ჩვენთვის კრიტიკა ყოველთვის მისაღებია, - ასე გამოეხმაურა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ნინო გვენეტაძე არასამთავრობო სექტორის კრიტიკას, რომელიც მიიჩნევს, რომ 11 იანვარს დახურულ ფორმატში ჩატარებული მოსამართლეთა არჩევა კითხვის ნიშნებს აჩენს.გვენეტაძის თქმით, კონკურსის ბოლო ეტაპი, რომელიც გულისხმობს საბჭოს წევრებთან მო...
ბათუმში განვითარებულმა უამინდობამ და ძლიერმა შტორმმა ახალ ბულვარში სანაპირო ზოლის რამდენიმე მონაკვეთი სილითა და ქვაღორღით დაფარა. ძლიერი ღელვის შედეგად სასეირნო ბილიკზე ამოყრილია დიდი რაოდენობის ქვიშა და ნატანი. „აკვაპარკი“-ს მიმდებარე ტერიტორიაზე, დილიდანვე დაიწყო შტორმის შედეგებ...
თბილისის საქალაქო სასამართლომ გმირთა მოედნის ტერიტორიაზე, ერთ-ერთ რესტორანში სამი ადამიანის დაჭრაში ბრალდებულ საბა სამუშიას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. მას ბრალი სამი მუხლით - 117-ე მუხლის პირველი ნაწილით (ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება), 118-ე მუხლის მესამე ნაწილით...
შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის ლაგოდეხის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1970 წელს დაბადებული თ.ვ. ოჯახში ძალადობის ბრალდებით დააკავეს. მის მიერ ჩადენილი დანაშაული ერთ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.გამოძიები...
სამწუხაროა და გასაკვირი [რუსთავი 2-ის კრიტიკა], იმ პარტიის [ევროპული საქართველოს] მხრიდან, რომლის შემადგენლობაშიც არის ყველა ის მედიაზონდერი, რომელიც კი ჰყოლია ენმ-ს და ვისი სუსხიც, "რუსთავი 2"-ს საკუთარ თავზე უგრძვნია, - ასე გამოეხმაურა "ნაციონალური მოძრაობის" წევრი ზაალ უდუმაშვილი "რუსთავი 2"-თან დაკავშირებით...
მექსიკაში, კალიფორნიის ყურეში 6.3 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა, - ამის შესახებ ინფორმაციას CNN ავრცელებს. არსებული ინფორმაციით, ეპიცენტრი ქალაქ ლორეტოდან 76 კილომეტრის დაშორებით, 16 კილომეტრის სიღრმეში დაფიქსირდა. ამ დროისთვის, მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, დელეგაციასთან ერთად, 20-23 იანვარს, ოფიციალური ვიზიტით უზბეკეთის რესპუბლიკას ეწვევა. ირაკლი კობახიძე შეხვედრებს ქვეყნის პრემიერ-მინისტრ აბდულა არიპოვთან, ქვეყნის ოლიი მაჯლისის სენატის თავმჯდომარე ნიგმატილა იულდოშევთან და საკანონმდებლო პალატის თავმჯდომარე ნურდი...
მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებზე ჩემი კანდიდატურის დასახელება გამორიცხულია, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა. როგორც პრემიერმა საზოგადოებრივ მაუწყებელს განუცხადა, აღნიშნული საკითხი ჯერ წინასწარი საუბრების დონეზეა და მის კანდიდატურას ამ პოსტზე კატეგორიულად გამორიცხავს. „შემი...
სირიის იმ რაიონიდან, სადაც თურქეთი სამხედრო ოპერაციის დაწყებას აპირებს, რუსეთს ჯარები გაჰყავს. ამის შესახებ სააგენტო Anadolu იტყობინება. საუბარია აფრინის რაიონზე, რომლის საზღვრებთანაც თურქეთი სამხედრო ძალისა და ტექნიკის კონცენტრაციას ახდენს. სააგენტოს ინფორმაციით, რუსული კონტინგენტი, რომელიც სოფელ კაფერ ჯენინთან...
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ოფიციალური ვიზიტი უკრაინაში ქვეყნის პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოსთან შეხვედრით დაასრულა. მხარეებმა ორ ქვეყანას შორის არსებული მეგობრული და პარტნიორული ურთიერთობები განიხილეს და თანამშრომლობის სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს. ირაკლი კობახიძის თქმით, საქართველოსა და უკრაინას განსაკუთრე...
ტელეკომპანია ,,რუსთავი 2” საპარლამენტო უმცირესობის ,,ევროპული საქართველოს” განცხადებას გამოეხმაურა და აღიარებს, რომ NDI-ის მიერ გამოქვეყნებული საზოგადოებრივი აზრის მონაცემების დამუშავებისა და სისტემაში შეყვანის დროს 18 იანვრის 9-საათიან კურიერში შეცდომა გაიპარა. "კვლევის პოლიტიკური ნაწილი ...
2018 წლის საფრანგეთის თავდაცვის ბიუჯეტი 34,2 მილიარდი დოლარით განისაზღვრა. ამის შესახებ ქვეყნის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა ტულონში განაცხადა, საიდანაც საფრანგეთის შეიარაღებულ ძალებს მიმართა. მისივე თქმით, თანხის მნიშვნელოვანი ნაწილი სამხედრო ტექნიკის და შეიარაღების განახლებას მოხმარდება.
ჩეხეთის პრემიერ-მინისტრს, მილიარდერ ანდრეი ბაბიშს სადეპუტატო ხელშეუხებლობა მოუხსნეს. ბაბიშთან ერთად სადეპუტატო იმუნიტეტი მისმა თანაპარტიელმა იაროსლავ ფალტინეკმაც დაკარგა. პოლიტიკოსები ფინანსურ თაღლითობაში არიან ეჭვმიტანილები. გამოძიება მათ წინააღმდეგ 2015 წლიდან გრძელდება. საქმე ბაბიშის კომპანიის მიერ ...
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი დავოსში, მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმში მიიღებს მონაწილეობას. მთავრობის მეთაური შვეიცარიის კონფედერაციას 22-24 იანვარს ეწვევა. მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში, საქართველოს პრემიერ-მინისტრი სიტყვით გამოვა დისკუსიაზე - Strategic Outlook – Eurasia. დაგეგმილია ...
ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ლა მანშის სრუტეზე სატრანსპორტო ხიდის აშენების ინიციატივით გამოდის. ხიდის მშენებლობა მან საფრანგეთის პრეზიდენტს, ემანუელ მაკრონს შესთავაზა. დღეისათვის საფრანგეთსა და ბრიტანეთს მხოლოდ სარკინიგზო გვირაბი აკავშირებს.