მინსკში 2 ქართველი კანონიერი ქურდი დააკავეს. ამის შესახებ ბელარუსის შინაგან საქმეთა სამინისტრო იტყობინება. კრიმინალური ავტორიტეტები გელა ქარდავა და სულიკო შარიქაძე დედაქალაქის აეროპორტში აიყვანეს. ქარდავა დაკავებისას ყალბი რუსული პასპორტი აღმოაჩნდა. ის ბელარუსის გავლით სტამბოლში აპირებდა ჩასვლას, სადაც კანონიერი ქურდები...
უკრაინაში ოქროს საბადო აღმოაჩინეს. ადგილობრივი მედიის ცნობით, გეოლოგიის სახელმწიფო სამსახურში აცხადებენ რომ შესაძლოა საბადო საკმაოდ მსხვილი აღმოჩნდეს. კერძოდ კი, ზაკარპატიაში, რახოვსკის რაიონში აღმოჩენილ საბადოზე 2,4 ტონა ოქროა. ობიექტს უახლოეს ხანებში ოქროს საბადოს კვალიფიკაციას ოფიციალურად მ...
2017 წელს, საერთო ჯამში, ე.წ. საზღვრის დამრღვევებმა 827 000 რუსული რუბლი გადაიხადეს, რის შემდეგაც მათ „რესპუბლიკის“ ტერიტორია დაატოვებინეს, - ამის შესახებ ოკუპირებული რეგიონის ე.წ. სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის პრესსამსახური იუწყება. ინფორმაციის თანახმად, ე.წ. მესაზღვრეებმა 2017 წლის განმავლობაში დე ფაქტო ...
მახაჩკალის მერის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა. მუსა მუსაევს უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში ადანაშაულებენ. კერძოდ კი მას ბრალი სახელმწიფო მიწების უკანონო გასხვისებაში ბრალდება, რითაც დაღესტნის რესპუბლიკას 80 მილიონი რუბლის ზარალი მიაყენა. ეჭვმიტანილის ბინასა და ოფისში ჩხრეკა ტარდება. ...
კატალონიის ყოფილი ლიდერი კარლეს პუჩდემონი აცხადებს, რომ რეგიონის მთავრობის ხელმძღვანელობას ბრიუსელიდანაც შეძლებს. „ახალი ტექნოლოგიები ამის შესაძლებლობას იძლევა. მსხვილი პროექტები სწორედ ახალი ტექნოლოგიების მეშვეობით იმართება. ასეთი პირობები, რა თქმა უნდა, არ მომწონს, მაგრამ სჯობს უხელმძღვანელო მთავრობას ბრიუსელიდან, ვიდრე ციხიდა...
იორდანეს დასავლეთ სანაპიროზე კიდევ ერთი თავდასხმა განხორციელდა. ახალგაზრდა პალესტინელი ებრაელ სამხედროებს მანქანით დაეჯახა. შედეგად, ერთი ებრაელი ჯარისკაცი დაშავდა. თავდამსხმელი დაკავებულია.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის განცხადებით, შესრულებულია სახელმწიფო ბიუჯეტის როგორც საშემოსავლო, ისე ხარჯვითი ნაწილი. „ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილი 131,5 მილიონიანი გადაჭარბებით არის შესრულებული და ნომინალურ გამოსახულებაში 11 მილიარდ 618.7 მლნ ლარი შეადგინა, ზრდა წინა წელთან მიმართებაში 12%-ს, 1 ...
მარნეულში მატარებლის დაჯახების შედეგად 12 წლის ბიჭი დაიღუპა, ამის შესახებ ინფორმაციას რადიო ,,მარნეული'' ავრცელებს. შემთხვევა გუშინ, 18 იანვარს მოხდა. გარდაცვლილი მოზარდი ქალაქ მარნეულის N2 საჯარო სკოლაში მე-7-ე კლასში სწავლობდა. ის მეორე სმენაში დადიოდა. როგორც ქალაქ მარნეულის N2 საჯარო სკოლის დირექტ...
2017 წელი პოზიტიური იყო დაგეგმილი ფისკალური პარამეტრების შესრულების კუთხით, - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ. მისი თქმით, საბიუჯეტო დეფიციტის მაჩვენებელი დაგეგმილი 3,5%-ზე მნიშვნელოვნად დაბალია და 3%-ის ფარგლებშია. ნაერთი ბიუჯეტში საგადასახადო შემოსავლები გადაჭარბდა 38,9 მლნ ლარით...
2017 წელი მნიშვნელოვანი დადებითი დინამიკით ხასიათდებოდა, რაც გამოხატა მაკროეკონომიკურ პარამეტრებში, - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე, რომელზეც მან 2017 წლის ფისკალური წელი შეაჯამა და ისაუბრა მიღწეულ ფისკალურ პარამეტრებსა და გასული წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების მაჩვენებელ...
საქართველოს იუსტიციის მინისტრი კარიბის ზღვის ქვეყნებში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში აღმოსავლეთ კარიბის ქვეყნების ორგანიზაციის (OECS) წარმომადგენლებს და წევრი ქვეყნების მინისტრებს შეხვდა. უწყების ინფორმაციით, შეხვედრაზე ორგანიზაციის ხელმძღვანელმა მინისტრს ელმმართველობის დანერგვაში დახმარება სთხოვა. კერძოდ, 6 ქვეყ...
დიდი ბრიტანეთი საქართველოში დემოკრატიის განვითარებისთვის დამატებით 5.5 მილიონ გირვანქა სტერლინგს გამოყოფს, – ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის საგარეო და თანამეგობრობის ოფისის თანამეგობრობისა და გაერო-ს საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ლორდმა აჰმად უიმბლდონმა ლორდთა პალატაში ლორდ კოლინა ჰიგ...
ნატოს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი მაკედონიას მოუწოდებს, მოაგვაროს თავისი სახელწოდების გარშემო საბერძნეთთან უთანხმოება და განახორციელოს რეფორმები, თუ ალიანსში გაწევრიანება სურს. სტოლტენბერგმა, ,,რადიო თავისუფლების“ ინფორმაციით, სკოპიეში, იუგოსლავიის ამ ყოფილი რესპუბლიკის პარლამენტში 18 იანვარს გამოს...
იტალიაში ჩინური მაფიის წევრები დააკავეს. სპეცოპერაცია პოლიციამ ფრანგი და ესპანელი სამართალდამცველების დახმარებით ჩაატარა. რეიდები რომში, ფლორენციაში, მილანში, პიზასა და მეზობელი ქვეყნების მოსაზღვრე რაიონებში მოეწყო. დაკავებულია 33 ეჭვმიტანილი, რომლებიც ქუჩებში გარე ვაჭრობებს აკონტროლებდნენ. დაკავებულები სასამარ...
თურქეთში საგანგებო მდგომარეობა კიდევ 3 თვით გახანგრძლივდება. პრემიერ-მინისტრის ინიციატივას მხარი პარლამენტმა უკვე დაუჭირა. სამხედრო გადატრიალების მცდელობის შემდეგ, 2016 წლის 20 ივლისს გამოცხადდა. ანკარა გადატრიალების მცდელობაში აშშ-ში მყოფ ფეთჰულაჰ გიულენს ადანაშაულებს. გადატრიალების მცდელობის შემდეგ თურქეთი...