23 მაისს, ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ობლიგაციების აუქციონზე 30 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 5-წლიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა. აუქციონში მონაწილეობა მიიღო სამმა კომერციულმა ბანკმა. მოთხოვნამ შეადგინა 61 130 000 ლარი. მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 7.680 პროცენტით, მაქსიმალური 7.760...
გამორიცხული არაა, რაიმე პასუხისმგებლობა ჩემზე გადმოიტანონ, რათა ჩემი დისკრედიტაცია მოახდინონ და თავიანთი აზრით დამაშინონ. ეს გამორიცხულია, რადგან 2 დეკემბერს, ჩემს შვილთან ერთად მოვკვდი, მკვდარი მეორედ არ კვდება! ბოლომდე ვიბრძოლებ, რომ ჩემი შვილის მკვლელები სააშკარაოზე გამოვიდნენ, - განაცხადა ჟურნალის...
სიღნაღის რაიონულმა სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ოჯახში ძალადობაში ბრალდებული ლ.მ. დამნაშავედ ცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მეორე ნაწილის ,,ე" ქვეპუნქტით. სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2018 წლის 20 თებერვალს, დაა...
პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ „არის შესაძლებლობა“ იმისა, რომ შეხვედრა ჩრდილოთ კორეის ლიდერთან, კიმ ჩენ ინთან არ შედგეს 12 ივნისს, როგორც დაგეგმილი იყო. იმის ფონზე, რომ მის ლიდერს არ სურს უარი თქვას ბირთვულ იარაღზე. ტრამპმა გამოთქვა ეჭვი იმასთან დაკავშიერბით, რომ არ იცის შედგება თუ...
იტალიაში, ქალაქ მედინაში არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი საქართველოს მოქალაქე დააკავეს არსებული ინფორმაციით, 22 წლის დაკავებული ქალაქის ცენტრში არაფხიზელ მდგომარეობაში გადაადგილდებოდა და აგრესიით გამოირჩეოდა. მან რესტორნის თანამშრომლებსა და გამვლელებს, რომლებიც მის დამშვიდებას ცდილობდნენ, ფიზიკური შეურაცხყოფა ...
საქართველოს პირველი დამოუკიდებელი რესპუბლიკის 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაქვემდებარებულ ლაბორატორიაში სკოლის მოსწავლეებისათვის ღია კარის დღე ჩატარდა. მოეწყო შემეცნებითი ტური ლაბორატორიის საუკუნოვანი ისტორიის შესახებ. გამოფენილი იყო ლაბორატორიის საქმიანო...
44 წლის სთეისი აბრამსი, შესაძლოა გახდეს აშშ-ის ისტორიაში პირველი აფროამერიკელი გუბერნატორი. მისი კანდიდატურა ჯორჯიის შტატის არჩევნებში წამოაყენა დემოკრატიულმა პარტიამ. შიდაპარტიულ მარათონში მან გადაუსწრო სტეისი ევანს. სთეისი აბრამსი იყო შტატის წარმომადგენელთა პალატის უმცირესობის ლიდერი. მას მხარი დაუჭირე...
„საქართველო რუსეთის წინააღმდეგ (საქმე II)“ - სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში ბოლო ზეპირი მოსმენა მიმდინარეობს. სხდომაზე საქართველომ საკუთარი პოზიციის წარდგენა უკვე დაიწყო. ცნობისთვის, სახელმწიფოთაშორის დავას სტრასბურგის სასამართლოს დიდი პალატა განიხილავს, რომელიც 1...
აშშ-ს პრეზიდენტი მალე ცნობილი აზერბაიჯანელი მომღერლის ემინის (EMIN) ახალ კლიპში გამოჩნდება. როგორც EMIN-მა განმარტა, დონალდ ტრამპი მის ახალ კლიპში «Got Me Good» მიიღებს მონაწილეობას. EMIN-ის თქმით, დონალდ ტრამპი მომღერლის შეთავაზებას მომენტალურად დათანხმდა. „თუმცა მან დასვა კითხვა: ...
ბიზნესმენმა და კორპორაცია „Microsoft“-ის დამფუძნებელმა, ბილ გეითსმა თავის ბლოგზე გამოაქვეყნა იმ წიგნების სია, რომელსაც ის უწევს რეკომენდაციას 2018 წლის საზაფხულო საკითხავად. ბიზნესმენი თავის ხელმომწერებს ურჩევს ყურადღება მიაქციონ 5 წიგნს. ამ სიაში შევიდნენ „ლეონარდო და ვინჩი“, „ყვ...
ამ წუთებში, ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამა, ზაზა სარალიძე პოლიტიკური პარტიების ლიდერებს ხვდება. შეხვედრაზე სარალიძე პოლიტიკოსებს საქმის გარშემო შემქნილ ვითარებას აცნობს. ის მისი შვილის მკვლელობის საქმეზე დამნაშავე პირების დაკავებას და დასჯას მოითხოვს.ცნობისთვის, პირველ დეკემბერს, ხორავას ქუჩაზე მოზარდებს შორი...
მნიშვნელოვანია რომ ჩვენმა მთავრობამ სტრასბურგის გადაწყვეტილების შემდეგ აღსრულებაზე ყურადღება არ მოადუნოს, - ამის შესახებ "ევროპული საქართველოს" წევრიმა გიორგი კანდელაკიმა სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოში რუსეთის წინააღმდეგ შეტანილი სარჩელის განხილვის საკითხზე საუბრისას განაცხადა.მისი თქმით, ...
საქართველოს ბიომრავალფეროვნება ბიომრავალფეროვნების საერთაშორისო დღესთან დაკაშირებით, გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის ორგანიზებითა და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) მხარდაჭერით, დისკუსია თემაზე - საქართველოს ბიომრავალფეროვნება გაიმართა. ღ...
სამხრეთ კორეის ჟურნალისტების ჯგუფი სახელმწიფო თვითმფრინავით გაფრინდა ჩრდილოეთ კორეაში, რათა გააშუქონ ფხუნგერის ბირთვული პოლიგონის დემონტაჟი. მანამდე ჟურნალისტები ჩავიდნენ ჩრდილოეთ კორეაში ჩინეთიდან, აშშ-დან, დიდი ბრიტანეთიდან და რუსეთიდან. ისინი პეკინიდან ვონსანში გადაიყვანეს. მედიის ცნობით, ვონსანიდან ...
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, კომერციული მოსყიდვის ფაქტზე ორი პირი დააკავეს. გამოძიებით დადგინდა, რომ სამცხე-ჯავახეთის რეგიონში, მუნიციპალიტეტის ბალანსზე არსებული ერთ-ერთი აგრარული ბაზრის დირექტორმ...