კომპანია „თელასის“ მიერ დაგეგმილი სამუშაოების გამო, დღეს ქ. ჩოლოყაშვილისა და გ. წერეთლის ქუჩებზე, შუქნიშნები დროებით გაითიშება. სამუშაოები 11:30-დან 13:00 საათამდე პერიოდში იწარმოებს. თბილისის მერია ბოდიშს გიხდით შეფერხებისთვის!
2020 წლის 3 სექტემბერს, განახლდა ეუთო-ს მუდმივი საბჭოს შეხვედრები, სადაც ქართული მხარის ინიციატივით, 2008 წელს რუსეთის მიერ საქართველოს წინააღმდეგ ფართომასშტაბიანი სამხედრო აგრესიის წამოწყებისა და საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების ოკუპაციის შესახებ იმსჯელეს. ეუთო-ში საქართველოს მუდმი...
თიბისის მხარდაჭერით, წელს უკვე მესამედ, თბილისში საბავშვო ფესტივალი გაიმართება. ღონისძიებას მუშტაიდის ბაღი 5 სექტემბერს, 12:00-დან 20:00 საათამდე უმასპინძლებს. ფესტივალზე მისულ ბავშვებს და მშობლებს შესაძლებლობა ექნებათ, ჩაერთონ სპეციალურად მათთვის დაგეგმილ სხვადასხვა სახალისო და შემოქმედებით აქტივობაში. საბავშვო ფესტივა...
საქართველოში ახალი კორონავირუსის (COVID-19) გავრცელებით გამოწვეული ეკონომიკური ზიანის შემსუბუქებისა და ეკონომიკის სტიმულირების მიზნით შემუშავებული სოფლის მეურნეობის ანტიკრიზისული გეგმა „ზრუნვა სოფელზე და ფერმერებზე“, მელიორაციის კუთხით მნიშვნელოვან შეღავათებს ითვალისწინებს. ფერმერები, რომლებიც ირიგაციისა და დრენაჟი...
კენჭისყრის ასეთი შედეგით დასტურდება ქართული დიპლომატიის წარმატება, - ასე ეხმაურება საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია გაეროს მიერ მიღებულ რეზოლუციას სოციალურ ქსელ „ტვიტერში“. მთავრობის მეთაური პარტნიორებს გამოხატული მხარდაჭერისთვის მადლობას უხდის. „დღეს გაერთიან...
"ეროვნული ბანკის მიერ გატარებული მთელი რიგი ღონისძიებები არასაბანკო სექტორის ფინანსური რეგულირებისა და ზედამხედველობის გაძლიერებას ემსახურება", - ასე აფასებს საერთაშორისი სავალუტო ფონდის ტექნიკური დახმარების მისია საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ მიკროსაფინანსო ორგანიზაციების რეგულირებისა და ზედამხედველობის კუთხით გადადგმ...
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცხელ ხაზზე, 2020 წლის 30 აგვისტოს შემოვიდა ინფორმაცია, ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ თორსა-დღვაბას მიმდებარე ტერიტორიაზე, მდინარე მუნჩიაზე უკანონო თევზჭერის შესახებ. ინფორმაციის თანახმად, სავარაუდოდ ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ხეთას მკვიდრი, ორ უცნობ პირთან ერთად, აკრძალული საშუალე...
შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1980 წელს დაბადებული გ.ბ. დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარი...
შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, მუქარის ბრალდებით იორმუღანლოში 1 პირი - 1985 წელს დაბადებული შ.ი. დააკავეს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 3 სექტემბერს, ღამის საათებში, საგარეჯოს...
FAO-ს ფასების ინდექსი, რომელიც სამომხმარებლო კალათის 5 ძირითადი პროდუქტის (რძე, მარცვლეული, მცენარეული ზეთი, შაქარი, ხორცი) საერთაშორისო ფასების ცვალებადობას ასახავს - აგვისტოში 2.0%-ით გაიზარდა და 96.1 ქულა შეადგინა. აღნიშნული, 2019 წლის ამავე პერიოდის ნიშნულს 7%-ით აღემატება. აგვისტოში, მცენარეულ...
საქართველოში COVID-19-ით ინფიცირების 28 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, რაც იმას ნიშნავს, რომ დაავადებულთა რაოდენობა 1596-მდე გაიზარდა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია განთავსდა მთავრობის მიერ სპეციალურად შექმნილ ვებგვერდზე. stopcov.ge-ის მონაცემებით, დღეისათვის ქვეყანაში COVID-19-ის 1596 შემთხვევა...
ვიცეპრემიერმა, იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა, ქარელის იუსტიციის სახლის ფილიალი საზეიმოდ გახსნა. 4 სექტემბრიდან იუსტიციის სახლის 450-ზე მეტი სერვისით სარგებლობა უკვე ქარელის მცხოვრებთაც შეუძლიათ. იუსტიციის სახლის ქარელის ფილიალის გახსნის საზეიმო ღონისძიება 21:00 საათიდან დაიწყო. ცერემონიალს საკანონმდე...
ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო ეხმიანება უცხო ქვეყნის სპეცსამსახურების მიერ ჯანდაცვის სამინისტროს კომპიუტერულ სისტემაზე კიბერთდავდასხმას და განცხადებას ავრცელებს. "ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო თბილისში აღშფოთებულია ცნობით კიბერშეტევის შესახებ, რომელიც 1-ელ სექტემბერს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორი...
სკოლის დაწყების შემდეგ ყველაზე დიდი გამოწვევა იქნება სწორედ წინასაარჩევნო კამპანია და შესაბამისად არჩევნები 31-ში, როდესაც იქნება ყველაზე დიდი მობილობა, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ "ტვ პირველის" ეთერში განა...
ალბათ, არ იყო სასურველი [სასტუმრო] "ოაზისში" ამდენი მედიკოსის შეკრება. ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ "ტვ პირველის" ეთერში განაცხადა. მისი თქმით, 900 ნიმუშიდან ამ წუთისთვის 2/3-ის კვლევა დასრულებულია და ყველა პასუხი უარყოფითია, ამიტომ ...