტრი, ლევან ყიფიანი გავრცელებულ ინფორმაციას, რომ ის ერთ-ერთი კონსპირაციული ბინის სარდაფში ჩაიყვანეს და ფიზიკურად გაუსწორდნენ. მისივე განმარტებით, ...
ზაზა ოქუაშვილმა გადაწყვიტა, ერთობლივად ჩაგვეწერა მაკომპრომატირებელი მასლა,რათა უცხოელი პარტნიორები საქართველოს ხელისუფლების მხრიდან წნეხში დაერწმუნებინა - ლევან ყიფიანი ბოდიშით დაიწყო განცხადება მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით გამოკითხვიდან გამოსულმა სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა ყოფილმა მინისტრმა, ...
ქალბატონ სალომე ზურაბიშვილში ღირსეულ ადამიანს ვხედავ, - ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრმა გიორგი კოპაძემ ბორჯომის მოსახლეობასთან შეხვედრაზე განაცხადა.მისი თქმით, ის მხარს დამოუკიდებელ კანდიდატს, სალომე ზურაბიშვილს უჭერს. „ჩვენ მხარს ვუჭერთ დამოუკიდებელ კანდიდატს. სრულიად ახალი სტანდარტი ყალიბდება და ახალი...
საქართველოს თავდაცვის მინისტრი ბრიუსელში, ნატოს შტაბ-ბინაში მიმდინარე თავდაცვის მინისტერიალის ფარგლებში, ამერიკელ კოლეგას ჯეიმს მატისს შეხვდა. მხარეებმა საქართველოს თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებისა და ნატოსთან თავსებადობის გაზრდის კუთხით მიღწეულ პროგრესზე იმსჯელეს.„ბატონმა მატისმა ბრძანა, რომ გამოიყენებს ...